ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხშვილი.
– ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების ფაქტს?
–გაუგებარია, რა. მისი გამოჩენა, საერთოდ, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ისეთი ფორმით და ისეთი გზავნილით გამოჩნდა, რომ ასეთ გამოჩენას, სჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყო.
– თქვენ ვარაუდობდით, რომ ივანიშვილი მალე გამოვიდოდა კულუარებიდან და რაღაც ფორმით გამოჩნდებოდა. მალე ახდა თქვენი პროგნოზი, არა?
– მე კი ვვრაუდობდი მის გამოჩენას, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ცეცხლს ჩააქრობდა. ახლა კი იმიტაციას ახდენს, ვითომ ცეცხლს აქრობს, მაგრამ სინამდვილეში, ნავთით გადაწყვიტა ცეცხლის ჩაქრობა. ფაქტობრივად, ივანიშვილმა ყველა ის ეჭვი, ყველა ის პრეტენზია, რაც საზოგადოებაში იყო მის მიმართ, დაადასტურა.
-კონკრეტულად რომელი ეჭვები დაადასტურა?
–ის თეორია, რომ ვიღაცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა და თავად ამას ეწინაღმდეგებოდა. დაადასტურა, რომ ომის დაწყების ნაცვლად პირდებოდნენ მისი პირადი პრობლემების მოგვარებას. ამერიკის ელჩთან შეხვედრის თაობაზე გაჩენილი ეჭვები დაადასტურა. თუმცა, ეს ეჭვები თავად შემოაგდო საზოგადოებაში „ქართული ოცნების”
დეპუტატების მეშვეობით, რომ ამ წერილისთვის საფუძველი შეემზადებინა. მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო. კონკრეტულად და დეტალურად არ თქვა, თუ რაზე ჰქონდა საუბარი ამერიკის ელჩთან.ყველაფერი უბედურება რაც არის, დაადასტურა.
–კი დაადასტურა, მაგრამ ეს მათთვის, ვისვისაც ივანიშვილის ნებისმიერი სიტყვა და აშკარა სიცრუეც კი, ეჭმიუტანელი ჭეშმარიტებაა. რეალურად, რამდენად სარწმუნო და დამაჯერებელია ის, რაც თავის წერილში დაწერა ივანიშვილმა?
–დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ბრიყვი უნდა იყო, რომ ის დაიჯერო, ამერიკის ელჩი, შესაბამისად, ამერიკის ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ომში ჩათრევას. ამის მით, ამერიკის ხელისუფლება კიდევ მეტად დაიპირისპირა. ჩვენ რომ უფრო პრინციპული პოზიცია დაგვეკავებინა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რუსეთი ჩვენთან ომს დაიწყებდა? დიდი ბოდიში, მაგრამ რამდენი ათეული ქვეყანა გამოვიდა პრინციპულად რუსეთის წინააღმდეგ და რომელთან დაიწყო ომი რუსეთმა? არც ერთთან. ან ახლა სად აქვს რუსეთს იმის თავი, რომ მეორე ფრონტი გახსნას და კიდევ რომელიმე ქვეყანას ეომოს? ასე, რომ ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული წერილი, „ფეესბეს“ ხაზი, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს ყველა თავის ქმედებით. ბიძინა ივანიშვილმა ეს კიდევ ერთხელ დადასტურა და გვტყუებს, თითქოს ომისგან იხსნა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო, რაც სრული სიულელეა.
–კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ლაპარაკობენ, ეს „ეფესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვნელოდან არისო. ივანიშვილის წერილის მესიჯებიც „ეფესბეს“სახელმძღვანელოდან აღებულს ჰგავს, არა?
-რა თქმა უნდა. ეს არის „ეფესბეს“ ნარატივი, რომ რუსეთის მიმართ შიში დანერგოს ქართულ საზოგადოებაში, შიშზე ავაგოთ ჩვენი პოლიტიკა და შესაბამისად ვიმოქმედოთ. რუსეთსაც ეს უნდა. რუსეთს არ უნდა, რომ ქართველებს გვიყვარდეს, უნდა, მისი გვეშინოდეს. გვეშინია კიდეც. ამას ნერგავენ ზუსტად ივანიშვილი და ოცნება.
-რა მოჰყვება ამ წერილს? რა გაგრძელება ექნება, რა გავლენა ქართულ პოლიტიკაზე?
–უფრო მეტი რადიკალიზმისკენ უბიძგა ხელისუფლებას და ოპოზიციას. უფრო გაღრმავდება პოლარიზაცია და ურთიერთდაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში. ამ დროს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემთხევევაში ველოდით ამ დაპირისპირების დასრულებას, კრიზისის ჩაქრობას და არა კრიზისის გამწვავებას, რაც გააკეთა ივანიშვილმა.
-ამერიკის ელჩმა, საელჩომ შესაძლოა, დაადასტურონ, რომ ეს შეხვედრა შედგა და სხვა რა არის მოსალოდნელი მათგან?
–ისინი გააკეთებენ დასკვნებს და შესაბამისად იმოქმედებენ. ცხადია, არ დაადასტურებენ იმ სისულელეს, რაც არ ყოფილა– ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას.
კომენტარები