• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ამას პატიოსნებას ეძახიან – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
14:26 07-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
540

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

 

“ჩვენ კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან – პატიოსნება. აბა, უსექსობას ხომ არ იტყვიან?! თვითონაც ეუხერხულებათ.
მაგრამ სინამდვილეში “პატიოსნებას” მხოლოდ ერთი შინაარსი აქვს ქალის შემთხვევაში – ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ! გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება, ერთი იმიტომ რომ გამრავლებაა საჭირო, მეორე იმიტომ რომ ქმრისთვის სექსზე უარის თქმა “არ შეიძლება”!
– ყოველი მესამე ადამიანი ამ ქვეყანაში თვლის, რომ ქმრის მიერ ცოლისთვის სექსის იძულება გაუპატიურება არ არის. ხოლო ყოველი მეორე კაცი თვლის, რომ ქალმა წიხლები თუ არ გირტყა და მარაბდის ბრძოლა თუ არ გაგიმართა, ესე იგი გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. (UNFPA 2020)
მოკლედ, მძიმე ვითარებაა და ქალებმა (და კაცებმაც) უნდა იბრძოლონ ქალების დამოუკიდებლობისთვის: ქალი თავად უნდა წყვეტდეს ვისთან და როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ხოლო კაცები უბრალოდ უნდა გაშორდნენ ისეთ ცოლს ან შეყვარებულს, რომელიც აღარ მოსწონთ ცემა-ტყეპის და ფემიციდის გარეშე. ამ ორ რამეს თუ ვისწავლით, ძალიან დალაგდება ურთიერთობები, გაჩნდება ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და შეწყდება ქალების ჩაგვრა.
ქალზე ძალადობის დიდი წილი დგას ქალის სექსუალობის აკრძალვასა და კონტროლზე. მიეცით ქალებს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი პირადი ცხოვრება, ეს არაა ბევრი, ესაა ელემენტარული და ბაზისური უფლება ადამიანისა. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალიც ჯერ ადამიანია(!) და მერეღაა ქალი (ანუ მდედრობითი სქესისა და გენდერის მქონე).”
თეგები: ბაია პატარაიაქალზე ძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved