• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა სხვების ცოლებმა ინერვიულონ!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო გოგაშვილის მეუღლე?

ალია ავტორი - ალია
20:21 07-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25,635

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი:

– თქვენ თქვით, რომ თუ სოსო გოგაშვილს ადანაშაულებენ, მაშინ, მისმა ყოფილმა უფროსებმაც უნდა აგონ პასუხი – რას გულისხმობთ?

–მე აღარ მაქვს უკანდასახევი გზა. დღეიდან, ვინც რამეს იტყვის ჩემ ქმარსა და ოჯახზე, ყველას მოუწევს დაამტკიცოს, ან პასუხი აგოს კანონის წინაშე. ისე დამაავაადმყოფეს, ამდენი ცილისწამების გამო ნერვიულობით, მორფის გამოყენება უწევთ ექიმებს ტკივილების გასაყუჩებლად. 10 წლის ბავშვი გაჭაღარავდა… აღარ მივანიჭებ ჩემი გაჩუმებით ამ სიამოვნებას, სოსო გოგაშვილს არ ჰყავს ოჯახი და მხოლოდ მათი ოჯახებია ოჯახი? ახლა სხვების ცოლებმა ინერვიულონ. სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ. ენის მოჩლექვით საუბრის გაგრძელებას ტალახის სროლის საპასუხოდ, ჩემი ოჯახი აღარ აპირებს.

– სოსო გოგაშვილმა, წერილში, რომელიც დაკავებამდე რამდენი საათით ადრე გამოაქვეყნა, დაწერა: „აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი,“ – ამ წინადადებამ გამახსენა ერთ–ერთი ინტერვიუს დროს ჩვენი საუბარი, როცა მითხრა, რომ ბევრმა ადამიანმა კარგად იცის, ვინ დგას კონკრეტული სპეც.ოპერაციების უკან და ვინ ხელმძღვანელობს სპეცრაზმს, თუმცა, მაინც მისკენ იშვერენ ხელს და მე მაშინ მას შევთავაზე, ეთქვა სიმართლე მის ყოფილ უფროსზე, ვახტანგ გომელაურზე, თუმცა, მიპასუხა, რომ გომელაურზე არ ისაუბრებს. ახლა, როცა თქვენც მის ყოფილ უფროსებზე საუბრობთ, გომელაურს გულისხმობთ? რომელ საქმეებს? შეიძლება, „დიდსა და პატარას დაგიბრუნდებათ ყველას ძველი საქმეები“–ო, რომ წერს, იქ „პატარაში“, გომელაური იგულისხმებოდეს და „დიდში“ – ივანიშვილი?

–თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მაგალითად, ეს სპეცოპერაცია არ იყო სოსო გოგაშვილის დაქვემდებარებაში – სპეცრაზმი ემორჩილება სუსის უფროსს და ამ შემთხვევაში, ეს იყო ვახტანგ გომელაური! ძალიან კარგად იციან, რომ მაგ სპეცოპერაციაზე სოსო გოგაშვილი არ იყო, სხვა საკურატურო ჰყავდა. თუმცა, ყველა ისარი გადაიტანეს სოსოს წინააღმდეგ. ბერი სალოსის ქუჩაზე იყო კიდევ ერთი სპეცოპერაცია, ყველას გეხსომებათ – ჩატაევის დაკავების სპეცპერაცია. ამ სპეცოპერაციის დროს, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, ვანო გოლაშვილი. გააჩერეთ ქუჩაში ადამიანები და კითხეთ, ვინ იყო ვანო გოლაშვილი– რამდენი გიპასუხებთ სწორად? და რატომ არ იციან? პირველად ვიტყვი ამას თქვენთან –

„ვანო გოლაშვილს მეუღლეს, ზუსტად სუს-ი აჯერებდა, იცოდე, შენი ქმარი სოსო გოგაშვილმა მოგიკლაო!“

–და ვის ემორჩილებოდა ამ სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმი?

–ვახტანგ გომელაურს! მის დაქვემდებარებაშია სპეცრაზმი. სოსო გოგაშვილი კი ის ადამიანი იყო, რომელმაც თქვა, სანამ მე სუსში ვმუშაობ და ამ თანამდებობაზე ვარ, კორპუსს სანამ არ დავცლი მოსახლეობისგან, მანამდე სპეც.ოპერაცია ვერ დაიწყებაო.

– მოსახლეობის გამოყვანამდე უნდა დაეწყოთ შეტევა?

–როგორც ჩანს. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ძალიან ცუდად იყო ჩემი მეუღლე, ვანოს დაღუპვას ძალიან განიცდიდა.

– მეც ვკითხე, ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, იყო თუ არა, ვანოს დაღუპვა სპეცოპერაციის არასწორად დაგეგმვის ბრალი – მაშინ ამ კითხვაზე, ამომწურავად არ მიპასუხა. არასოდეს უთქვამს თქვენთვის, რომ ვანო არ დაიღუპებოდა, სწორად რომ ყოფილიყო სპეცოპერაცია დაგეგმილიო?

–არა, არ უთქვამს.

–სოსო გოგაშვილი წერს, რომ მან უკვე მიაწოდა დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი დოკუმენტაცია. მეც მაქვს კულუარულად ეს ინფორმაცია, რომ ნამდვილად მიეწოდა დილომატიურ კორპუსს არჩევნებზე ინფორმაცია – თუმცა, ისინი ჩუმად არიან და არც ეს დოკუმენტები გვინახავს, თუნდაც, მესამე პირის მიერ გავრცელებული – როგორ გგონიათ, რატომ არიან ჩუმად, თუნდაც დღეს?

–ვერ გეტყვით, ალბათ, როცა საჭირო იქნება, ისაუბრებენ.

–როგორ გგონიათ, რა იქნება მესხიერების იმ ბარათებზე, რომლებზეც გვიყვებით, რომ ჩაგიდეს?

–ნამდვილად არ ვიცი. რაც ვიცი, ისაა, რომ იქნება ის, რაც მათ აწყობთ, რომ იყოს. სოსო გოგაშვილს 13 იარაღი აქვს გაფორმებული მის სახელზე და ვინმე დაიჯერებს, რომ გაუფორმებელ იარაღს ინახავდა ბალიშის ქვეშ? თან, ეტყობა შეეშალათ, ჩემი ბალიშის ქვეშ დადეს იარაღი. სოსო გოგაშვილს საყვარლები არ ყავდა, არც „ატკატებს“ იღებდა, არც მოთამაშეა და არც ბარიგა – რაღაცა ხომ უნდა დაებრალებიათ? როგორი ბინძურებიც თავად არიან, ისეთივე ბინძური მეთოდებით მოქმედებენ. ჯერ, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა… გამოვიდა ნინო გიორგობიანი და განაცხადა ლიკვიდაციას აპირებს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახისო – მუხლებიც კი დაასახელეს, თუმცა, მაჩალიკაშვილი არ დააკავეს და რატომ? მაჩალიკაშვილის ხელით უნდოდათ გოგაშვილის მოშორება და ორი კურდღლის ერთად დაჭერა? მაგრამ არ გაგვწირა უფალმა, როგორც ხედავთ.

–სოსოს დაკავებამდე დაწერილ წერილს დავუბრუნდები – „ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ „იმასთან“ თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით… თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი…“ – „ის“, ვისთანაც თათბირი უნდა ჩანიშნონ ონლაინ, იმიტომ, რომ ალბათ, პირისპირ შეხვედრის შიში აქვს უკვე, „დიდი“, ვისაც ასევე მიეზღვება თავისი წილი – ივანიშვილია? ივანიშვილმა დაიჭირა თქვენი ქმარი?

–რასაკვირველია, ივანიშვილის გარეშე მაგის გაკეთებას ვინ გაბედავდა?!

–გახარიას პარტიიდან დაგიკავშირდათ ვინმე?

–არა. გახარიას პარტიიდან არავინ. რამდენიმე საათია ჯერ გასული სოსო გოგაშვილის დაკავებიდან. გვიკავშირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადეგენელიც იყო შესული ჩემი მეუღლის სანახავად, როგორც ვიცი. მინდა, მათ ვუთხრა, ვინც სოსო გოგაშვილის დაკავება დაგეგმა – გონივრულად მოიქცნენ, თუ ჩემი ქმარი დამნაშავე იყო, ამდენ ხანს რას ელოდებოდნენ? ან ეს დაკავება იყო? სუსი გადააქციეს სამხეცედ! „ღირსეულ“ ვახტანგ გომელაურს მინდა ვუთხრა, მადლობა კარგი „საჩუქრებისთვის“, ჩადებულ იარაღსა და მეხსიერების ბარათებს ვგულისხმობ. ნაადრევად ზეიმობთ, ბატონებო, მე არ გავჩუმდები! იმ ადამიანებს კი, ვინც ადრე გვაქებდა და დღეს გვლანძღავს, მინდა ვუთხრა, მედროვეები ხართ და მირჩევნია ერთი ადამიანი დაგვრჩეს გვერდით და ნამდვილი მეგობარი, ვიდრე თქვენნაირები. იყო დრო, აღმერთებდნენ სოსო გოგაშვილს, ატალახებული მქონდა სახლი. უმადური ადამიანები ღმერთსაც არ უყვარს და ყველა იმ ადგილს დაუბრუნდება, საიდანაც მოვიდნენ.

თეგები: თეა მარტყოფლიშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved