• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობა წყალტუბოს 14 სანატორიუმს ყიდის – “ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს” – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:26 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი იყო მოუგვარებელი, კერძოდ, ინვესტორი და მფლობელი ამ წყლის რესურსების იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ  გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით.

მეორე, მთავარი საკითხი მინდა, გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი, წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, ამფითეატრის ფორმით განლაგდა.

ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა კურორტი“

“ბიძინამ, ფული ჩემი და საქმე შენიო… აბასთუმანი გადაიკეტება…” – ბიძინას “პარაგრაფი” და კურორტი ბიზნესპროექტად

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved