• რეკლამა
  • კონტაქტი
05:54, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიიღეთ სააკაშვილის შეთავაზება და დაგვაბრუნეთ სამშობლოში!” – ქართველები გერმანიიდან

ალია ავტორი - ალია
03:45 04-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

კორონავისრუსის მასშტაბურად გავრცელების გამო გერმანიაში პანიკაა, ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ.

როგორც “ნიუპოსტს” საქართველოს მოქალაქე, იზაბელ ცეცხლაძე უყვება, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა და ღამეებს ქუჩაში ათევს.

იზაბელა ერთ–ერთია იმ უამრავ ემიგრანტს შორის, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ქართველები ამბობენ, რომ გერმანიაში ცხოვრება საშიშია, თუმცა არც სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ. მათ ნაწილს უკან დასაბრუნებელი ბილეთი წინასწარ ჰქონდა აღებული, თუმცა, შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო, გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სპეცრეისს რაც შეეხება, ემიგრანტები ეჭვობენ, რომ ბილეთები წინასწარ, “ნაცნობობით” გაიყიდა.

ქართველი სტუდენტი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ ქალაქში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს საქართველოში დაბრუნებაში ხედავს და მთავრობას მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდებს.

“ახლა პოლიტიკის დრო არ არის!”- აცხადებს ახალგაზრდა სტუდენტი.

– კოვიდ 19 მსოფლიოს მთავარ გამოწვევად იქცა, რა მდგომარეობაა გერმანიაში, სადაც თქვენ იმყოფებით?

– მსოფლიოში არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია გერმანიაშიც. სიტუაცია დღითი დღე რთულდება. იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. საბედნიეროდ, მათ შორის ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, თუმცა ეს დროებითია, რადგან დაავადების რისკი მაღალია.

ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტით მოძრაობა შეუძლებელია, ჰიგიენური ნივთების დეფიციტია, აღარაფერს ვამბობ სამედიცინო ნიღბებსა და ხელთათმანებზე.

– უკვე რამდენიმე დღეა, უცხოეთში დარჩენილი ქართველების სულისშემძვრელ ისტორიებს ვისმენთ, ემიგრანტთა დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რა ხდება ბერლინში, როგორ აისახა მძიმე ვითარება იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებზე?

– როდესაც გერმანიის ხელისუფლებამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, ჩვენი სამსახურები, უნივერსიტეტები, ყველაფერი დაიხურა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საქართველოს ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არანაირი დანაზოგი არ გააჩნიათ და ხელფასიდან-ხელფასამდე ცხოვრობდნენ. ბევრი მათგანისთვის ამ დრომდე უკვე გამომუშავებული თანხაც კი არ მიუციათ. ბევრ ქართველს ელემენტარულად საკვების ყიდვის საშუალებაც კი არ გააჩნია.

მძიმე მდგომარეობაში, ქუჩაში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თუმცა ფრენის გაუქმების გამო, საქართველოში ვერ მოდიან. არადა, სანამ ამ ინფორმაციას გაიგებდნენ, ბევრმა მათგანმა საცხოვრებელი დაცალა. ეს ხალხი შველას ელოდება.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გერმანიაში რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ ჩამოსული ნიკა სუპტაშვილიც. ​რომლის ისტორია ძალინ რთულად მოსასმენია. ის გერმანიაში მეგობართან ერთად, ერთ-ერთმა ქართველმა ჩამოიყვანა, თუმცა ჩამოსვლისას ნიკას შევიწროების ბრალდებით უჩივლა, საბუთები დაუხია. ახალგაზრდას არც ტელეფონი, არც ფული და რაც მთავარიაა არც საცხოვრებელი არ აქვს. ძალიან უნდა სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ბილეთის ფული და როგორც გითხარით არც საბუთები არ აქვს.

– გაქვთ თუ არა კონტაქტი გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთან და რას გეუბნებიან საქართველოს წარმომადგენლობაში?

– პირველივე დღიდან გვაქვს კონტაქტი საკონსულოსთან, საელჩოსთან, თუმცა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არასდროს მიგვიღია. პრობლემას რომ ვუხსნიდით, გვეუბნებიან, რომ მათი მოგვარება, მათ კომპეტენციაში არ შედის და სხვა ფილიალში გვამისამართებენ და ასე გრძელდება უსაშველოდ. მესმის რომ დღეში უამრავი ზარი შედის, ყველა დახმარებას ითხოვს, თუმცა ისინი ვალდებულები არიან მეტად ორგანიზებულები იყვნენ, მათი პირდაპირი მოვალეობაა დახმარება გაუწიონ თითოეულ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ახლა გვერდში დგომაც ძალიან მნიშვნელოვანი…

– როგორც პირად საუბარში მითხარით, ყველაზე დიდი პრეტენზია ქართული ავიაკომპანიის მისამართით არსებობს, რა მოხდა აირზენასთან მიმართებით?

– როგორც იცით, 3 აპრილის სპეცრეისი – ბერლინი-თბილისი უნდა შესრულდეს. რეისზე ბილეთების ყიდვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბილეთებს ვერ ვყიდულობთ. დაურეკე საელჩოს და მათ დამაიმედებელი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ… მაინტერესებს რა ევალებათ საკონსულოებს თუ საელჩოებს კაბინეტში ისხდნენ თუ მობილიზებული იყვნენ ყველანაირ საკითხზე?!

რაც შეეხება ავიაკომპანია ,,აირზენას“, ეს არის მატყუარა კომპანია, “აირზენამ” გაგვასულელა და მათი მოლოდინით დავიღალეთ. ითქვა, რომ ამ რეისზე დღეს შევძლებდით ბილეთების შეძენას, თუმცა მოგვატყუეს. სპეცრეისის დანიშვნის შემდეგ იმედი მოგვეცა რომ დავბრუნდებოდით თუმცა ტყუილად რადგან კომპაიას არანაირი ბილეთები არ ჰქონდა და არც გაყიდვაში გამოუშვა …დილიდან ვამოწმებდი რომ იქნებ მეყიდა მაგრამ არა…მივწერე კომპანიას თავიანთ გვერდზე მათი პასუხი კი იყო ის რომ ბილეთები დაიდებოდა საქართველოს დროით 15:00 საათზე, ხოლო გერმანიის დროით 13:0ო საათზე, თუმცა მოგვატყუეს ამ დრომდე გვატყუებენ ვწერთ ვრეკავთ თუმცა უშედეგოდ. ვეჭვობთ, რომ ბილეთები ახლობლობით გაიყიდა.

– საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას რამდენიმე დღეა სთავაზობს, ემიგრანტები სრულიად უსასყიდლოდ ჩამოიყვანონ სამშობლოში, როგორ შეხვდნენ ემიგრანტები სააკაშვილის ინიციატივას?

– რას შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას და თხოვნას, ქართველი ემიგრანტები ამ აზრს იზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ ოღონდ დაბრუნდნენ სამშობლოში და ამას ვინ და რა გზით გააკეთებს მნიშვნელობა არ აქვს.

მეც ვუერთდები მათ მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის! მიიღეთ მესამე პრეზიდენტის შეთავაზება და დაგვაბრუნეთ სახლში!

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved