• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კაცო, ხომ უნდა დაფიქრდე, რატომ გახარჯავს დეფოლტის მდგომარეობაში მყოფი რუსეთი ამ ფულს?“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:02 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,558

ლევან ჯავახიშვილი 

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი და ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

–  ქართველი ხალხის აშკარა მოთხოვნაა, რომ მესამე საარჩევნო ვადით, არც ერთი პარტია არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. შევარდნაძე ამას გადაჰყვა, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ დასავლეთმა და ხალხის პროტესტმა აიძულა, შეეგუებოდნენ წაგებულ არჩევნებს  და წასულიყვნენ. ადგნენ და წავიდნენ. ესენი არ მიდიან, აყალბებენ არჩევნებს, მაგრამ ყველა დონის  არჩევნების გაყალბება შერჩათ. ყველანი დიდი დაპირებებით მოვიდნენ  ხელისუფლებაში – შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. “ქართულ ოცნებას“ დაპირებები რომ ჰქონდა, ეგეთ ზღაპრებს კომუნისტებიც კი არ გვაკადრებდნენ.  მოდიან ამ დაპირებებით, არ ასრულებენ მათ და ატყუებენ ხალხს.  ჯერ უყურებს ხალხი, აცდის და როგორც კი დარწმუნდება, რომ ცრუ დაპირებებს წამოეგო, საბოლოოდ გაუცრუვდება იმედი, მაშინ გამოდის ხალხი გარეთ და ცდილობს ხელისუფლება შეცვალოს. ვინც ახალი მოიყვანეს, მერე იმათაც მოატყუეს. ახლა ხალხი ცდილობს „ქართული ოცნების“ მოშორებას და თუ ამას მიაღწიეს, ახალი ხელისუფლება მოვა ახალი ტყუილებით, ახალი უსაფუძვლო დაპირებებით. ხალხი ელოდება, ახლა ვინ მოვა და ვინ მოატყუებს.  ასეთი საზოგადოება ვერასდროს ვერ მოიყვანს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მას მოემსახურება, რომელიც მისი დაქირავებული იქნება და მოთხოვნებს შეასრულებს. ვიდრე ჩვენი საზოგადოება არ გაიზრდება,  მანამდე ეყოლება ხელისუფლებები, რომლების მას იმსახურებენ,  სიღატაკესა და უუფლებობაში აცხოვრებენ და შიგა და შიგ, არც სხვა შეურაცხყოფებებს დააკლებენ.

ერთი  რაღაც უნდა გითხრა. 3 ივნისს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი  აქცია გაიმართა, და იმავე 3 ივნისს, რუსეთში წავიდა  ექსპერტების, მეცნიერებისა და პოლიტიკოსებისგან შემდგარი დელეგაცია. პუტინის „რბილი ძალის“  კლიენტები. ეს ხალხი აპირებს სახალხო დიპლომატიის გზით რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რაღაც პრობლემების მოგვარებას. რუსეთთან მოლაპარაკების  წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სახალხო დიპლომატიით ვერ მოგვარდება ეს პრობლემები. ვერავინ ვერ მეტყვის ერთ შემთხვევასაც კი, როცა სახალხო დიპლომატიას გადაეჭრას  რომელიმე პოლიტიკური კრიზისი. სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, შესაძლოა, ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართო,  სამეცნიერო კონფერენციები მოაწყო და ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის დაათბო ურთიერთობები, რაც მერე პოლიტიკოსებს  მისცემს საშუალებას, ამ ცოტა დარეგულირებულ ფონზე დასხდნენ და ილაპარაკონ. თუმცა, ამან შეიძლება იმუშაოს მაშინ, როდესაც ქვეყნებს შორის ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და არა კრიზისული. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კი სახალხო დიპლომატია წყლის ნაყვაა. რუსეთმა ორჯერ გვეომა, აფხაზეთი  და  ე.წ. სამხრეთ ოსეთი  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. 2008 წლის ომიდან მხოლოდ 14 წელია გასული, „მცოცავი ოკუპაცია“ არ ჩერდება და  ლამის ყოველდღე მიაქვს რუსეთს ჩვენი მიწები.შესაბამისად, დე ფაქტო და დე იურე რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ზავი არ გაგვიფორმებია 2008 წლის ომის შემდეგ. ახლა გეკითხები, ასეთ ვითარებაში რა სახალხო დიპლომატიის დროა და ადგილია? მერე, იმ პუტინმა და ლავროვმა არაერთხელ და გარკვევით თქვეს – აღიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და  მერე, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა და დიალოგი, სხვაგვარად არანაირ ლაპარაკს აზრი არ აქვსო. ახლა მაინტერესებს, ეს  ჩვენი დელეგაციის  წევრები, მოსკოვში ვისაც შეხვდებიან, ის პოლიტიკოსები თუ კულტურის, მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები რაიმე  სხვას ეტყვიან? პუტინის პოზიციას გადაახტებიან და ახალს და  განსხვავებულს შესთავაზებენ ამ ხალხს რუსულ-ქართული ურთიერთობის  დასაწყებად? ცხადია, არა. ამაზე ფიქრიც კი აბსურდია. დაიცავენ პუტინის, რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და შესაბამისად, ამ დელეგაციის მოსკოვში ვიზიტი არაფერ შედეგს არ მოიტანს. ერთიც არის. რუსეთს დღეს ფინანსურად არ ულხინს და ამ დროს, საქართველოდან მიდის დელეგაცია რუსეთის დაფინანსებით. ამ დელეგაციის წევრების თვითმფრინავით ფრენა, მათი  ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება  ფული ჯდება, უწყობენ რაღაც კონფერენციებს და ესეც ფული ჯდება. კაცო, ხომ უნდა დაფიქრდე, რატომ გახარჯავს დეფოლტის მდგომარეობაში მყოფი რუსეთი ამ ფულს? იმიტომ, რომ სათავისო მიზნებისთვის სჭირდები და არა საქართველოს ინტერესებისთვის,  სათავისოდ გამოგიყენებს. შეხვდნენ ჩვენი პრემიერი თუ პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებს, იქნებ ეს „მცოცავი ოკუპაცია“ მაინც შეაჩერონ.ამის წინააღმდეგი არ ვარ. ამ „რბილი ძალის“ პოლიტიკისა კი  არ მჯერა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved