• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას დაპირდა ჯონსონი უკრაინას ბრიტანეთის სახელით და რა უთხრა მას ზელენსკიმ ბოლო საუბრისას? – მედია

ალია ავტორი - ალია
03:31 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბრისას, ჯონსონმა დაუდასტურა უკრაინას დიდი ბრიტანეთის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ლონდონი გააგრძელებს მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს დაპირდა, რომ იმუშავებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადის მოხსნაზე. ასევე მან მადლობა გადაუხადა ზელენსკის ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს თავისუფლებისთვის, ასევე უკრაინელი ხალხის მეგობრობისა და სიკეთისთვის. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს მისი მტკიცე ქმედებებისთვის უკრაინასთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის მადლობელია.

როგორც ბრიტანეთის პრემიერის ოფისში აღნიშნეს, ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ყველას უყვარს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით კი, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ლიდერს ფართომასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღიდან უკრაინის მტკიცე და უკომპრომისო მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ყველამ სევდით მივიღეთ ეს ამბავი. არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ, რომელიც თქვენ მიმართ დიდი სიმპათიით არის განწყობილი. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელია თქვენი დახმარებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა თქვენი პირადი ლიდერობა და ქარიზმა მას განსაკუთრებულს ხდიდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო – საზოგადოებრივი არხი

თეგები: ბორის ჯონსონიბრიტანეთიზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved