• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ გაინტერესებთ, ამ უკმაყოფილი ხალხიდან, არჩევნებზე ბევრი ისევ მმართველ პარტიას რატომ აძლევს ხმას?“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:56 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
442

ლევან ჯავახიშვილი 

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი და ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო,  აქციის ორგანიზატორთა მხარდამჭერი პოლიტიკოსებიც აღიარებენ, რომ წინა აქციებისგან განსხვავებით, ახლა  საპროტესტო მუხტიც ნაკლებია. სად დაუშვეს შეცდომა აქციის ორგანიზატორებმა? ეს სახალხო აქციააო, ამბობდნენ და   პოლიტიკოსები არ  გაიკარეს ახლოს. ამის ბრალი რომ არ არის?

– პოლიტიკოსები როცა იყვნენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, იმათ უფრო ნაკლები ხალხი გამოჰყავდათ. ამ აქციების ორგანიზატორებმა პოლიტიკოსები რომ გაინაპირეს, ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ აქცია საკუთარ მიზანს ვერ აღწევს – არც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს გადადგომას და არც დროებითი მთავრობა შეიქმნება ახალი, ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად. რა არის, იცი? ჩვენთან არის ძალიან ცუდი, პარადოქსული სიტუაცია. ხალხში  ტოტალური უკმაყოფილებაა, ქვეყნაში არნახული დაბალი ცხოვრების დონეა, მაგრამ არ ხდება ამ უკმაყოფილების ტრანსფორმაცია ეფექტურ პროტესტში, რომელიც მთავრობას აიძულებდა მოესმინა ამ ხალხისთვის, მისი წარმომადგენლებისთვის პარლამენტში ან, თუნდაც, სახალხო ლიდრებისთვის.  დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. შემდეგ რაღაც ცვლილებების, რაღაც  კომპრომისების ძებნა დაეწყოთ ერთად. პოლიტიკა ძალიან მკაცრი და დაუნდობელი სპორტია. აქ კეთილი ნება, რომ  შენ სუსტი ხარ, მაგრამ მე მაინც დაგითმობ, ასეთი რაღაცები არ ხდება. პოლიტიკაში კეთილი ნებით არავინ არავის არ უთმობს, მხოლოდ  ძალით უნდა აიძულო მოწინააღმდეგე, დათმობებზე  წავიდეს.  თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ აქციების წინ. ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ  საბოლოოდ ის შედეგი არ დაიდებოდა, რასაც ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორთა სტრატეგიაც დილეტანტური იყო და არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, წესიერი, გულანთებული ახალგაზრდები არიან იმ აქციაზე, მაგრამ ცოტა ინფანტილიზმი შეინიშნება მათ ქმედებებში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რესურსი არ ჰყოფნის ოპოზიციასო და მართალია. 3 ივნისს იმდენი ვერ მოახერხეს, ხალხი არ გაეშვათ სახლში. აქცია დაშალეს ორგანიზატორებმა, ჩვენ და აქციის მონაწილეთა ნაწილი დავრჩებით ღამე და  დანარჩენები  წადით და ხვალ მოდითო.  რესურსი არ ეყოთ და ასე იმიტომ მოიქცნენ. ეგრე არ ხდება. ხალხს შედეგი უნდა და მეორეც,  სამოქმედო გეგმა არ ჰქონდათ დეტალებში გაწერილი, თუ ხელისუფლება არ შეასრულებდა მათ მოთხოვნებს, როგორ უნდა ემოქმედათ. კი, ზოგადად ამბობდნენ, დაუმორჩილებლობა და პიკეტირება იქნებაო, მაგრამ ვერც ეს გააკეთეს, არ იცოდნენ, რისი პიკეტირება და როგორ მოეხდინათ. ეს იყო დილეტანტიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. მთელი ქვეყნის  ტრაგედია ის არის, რომ  არ გვყავს პოლიტიკოსები, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში. არ არიან  ხალხისთვის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ლიდერები. ამიტომ, ყველა პროტესტი გამოდის პასიური პროტესტი. ხალხში არის პროტესტი, მივა ჟურნალისტი ამ ხალხთან, ჰკითხავს ხელისუფლებაზე რაღაცას და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ მთავრობას.  აქციებზე კი აღარ გამოდიან, ან ერთი დღით გამოდიან ვალის მოხდის მიზნით და მერე სახლებში მიდიან, როგორც ახლა მოხდა. მეტიც,  ამ უკმაყოფილი ხალხიდან, არჩევნებზე ბევრი ისევ მმართველ პარტიას აძლევს ხმას, რადგან ბევრს შეჩვეული  ჭირი  ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს. აქვე ისიც დავამატოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში შესაძლოადაბრუნების ფაქტორით, მათ მიმართ ხალხის შიშით, ჯერაც ეფექტურად მანიპულირებს ხელისუფლება. ოპოზიცია-პოზიციის დაპირისპირების შენელებას  არ ველოდები, ეს უფრო გაღრმავდება, რაც არ უნდა გვითხრას ევროპამ, რომ ეს პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. ახლა ერთი რუსი მეცნიერის, ხარიჩევის  წიგნი წავიკითხე, 90-იანი წლების რუსეთზე. ხარიჩევი წერს, ელცინის ხელისუფლების მიმართ მოსახლეობაში სიძულვილმა, მათ გულებში  დიდი ხნით დაიდო ბინაო. სიძულვილი არ არის კრიტიკა. აქაც ეგ არის, სიძულვილია გამჯდარი ხალხში და პოლიტიკოსებშიც. აიღე ირაკლი კობახიძის ნებისმიერი სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ის ოპოზიციაზე ლაპარაკობს, აჩვენე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1-ელი  კურსის სტუდენტს ეს ჩანაწერი და გეტყვის, რომ კობახიძე ლაპარაკობს სიძულვილით. იგივე ითქმის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. სიძულვილის ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს, წამოაძახებენ ერთმანეთს შეცდომებსა და დანაშაულებს და მორჩა. ხალხი გულს იფხანს და ამით მთავრდება ყველაფერი. სიძულვილის ენა კი არა, უკვე ოპონენტების გინება და  უცენზურო სიტყვებით მიმართვა ჩვევად იქცა ჩვენს პოლიტიკაში. ამიტომ, გაქრა ჩვენში პოლიტიკური დისკუსია, რომელიც პრობლემების გადაჭრის საფუძველი უნდა იყოს. ზოგიერთი მეცნიერი წერს, რომ რუსეთის ისტორიაში, უკანასკნელი პოლიტიკური დისკუსია იყო 1917  წელს, პირველი პარლამენტი რომ აირჩიეს, ე.წ. ერთდღიანი პარლამენტი.  იქ ერთმანეთს დაეჯახნენ   სოციალ-დემოკრატი  წერეთელი და ბოლშევიკი ბუხარინი. ეს იყო ბრწყინვალე თავისებური პოლიტიკური სპექტაკლი. მეორე დღეს გაზეთები წერდნენ რომ ეს პაექრობა ყაიმით დასრულდა. ეს ის არჩევნები იყო, რომელიც ბოლშევიკებმა პირწმინდად წააგეს. ერთადერთი პატიოსანი არჩევნები იყო რუსეთში, მეფის გადადგომის შემდეგ. კურიოზულად კი დასრულდა ამ პარლამენტის საქმიანობა. მეორე დღეს მატროსი ჟელეზნიაკი მივიდა და უთხრა, ყარაული დაიღალაო და ყველა დეპუტატი გაყარა შენობიდან. ჩვენთან ჯერ არ მომისმენია კლასიკური პოლიტიკური დებატები, არ ყოფილა არასდროს. ყველაზე ღვარძლიანად ვინც გააკრიტიკებს ოპონენტს, ის უფრო მაგარია. ამ ყველაფრის უკან რომ გაღატაკებული ხალხი დგას, კატასტროფული ფასებია და ქვეყანა შიმშილის პირას არის, ეს არ აინტერესებთ, განსჯის თემაც აღარ არის.  ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე არც კი  ლაპარაკობენ. სიძულვილმა  ყველაფერი გადაფარა. მეტი რა გინდა, დეპუტატები მუშტი-კრივს აწყობენ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, 300 სტუმრის თვალწინ და ამერიკის დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. ეს იყო ამერიკის დიდი შურაცხყოფა. ანრი ოხანაშვილის საქციელს, გამართლება არ აქვს, ბოდიშიც კი არ მოიხადა იძახის, ვატო წერეთელს ადეკვატურად მოვექეცი, უწმაწური სიტყვები მითხრა,სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენაო. ამას ამბობს იურისტი და ირაკლი კობახიძემაც  თქვა, ოხანაშვილის ადგილას მეც ეგრე მოვიქცეოდიო. ჯერ ერთი, როდის იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფის ადეკვატური ფიზიკური შეურაცხყოფა? გამოდის, სვანური  წესი, სისხლის აღება პროპორციული ქმედება და გამართლებულია. რას გვეუბნებიან  პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და მმართველი  პარტიის თავმჯდომარეები? თუ შეგაგინებენ, ხელი გაარტყი საპასუხოდ და ეს კანონიერიაო. ამას ამბობენ, მაგრამ ეს მათთვის არის კანონიერი, სხვა ეგრე რომ მოიქცეს, ციხეში გამოკეტავენ. მერე, ვატო წერეთელი ერთი თავით დაბალია ოხანაშვილზე, ჰალსტუხამდე ვერ მისწვდება   და როგორ მივიდა, ყურში როგორ უჩურჩულა ეს უცენზურო სიტყვები? კიბე დაიდგა, ზედ ავიდა და ისე ჩასჩურჩულა? მოკლედ, „ქართული ოცნების“ ეს ორი ლიდერი გვეუბნება,  ჩვენ ისე ვიქცევით, როგორც ქუჩის ბიჭებიო და ეს უნდა მიიღოთ, ამას უნდა შეეგუოთო. დეპუტატებს თმენის ვალდებულება არ გაგვაჩნიაო, ამას ამბობენ. რაღა ამბობენ, დაამკვიდრეს უკვე. აგერ, დეპუტატმა დიტო სამხარეძემ, აივნიდან უშვერი სიტყვებით აგინა „ქართული ოცნების“ ოფისთან მისულ ხალხს და შერჩა. არადა, მე რომ ძველ ბიჭებს მოვსწრებივარ, იმათ ერთი რომ შეებღვირა ამათთვის, შიშით კანკალს დაიწყებდნენ. ეგ არის, ძალაუფლება აქვთ და გასდით ყველა უმსგავსობა. ქართველმა პოლიტიკოსებმა მოსპეს ქართული პოლიტიკა და ერთმანეთთან სიტყვიერი დაპირისპირების ასპარეზად აქციეს. უკეთ, ერთმანეთის ლანძღვისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ასპარეზად. უმდაბლეს დონემდე დავიდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved