• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახეთში საზამთრო და ნესვი ლპება – “დიდ სავაჭრო ცენტრებში იმპორტული პროდუქტი იყიდება” – რას ამბობენ გლეხები

ალია ავტორი - ალია
19:09 07-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,189

მთავარი ფოტო – მეგატივი

 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კახეთში წელს ნესვისა და საზამთროს კარგი მოსავალია, თუმცა ფერმერები ხილს ვერ ყიდიან. ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს და არც გამოსავალი ჩანს.

 

ფოტო – რადიო თავისუფლება

თებერვალში ირემაძეებმა დაახლოებით 5 ჰექტარი მიწა წინა წლის ნარჩენებისგან გაასუფთავეს და დაამუშავეს. 2 ჰექტარზე საზამთრო დათესეს, სამზე – ნესვი. ზაფხულისთვის დაახლოებით 100 ტონა ნესვი და 50 ტონა საზამთრო მოიყვანეს. აქედან ჯერ მხოლოდ 15 ტონა ნესვი გაყიდეს. კილოგრამი 10-15 თეთრად. დანარჩენი ბაღშივე ულპებათ.

70 წლის თამაზ ირემაძე:

„ნესვი საერთოდ აღარ იყიდება. 10 თეთრს ვაფასებთ და ბოლო 24 საათში მხოლოდ 100 კგ გავყიდე. ეს ისეთი ხილია, მაქსიმუმ 10 დღე შეინახოს. ამ პერიოდში თუ არ გაიყიდა, ბაღშივე დალპება… ისეთი მდგომარეობაა, უფასოდაც არავის მიაქვს. 10 თეთრზე ნაკლები როგორ დავაფასო, როცა 8 თეთრი მკრეფავებს უნდა გადავუხადო?“ – ამბობს თამაზ ირემაძე და იმაზე წუხს, როგორ გადაიხდის მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებულ 45 ათასი ლარის სესხს.

 

„ადრე თავად ჩამოდიოდნენ მუშტრები სხვადასხვა ქალაქებიდან და საზამთრო მიჰქონდათ, ახლა არავინ ჩანს. მინდა ამ დღეებში მოვკრიფო და ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე გავიტანო გასაყიდად. თუ არ გაიყიდა, წავიღებ და საქონელს ვაჭმევ, დანარჩენს ბაღში მივატოვებ. აბა, რა გავაკეთო? სად წავიღო? თბილისში წაღებაც ძვირი ჯდება, მანქანა უნდა დაიქირაო, საწვავი ჩაუსხა და იქ რომ ჩავიტან, ან გავყიდი და ან არა. 25 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ასეთი წელი არასდროს ყოფილა…“ – ჰყვება ახალსოფლელი გია ლუხუშვილი. წელს მას 60 ტონა საზამთროს მოსავლის მოყვანა 12 ათასი ლარი დაუჯდა. ჯერ არცერთი კილოგრამი არ გაუყიდია.

.

კახელი ფერმერები ფიქრობენ, რომ მათი წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზეც კი ვერ უწევს.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 12 ათას ტონამდე საზამთროა იმპორტირებული ოთხი ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ნიდერლანდიდან და თურქეთიდან.

თამაზ ირემაძე: „დიდ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ბევრი კლიენტია, ძირითადად იმპორტული პროდუქტი იყიდება. რატომ არ შეიძლება, დროებით, როცა ჩვენთანაც მოდის, [უცხოეთიდან] ხილის შემოტანა შეჩერდეს?“

ფოტო – რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კახეთში შექმნილი პრობლემის შესახებ იციან, თუმცა რაიმე სახით ჩარევას ამ სიტუაციაში არ გეგმავენ: „იმპორტის აკრძალვა არ განიხილება არც ნესვის, არც საზამთროს და ზოგადად არანაირი მიმართულებით, ფასებს რაც შეეხება… სამინისტრო არ ადგენს [ფასს], ფასებს ბაზარი თავად განსაზღვრავს“, – მოსწერეს რადიო თავისუფლებას უწყებიდან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 60-დან 72 ათას ტონამდე საზამთროს მოსავალი მოჰყავთ. დაახლოებით 9 ათასი ტონა – ნესვი.

სრულად – რადიო თავისუფლება

თეგები: იმპორტიკახეთისავაჭრო ქსელები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved