• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გთხოვთ, გადაუვადეთ ემიგრანტების შვილებს სწავლის გადასახადი” – “ქართული დიასპორის კოალიცია”

ალია ავტორი - ალია
14:33 04-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

 

ქართული დიასპორის საეთაშორისო კოალიციის მიმართვა საქართველოს მთავრობას:

,, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია და საქართველოში რეგისტრირებული კოალიციის წევრი ორგანიზაციები ( ქართველ ემიგრანტთა ლიგა, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია) სრულად აცნობიერებენ, რომ მსოფლიოში ახალი კონორავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი 1 000 000-ზე მეტი თანამემამულე. საყურადღებოა, რომ ემიგრანტთა უმეტესობა შრომითი მიგრანტია და პანდემიის გამო უმრავლესობა მათგანი კარგავს სამუშაო ადგილს ან უახლოეს მომავალში უცხო ქვეყანაში უმუშევრად დარჩენა ელოდება.

 ამავდროულად, გააზრებული გვაქვს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო, ისევე როგორც ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები, მზად არ არის ამ ეტაპზე სრულად უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების მასობრივად დაუყოვნებლივ დაბრუნება და შემდგომ მათი სამშობლოში რეინტეგრაცია, ასევე საქართველოში დარჩენილი ემიგრანტების ოჯახების სოციალური დახმარება, იმ პირობებში, როცა მათ შეუწყდებათ უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავალი (!!!).

ამიტომაც, ყოველივე ზემოთ თქმულიდან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობამ დაჩქარებული წესით განიხილოს:


 საზღვარგარეთ მოქმედ საკონსულო დაწესებულებებს გაეზარდოს დაფინანსება, რომელიც მიმართულ იქნას უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დროებითი თავშესაფრებისა და საკვების შესაძენად;
 საქართველოში მოქმედი საინტეგრაციო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების მობილიზირება, რათა უკვე დაბრუნებულ ემიგრანტებს შეუმსუბუქოთ რეინტეგრაციის პროცესი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები;


 შეწყვეტილი სოციალური დახმარების გაცემის განახლება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც აღნიშნული დახმარება მოეხსნა უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების გამო ან იმის გამო რომ ოჯახის წევრი ქვეყნიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სამი თვეზე მეტი დროით;


 საქართველოს ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სალიზინგო კომპანიებთან, კერძო იპოთეკარებთან და ყველა შიდა განვადების მქონე ორგანიზაციასთან დაიწყის მუშაობა, რათა მათ გარკვეული ვადით შეაჩერონ მათ მიმართ წარმოქმნილი დავალიანებების მოთხოვნა, თუ ამ დავალიანებების გადახდის უზრუნველყოფაში გამოყენებული იყო შემოსავალის სახით „უცხოეთიდან მიღებული გზავნილები“;


 იმ სტუდენტების სწავლის გადასახადის დაფარვა ან დროებით შეჩერება ვისაც მშობლები ყავს საზღვარგარეთ.

 ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ზომები:
 შეუმსუბუქებს ქართველ ემიგრანტებს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მიყენებულ ზარალს;
 შეაკავებს ემიგრანტების გადაუდებელ დაბრუნებას და შესაბამისად, დროებით უზრუნველყოფს მათ ყოფას უცხოეთში;
 საქართველოში შემოსავლის გარეშე დარჩენილ მათ ოჯახებს გაუჩენს სოციალურ დახმარების შესაძლებლობას.

??

 დღეს ემიგრაციაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, საქართველო ფარგლებს გარეთ თავის მოქალაქეების მფარველობა.

#ემიგრანტებისთვის #GDIC #COVID-19 #ძალაერთობაშია”-ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved