• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანიკა ნედლი ნავთობის ბაზარზე – რატომ იაფდება „შავი ოქრო“

ალია ავტორი - ალია
20:35 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

გამოცემა bpn.ge აქვეყნებს მასალას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნავთობის ბაზარზე პანიკის ნიშნებია – ორი თვის განმავლობაში, მაისის შემდეგ პირველად ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა. შემცირებულია ენერგოსექტორის წამყვანი კომპანიების აქციების ფასებიც.

WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასები სამშაბათს თითქმის 10%-ით შემცირდა და ბარელზე 97 დოლარს მიაღწია, 10%-ით გაიაფდა Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასიც და 101 დოლარამდე შემცირდა.

ფასზე გავლენა აშშ-ში რეცესიის მზარდმა საფრთხემ იქონია, რამაც, როგორც მოსალოდნელია, ნავთობზე მოთხოვნა უნდა შეამციროს.

ამერიკული ბანკის, Goldam Sachs-ის თანახმად, გლობალური მოთხოვნა ნავთობის მიწოდებას აჭარბებდა და მარაგები კრიტიკულად დაბალ დონეზე იყო. თუმცა, მოგვიანებით ბანკში განაცხადეს, რომ შემცირება, რომელიც გამოწვეული იყო შიშებით, რომ რეცესია მოთხოვნას დაარტყამდა, გადაჭარბებული იყო. ამის შემდეგ ფასები, მართალია, ოდნავ დასტაბილურდა, მაგრამ მაინც მკვეთრადაა შემცირებული.

Brent-ისა და WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასების დინამიკა ბოლო 1 წლის განმავლობაში:

290300855-503354101559529-4178565508314848765-n-1657095935.jpg

წყარო: Bloomberg

რეცესიის შიშთან ერთად, მასობრივი კოვიდ ტესტირების დაწყება ჩინეთში ზრდის რისკს პოტენციური ლოკდაუნისა და შესაბამისად, ნავთობის მოხმარების შემცირების. 3-დღიან პერიოდში ქვეყანაში 25 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარდება ტესტირება.

ფასზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს – დოლარი ძვირდება და ევროს მიმართ 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მყარ ნიშნულზეა, სამხრეთ კორეაში ინფლაცია 24-წლიან მაქსიმუმზეა, ნორვეგიაში კი ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავეებმა გაფიცვები დაიწყეს. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა, მსოფლიოს უმსხვილესმა ექსპორტიორმა, ნედლი ნავთობის ფასები აზიელი მყიდველებისთვის რეკორდულად გაზარდა ძლიერი მოთხოვნისა და მჭიდრო მიწოდების გამო.

ამავდროულად, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ იაპონიის წინადადება, რომელიც რუსული ნავთობზე საფასო ზღვრის დაწესებას, დაახლოებით, მისი ახლანდელი ფასის ნახევარზე გულისხმობს, ბაზარზე მიწოდების შემცირებას გამოიწვევს და ფასებს ბარელზე 300-400 დოლარზე ზემოთ აწევს.

რამდენიმე კვირის წინ ნედლი ნავთობის ფასი 120 დოლარზე ზემოთ იყო – მაშინ რუსეთის მიერ გადაზიდვების კლებამ მიწოდების შემცირების შიშები წარმოშვა.

გასულ კვირას ენერგო ინდუსტრია შოკში ჩააგდო საერთაშორისო საბროკერო ფირმა JPMorgan-ის ანგარიშმა, რომელიც ნავთობის ფასების 380 დოლარამდე ზრდას ვარაუდობდა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ისა და ევროკავშირის შეზღუდვების საპასუხოდ რუსეთი მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებდა. თუმცა, განსხვავებულად ფიქრობენ ამერიკულ მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკ Citigroup-ში, რომლის თანახმადაც, სამომავლოდ ფასები შესაძლოა, 70 დოლარსაც კი ჩამოსცდეს.

თეგები: ნავთობირუსეთ-უკრაინის ომიშავი ოქრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved