• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომით ვაშინგტონიც გადაიღალა … ცნობად უკრაინელ პოლიტიკოსებს ქუჩებში თავს ესხმიან – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:58 07-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,459

პოლიტოლოგი დავით ქართველიშვილი წერს:

 

“ჯერ კიდევ ორი თვის წინ “საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულმა საბჭომ” (ECFR) ბრიტანეთსა და ევროკავშირის სივრცეში (სულ 10 სახელმწიფოში) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგად რესპონდენტთა უმრავლესობამ (35%) მხარი დაუჭირა უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებაზე, თუნდაც უკრაინისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ბოლო ორ თვეში ევროპის კონტინენტზე განვითარებული მოვლენები გვაძლევენ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გამოკითხვა დღეს რომ ჩატარებულიყო, მოვლენათა განვითარების ზემოხსენებულ სცენარს გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერდა მხარს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ომით არა მხოლოდ ევროპა, არამედ ვაშინგტონიც გადაიღალა. რუსეთის მიმართ სიძულვილი დღეს ეკლექტიკურად თანაცხოვრობს ომის მწვავე ფაზის, “ცივი” ომით ჩანაცვლების სურვილთან. ასე მაგალითად, ნორვეგიამ შეწყვიტა კუნძულ შპიცბერგენის ბლოკადა და დღეს უკვე ატარებს იქ მცხოვრები რუსი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ტვირთებს. გერმანიის კანცლერი კი მიესალმება კანადის მიერ ემბარგოს მოხსნას, მწყობრიდან გამოსული “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტურბინის მოწოდების სახით. მედიაში ასევე ჟონავს დახურული ინფორმაცია აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დარეგულირების შესაძლებლობების თაობაზე.
იმავე “ოპერიდან” ჩანს ბორის ჯონსონის გადაყენება და მისი, როგორც “ომის პარტიის” ლიდერის, “მშვიდობის”, “შიშის” თუ “პრაგმატულობის” ფრთის წარმომადგენლით სავარაუდო ჩანაცვლების პერსპექტივები. იმავე პრაგმატულობით შეიძლება აიხსნას უკრაინისთვის განკუთვნილი, ევროკავშირის დახმარების პაკეტიდან, გერმანიის მიერ დაბლოკილი 9 მილიარდი ევრო. მანამდე ევროკავშირმა უკვე დაუბლოკა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ტრანში. როგორც ჩანს, ომის გარდაუვალი და მოახლოვებული დასრულების მოლოდინში, დასავლეთს აღარ სურს უსარგებლო და საკუთარი თავის დამაზიანებელი ხარჯების გაწევა. როგორც ჩანს, დასავლეთში იმარჯვებს ის პოლიტიკური მიდგომები, რომლებსაც რუსეთთან თუნდაც “პროქსი-დაპირისპირების” გაგრძელებით, არ სურთ ცივილიზაციების რეალურ დაპირისპირებამდე მიყვანა.
ამასობაში კი, კიევის ქუჩებში ცნობად უკრაინელ პოლიტიკოსებს უკვე ღიად ესხმიან თავს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არესტოვიჩი თავის შეფს, ანდრეი ერმაკს, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში პირდაპირ ადანაშაულებს, ხოლო იმავე საკითხის შესწავლის ინიცირება დღეს უკვე აშშ-ს კონგრესის დონეზეც ხდება…”
თეგები: დავით ქართველიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved