• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პიტბული მარინას გიორგის გარდაცვალებიდან მეათე დღეს თავს დაესხა და დაგლიჯა – თინათინ მღვდლიაშვილი ტრაგედიის დეტალებზე წერს

ალია ავტორი - ალია
20:24 08-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
863

ნიუ – იორკში მომხდარ ტრაგედიაზე, ქართველი პიანისტი ქალბატონის, მარინა გაბუნიას შესახებ, რომელსაც თავისი გარდაცვლილი ვაჟის პიტბული, შვილის გარდაცვალებიდან მეათე დღეს თავს დაესხა და დაგლიჯა – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი მომხდარზე  დეტალურად წერს:

 

“შემზარავი ტრაგედია ნიუ იორკში – პიტბულმა
ქართველი პიანისტი ქალბატონი მოკლა!
ენით აღუწერელი ტრაგედია დაატყდა თავს
ქართველ პიანისტს, მარინა გაბუნიას, რომელიც
ახლახან, მოტოციკლეტით მომხდარი ავარიის
შემდეგ გარდაცვლილი ვაჟის, გიორგის ძაღლმა
დაგლიჯა და მოკლა! ამ ამბავმა შეძრა ამერიკის
მედია, ქალბატონი მარინას მეგობრები, კოლეგები,
მეუღლე – რიჩარდი, მისი მოწაფეები. მარინა
გაბუნია მუშაობდა : American Ballet Theatre- ში და
Ballet Accompanist The Juilliard School-ში. თავის
მოსწავლეებს აზიარებდა უმშვენიერეს ქართულ
მუსიკას, სარგებლობდა პატივისცემით და დიდი
სიყვარულით. 18 ივლისს უდიდესი მწუხარება
დაატყდა თავს, ავარიის შედეგად გარდაიცვალა
მისი წარმოსადეგი ვაჟი, გიორგი. საბრალო დედამ
თავის სახლში წაიყვანა გიორგის ერთგული ძაღლი,
ამერიკული პიტ ბულ ტერიერი. ძაღლი მუდმივად
ეძებდა პატრონს, დარდობდა, არავის აკარებდა
გიორგის ნივთებს, სამოსს. უფრო მეტიც, გიორგის
ტანსაცმელი თავისი ლეიბის ქვეშ შეათრია და
ზედ იწვა. ქალბატონი მარინა, თურმე, მეგობრებს
წერდა, რომ უკვე ეშინოდა ძაღლის, რომელიც
სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა.
მე არ ვიცი, რას ფიქრობდა ძაღლი, მაგრამ, ფაქტია,
რომ გიორგის გარდაცვალებიდან ათიოდე დღის
შემდეგ, მარინა გაბუნიას თავს დაესხა და დაგლიჯა.
რასაკვირველია, ის უბედური პიტბული პოლიციამ
მოკლა. აი, ასეთი უბედურება დატრიალდა ნიუ
იორკში. ეს ტრაგედია გააშუქა ამერიკის ტელევიზიის
თითქმის ყველა არხმა. ჟურნალისტებმა კიდევ
ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას სიფრთხილისაკენ.
აღსანიშნავია, რომ ამ პიტბულის ყოლა რამდენიმე
შტატში აკრძალულია. პიტბული გამოირჩევა დიდი
ერთგულებით, იმავდროულად, არის მებრძოლი
ბუნების, ჯიუტი და შეუპოვარი, მუდმივად საჭიროებს
წვრთნას და ვარჯიშს, რათა ენერგია დახარჯოს.
ქალბატონ მარინას დაკრძალავენ 5 აგვისტოს,
ამერიკაში, ნიუ იორკში, გიორგის გვერდით…
რას წარმოიდგენდა შვილი, რომ მისი საყვარელი,
ერთგული ძაღლი დედას მოუკლავდა?!.
საშინელებათა ფილმის სცენარებს ცხოვრება წერს!..
თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს,
კოლეგებს, მეუღლეს, საბალეტო სკოლის სტუდენტებს
და, რასაკვირველია, შენც, საქართველო!..
აცხოვნოს უფალმა დედა-შვილი!
თინათინ მღვდლიაშვილი”
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
თეგები: თინათინ მღვდლიაშვილილიმარინა გაბუნიატრაგედია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved