• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაცხოვარი ამბობს, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“ – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
18:00 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,183

საკვირაო წირვა- ლოცვის დასრულების შემდეგ, სამებაში მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა:

“ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს გახლავთ მესამე კვირა დღე სულთმოფენობიდან და ეკლესიაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ქადაგებიდან ნაწყვეტი, სადაც იგი გვასწავლის, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი და რა არის მეორეხარისხოვანი.

აი, დღეს ტაძარი სავსეა ახალგაზრდობით, ჩვენ დღეს ვლოცავთ აბიტურიენტებს. მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა. და აი, დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არ არის მთავარი.

უფალი ბრძანებს, რომ „ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ვინაიდან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ.  ხოლო თქვენ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და ეს ყველაფერი თქვენ მოგეცემათ“.

ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე სულაც არ ამბობს, რომ საერთოდ არ ეძიოს ადამიანმა მატერიალური სარჩო – რა ჭამოს, რა სვას, როგორ არჩინოს ოჯახი, არ გაისარჯოს ამისთვის და არ იშრომოს, ამას არ ამბობს უფალი; რამეთუ თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. ასევე წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“. ამიტომ ამ შემთხვევაში უფალი ამბობს სიტყვას „პირველად“, იგი ამბობს „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოგეცემათ თქვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ პირიქით გვაქვს  ცხოვრების წესი, რომ, უპირველესად, ვეძიებთ, როგორ წარვემატოთ მატერიალურ, მიწიერ ცხოვრებაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ ვეძიებთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა.

და სწორედ ეს არის მიზეზი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ  მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება. ხალხში არის ასეთი გამოთქმა, რომ ყელში ამოსდისო. აი, რაღაც მსგავსი ხდება.

გახსოვთ, ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“, არ ერგება ადამიანს; ხოლო თუ ამ მატერიალურს – რა ჭამოს, რა სვას, რით შეიმოსოს და ა.შ. – ადამიანი ეძიებს ცათა სასუფევლის შემდეგ, საღვთო სიმართლესთან ერთად, მაშინ ყველაფერი ჯეროვნად აღესრულება, უფალი ყველაფერს გვაძლევს თავის დროზე. იმიტომ ბრძანებს უფალი ამ სიტყვებს, რომ მას თვითონ სურს, ჩვენზე იზრუნოს, მას შეუძლია ეს, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ენერგია და ძალები დავხარჯოთ უმთავრესზე, უაღმატებულესზე.

ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ფასეულობას. თქვენ ახლა აბარებთ უმაღლესებში და ემზადებით დიდი ცხოვრებისთვის. ეს ეხება ყველა ფასეულობას, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რა არის მთავარი – საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი – კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა.

ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში.

აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ უფალზე და ვევედროთ მას, რომ  არ მოგვაკლოს წყალობა თვისი და სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!“

თეგები: მეუფე შიო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved