• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გლობალურმა კარანტინმა დედამიწის მოძრაობა შეცვალა

ალია ავტორი - ალია
03:59 04-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. ვირუსის შესაჩერებლად მიღებულმა ზომებმა შეიძლება, გავლენა პლანეტის მოძრაობაზეც იქონიოს — ცოტათი შეანელოს. დედამიწის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერთა ცნობით, შემცირდა სეისმური ხმაური — პლანეტის ქერქიდან მომდინარე ყრუ ვიბრაციები. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს სატრანსპორტო ქსელებისა და ადამიანთა სხვა საქმიანობების შეჩერება. მკვლევართა განცხადებით, ამ ფაქტის წყალობით, დეტექტორებს ახლა უკვე უმცირესი მიწისძვრების დაფიქსირებაც შეუძლიათ; გარდა ამისა, უკეთესად არის შესაძლებელი ვულკანური აქტივობისა და სხვა სეისმურ მოვლენათა მონიტორინგი.სეისმური ხმაურის შემცირება ბრიუსელის სამეფო ობსერვატორიამ შენიშნა; იქ მოღვაწე სეისმოლოგის, ტომას ლეკოკის განცხადებით, ხმაურის ასეთი შემცირება მხოლოდ შობის დღეებში ხდება და ისიც ცოტა ხნით.

ბუნებრივი მოვლენების, მაგალითად, მიწისძვრების მსგავსად, დედამიწის ქერქის მოძრაობას მანქანებისა და სხვა სამრეწველო დანადგარების მოძრაობაც იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური წყაროს ეფექტი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, ისინი ერთობლივად წარმოქმნიან ფონურ ხმაურს, რომელიც სეისმოლოგებს ამავე სიხშირეში მომხდარი სხვა სიგნალების დაფიქსირებაში ხელს უშლის.

ლეკოკის განცხადებით, ობსერვატორიის სეისმომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრიუსელში მიღებულმა ზომებმა ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული სეისმური ხმაური ერთი-მესამედით შეამცირა. ამ ზომებს 14 მარტს დახურული სკოლები, რესტორნები, საჯარო ღონისძიებები და ყველა არაგადაუდებელი მოგზაურობის აკრძალვა.

ხმაურის შემცირებამ გააძლიერა ობსერვატორიის აღჭურვილობის მგრძნობელობა, გააძლიერა მისი უნარი, დააფიქსიროს ტალღები სიხშირის იმავე მაღალ დიაპაზონში, რომელშიც ეს ხმაურია მოქცეული. ობსერვატორიის ზედპირის სეისმომეტრი ახლა იმდენად მგრძნობიარეა, როგორც მისი „კოლეგა“, 100 მეტრის სიღრმეში ჩამარხული სეისმომეტრი, რომელიც მცირე ბიძეგბსა და მაღაროების აფეთქებებს აფიქსირებს.

ვაშინგტონის გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტის სეისმოლოგის, ენდი ფრასეტოს განცხადებით, თუკი გლობალური კარანტინი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, ქალაქებში განთავსებულ დეტექტორებს მთელ მსოფლიოში, უჩვეულოდ კარგი შესაძლებლობა ექნებათ, რომ დააფიქსირონ მიწისძვრების წარმოქმნის ადგილი და აფთერშოკები.

ხმაურის შემცირება ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს იმ სეისმოლოგებისთვის, რომლებიც ბუნებრივ ფონურ ვიბრაციებს, მაგალითად, ოკეანის ტალღების შედეგად წარმოქმნილს, იყენებენ დედამიწის ქერქის შესასწავლად. იმის გამო, რომ ვულკანური აქტივობა და წყლის შემადგენლობის ცვლილება გავლენას ახდენს ბუნებრივი ტალღების მოძრაობის სიჩქარეზე, მეცნიერებს ამ მოვლენების შესწავლა იმაზე დაკვირვების გზით შეუძლიათ, თუ როდის მიაღწევს ტალღა მოცემულ დეტექტორთან. ლეკოკის თქმით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ხმაურის შემცირებამ ამავე სიხშირეებში შეიძლება გაზარდოს ამ დეტექტორების მგრძნობელობა ბუნებრივი ტალღებისადმი. „საუკეთესო შანსია ზუსტი გაზომვებისთვის“, ამბობს იგი.

გლობალური კარანტინის გამო გამოწვეული ხმაურის შემცირება, ბელგიელების გარდა, მსოფლიოს სხვა სეისმოლოგებმაც შენიშნეს. თუმცა, ამ უჩვეულო ეფექტით სარგებელს ყველა სადგური როდი ნახავს. საქმე ის არის, რომ მრავალი სადგური მიზანმიმართულად არის განთავსებული მოშორებულ ზონებში ან ღრმა ჭაბურღილებში, რათა თავიდან აიცილონ ადამიანთა ხმაური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved