• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უტვინო კაცი მეგონე, მაგრამ უტვინო არ ყოფილხარ!.. მოგატყუეს, მაკარ…” – გია ხუროშვილის წერილი ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
21:47 07-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,356
ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი:
“მოგატყუეს მაკარ, გადადექი!
ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს!
ბატონო ბიძინა,
ადრე უტვინო კაცი მეგონე, მაგრამ უტვინო არ ყოფილხარ!
თუ გავითვალისწინებთ თქვენს ბიოგრაფიას, ცხადია, რომ თავისუფალი ვერასოდეს ვერ იქნებოდით და მუდამ ყელში გექნებოდათ წაჭერილი კრემლის მარყუჟი!
2012 წელს ამ მარყუჟით “მოგათრია” პუტინმა პოლიტიკაში, თორემ ჭკვიან კაცს რა ჯანდაბად გინდოდა საქართველოს პრემიერ მინისტრობა?!
შენნაირ ადამიანს, რთული წარმოსადგენია მოგწონდეს შენი შენი ოჯახის გინების, ლანძღვისა და წყევლის ნიაღვარი- როცა მიჩვეული იყავი “დიდებას”.
სანამ შენს ნამდვილ მისიას დაგვანახებდი, რაღა დაგიმალო და მეც კი პოზიტიურად ვიყავი განწყობილი ვინმე საჩხერელი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც თვალით არ მყავდით ნანახი, მაგრამ რაც მესმოდა თქვენი “მეცენატეობა” ! შეუძლებელი იყო დადებითად არ შემეფასებინა.
2012 წლის ოქტომბერში, მეც კი შოკში ჩამაგდეთ, ისეთი ამბების კორიანტელი დაატრიალეთ. მასობრივი ცილისწამების კარგად ორგანიზებულმა კრემლის პროპაგანდამ აშკარად იმუშავა!
მე შოკი რატომ დამემართა იცით?! – თქვენს მიერ მოტყუებულ, გაბითურებულ ხალხს რომ ვეღარ ვიგერიებდი და ვერ ვარწმუნებდი, რომ “ცოცხებით” არ გვიშენებია ეს ქვეყანა.
კრემლიდან გამოტანებული ფულებით იმდენად მასიური ფსიქოზი შექმენით ხალხში, რომ საზოგადოება 2 ნაწილად დაყავით: “ქოცი” და “ნაცი”! მათ ერთმანეთი სძულთ!- აი აქ დააკარგინეთ ქართველს ქართველობა! რატომ?
თბილისი და (სრულიად საქართველო) ხომ იყო მანამ ურთიერთობა! დღეს კი სანატრელია ეს ურთიერთობები.
ქართველობა იცით, კიდევ როდის დააკარგინეთ ქართველს? როცა :
ეკლესიის მსახურები გააშიშვლეთ და შლეგებად გადააქციეთ. საჯაროზე გამოიტანეთ ის სიბინძურე, რაც მანამ არსაჯაროვდებოდა! – მეუფეები გადმოდგნენ გალავნებიდან და სულ “პიდ..სტები” ეძახეს ერთმანეთს!
იცით ეს რატომ გააკეთეთ?- იმიტომ რომ არ მოგწონდათ, როცა პატრიარქის ავტორიტეტი თქვენსას აჭარბებდა. და გინდოდათ მისთვის “ჭკუა გესწავლებინათ!
მასიურად გავიდა ხალხი ტაძრებიდან, ვინც დარჩა მათი დიდი ნაწილი მხოლოდ შემორჩენილი ემოციის გამო დადის ტაძრებში! ბევრს, ელემენტარული ცოდნა არ აქვთ ქრისტიანობის შესახებ. (გინდა გეწყინოთ მრევლსის ასეთ კატეგორიას, გინდათ არა, ფაქტი სახეზეა, როცა დავაში შემოდიხართ არ შეგიძლიათ აზრის დასაბუთება)
მასების სამართავად, გიბრძანეს, რომ გჭირდებოდა ტალახში გასვრილი ხალხი, რომლებსაც ადვილად დაიმონებდი! ამიტომ გადააქციე სუს-ი ტერორის მანქანად და კასრებიდან ამოყარე ფარული მიყურადების შედეგად მოგროვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ბევრმა ვერ გაუძლო შანტაჟს და დადუმდა, ბევრი ქვეყნიდან გაიქცა, ბევრი კი დაგემონა!
ციხეეებიდან გამოყარე მოძალადეები და “ქუჩის მაყურებელ” ტერორისტებად გადააქციე. ეს ადამიანები ცემენ, აწამებენ და ატერორებენ, ხშირად კლავენ იმ ადამიანებს, ვინც თქვენს რეჟიმს წინ გადაეღობება!
ქართველი ახალგაზრდების ოცნებად “ემიგრაციაში წასვლა” აქციეთ, და უპერეპექტიობა თანაბრად ეხება ქოცის შვილსაც და ნაცის შვილსაც!
დღეს ევროპა გადარჩენას გთავაზობთ! – გადადექით და ნუღარ ჩაიდენთ უპატიებელ დანაშაულს!
რუსულ ნაღმზე საბოლოოდ ნუ ააფეთქებთ საქართველოს!”
თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუროშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved