ტელეჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქზე წერს:
“ჩემი საყვარელი ამბავია, ივანიშვილის ადვოკატი ინსტიტუციურ მოწყობასა და გეოპოლიტიკაზე რომ გვესაუბრება. ეგეც რაღაც წერილებს აქვეყნებს მგონი. ჩვენ ჭკვიანი სახეებით უნდა ვაანალიზოთ რაღაც სიგიჟეები, მერე ვიფიქროთ, აჰა, ეს ხომ არ არის ის, რომელიც ახლანდელ გენიოსს, პრემიერ-მინისტრად წოდებულს შეცვლის. ვაააა და როგორ გადალაგდება მერე ქართულ ოცნებაში კონფიგურაცია. ნწ, ნწ, ნწ – რამდენი საფიქრალი გვაქვს.
თუ ეგეთი მაგარია ეგ ადვოკატი და ყველაფერში ერკვევა, ნაკრებში წავიდეს, კრაიზე ითამაშოს.”
კომენტარები