• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველთვის იქნებიან კაცნი, რომელნიც იზრუნებენ სამშობლოსთვის” – კობა ხაბაზი

ალია ავტორი - ალია
03:41 07-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499
“ენმ”-ის წევრი, კობა ხაბაზი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, წერს:
“წარვედ დნეპრის პირს სამშობლოს აწმყოზე სევდის განსაქარვებლად.
არა, ნაცნობ ადგილებს არ ვეძიებ აქ, ან როგორ უნდა ვეძიო, როცა სამშობლოდან ასე შორს ვარ გადმოხვეწილი.
თუმც აქაც არის ლბილი მდელო, სადაც ომის ტკივილი, დაბომბვების შედეგად დაღუპული და დასახიჩრებულ ბავშვები, დანგრეული და იავარდქმნილ ქალაქები ცრემლს გგვრის, მაგრამ აქ ამ ცრემლის თანმდევია ბრაზი, ბრაზი ოკუპანტის მიმართ.
აქაც ყოველი არემარე არის მოწყენით, ნელად, მდუმარედ მოღელავს დნეპრი, თითქოს ფეხს ითრევს, არ უნდა ქვევით, სამხრეთისკენ წარედინოს, აქ ხომ ათიოდე კილომეტრში ოკუპანტების ბუდეა, მოსისინე, ბოროტი ოკუპანტების ბუდე.
ვიცი დნეპრო, ნამდვილად ვიცი, გირჩევნია დადგე აქ, ერთ ადგილას, ვიდრე წახვიდე დაღმა და ოკუპანტებს წყურვილი მოუკლა.
რაოდენ პირობითია ხოლმე გამოთქმები, აქაც დნეპრის ტალღებში კრთის ლაჟვარდი ცისა, მაგრამ დნეპრის სამშობლოს უღრუბლო დღეები ნამდვილად არ უდგას, აქ ომია, ომი მთელი თავისი მრისხანებით და მძვინვარებით.
იდაყვდაყრდნობილი ვუსმენ დნეპრს, დნეპრის ტალღების სიო მეფერება, თითქოს მადლობაა მიხდის მისი სამშობლოს დახმარებისთვის, მეც ვეფერები, მაგრამ მადლობაზე უარს ვეუბნები და ვუხსნი, რომ მე აქ უკრაინასთან ერთად ჩემს სამშობლოს ვიცავ, სამშობლოს, რომელიც ცის დასალიერზეც კი არ მოსჩანს, მაგრამ ჩემშია, ჩემს გულში ფეთქს გამალებით..
ეჰ დნეპრო, დნეპრო, ოკუპანტი ვერასდროს გაიგებს შენს გულისტკივილს, მაგრამ მე მესმის, კარგად მესმის რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი, მესმის მრავალ დროების მოწამე როგორ მოთქვამ შენი სამშობლოს ტკივილს..
დიახ, მე მესმის, მაგრამ შენ? შენ გესმის ჩემი ტკივილი? შენს სამშობლოში ერი და ბერი, ხალხი და მთავრობა ერთად დგას და იბრძვის სამშობლოს გამარჯვებისთვის, ჩემს სამშობლოს კი მოღალატეები მიაქანებენ უფსკრულისკენ, არა ეს შენ არ იცი, მაგრამ ჩახვალ შავ ზღვაში და იქნებ იქ გადაეყარო კოდორის, ენგურის, რიონის, აჭარისწყლის, კინტრიშის წვეთებს, ან ჩემი სოფლის მთებში შობილი აჭყვის წვეთებს, ისინი გეტყვიან თუ რა მძიმე დღეშია ჩემი სამშობლო…
იცი დნეპრო რისი მეშინია ყველაზე მეტად? მეშინია რომ ვერ გავუმკლავდებით ქართველნი ამდენ მოღალატეს და ბოლოს სინანულით აღმოგვხდება, რომ ჩვენი ცხოვრება იყო მხოლოდ ფუჭი და ამაოება….
ვიცი რასაც ფიქრობ დნეპრო, რომ აღუვსებელია ადამიანის გული, რომ არასდროს ვიკმარებთ იმას, რაც ერთხელ ნატვრით მოგვეცემა, მაგრამ ჩემი და შენი ნატვრა ხომ ერთია? ჩვენი საერთო მტრის დამარცხება-დაქვესკნელება…
ხომ შეიძლება ეს ნატვრა ორივეს აგვიხდეს?
არა, უძლეველი ნამდვილად არ არის, ძლეულიც იქნება და წყეულიც უკუნითი უკუნისამდე, ვინც აღიძრა ჯერ ჩემი და შემდეგ შენი სამშობლოს დასაპყრობად, მისი დუჟმორეული სახე უკვე ბოროტების სიმბოლოა და მალე, ძალიან მალე იმავ მიწად იქცევა, რომლისთვისაც ასე შფოთავს, ასეთი ველური ჟინით ისწრაფის.
გეთანხმები დნეპრო, რომ ბოროტებას უნდა მიეზღას სრულად, მაგრამ უსამართლობაა როცა კარგი მმართველი, ნაცვლად იმისა, რომ თავის ენერგიას და უნარებს მამულსა და ხალხზე ზრუნვას ახმარდეს, თქვენი მმართველივით ომის ქარცეცხლში ცხოვრობს, ან როგორც ჩვენი, რომელიც საპყრობილეშია გამოკეტილი დუჟმორეულის მონების მიერ.
ეჰ დნეპრო, ვიცი, რომ გული გაქვს გატეხილი უხსოვარი, პრეისტორიული ეპოქიდან დღემდე სამყაროს სიავის მაცქერალს, ადამის დღიდან დღემდე ხომ შენს თვალწინ თამაშდება ყოფიერების ამაოების დრამა, ვიცი, დარწმუნებული ხარ მალე მოეღება ბოროტებით დასნებოვნებულ სამყაროს ბოლო და გგონია, რომ აღარავინ დარჩება მთქმელი ვინ სადღა იყო, მაგრამ დამერწმუნე არც ჩემს საქართველოს და არც შენ უკრაინას გადაშენება არ უწერია, რადგან ყოველთვის იქნებიან კაცნი, რომელნიც მოისმენენ მშობელი მიწის ძახილს, არ დაემსგავსებიან მკვდრებს და იზრუნებენ სამშობლოსთვის.
თეგები: კობა ხაბაზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved