• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს გაფრთხილება იყო“ – სალომე ზურაბიშვილის რომელ კადრებს დაერევა ხელისუფლება?

ალია ავტორი - ალია
16:35 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

ანი დვალიშვილი

როგორც წესი, ზაფხულში საქართველოში პოლიტიკური პროცესები მინელდებოდა ხოლმე და ერთგვარი მიძინების ხანა დგებოდა, მაგრამ ეს ზაფხული გამონაკლისია – სწორედ ზაფხულში აპირებს ოპოზიცია პოლიტიკური ტემპერატურის მაქსიმუმამდე აწევას, რადგან ვადამდელი არჩევნები მოიპოვოს და შემდეგ ხელისუფლების შეცვლას შეეცადოს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა კუთხეებს მოედვნენ და ცდილობდნენ, 3 ივლისის აქციაზე ხალხი სწორედ რეგიონებიდან ჩამოეყვანათ. რატომ? იმიტომ, რომ მათი დატოვება აქციაზე უფრო ადვილია, ვიდრე თბილისელების და თბილისის ახლოს მაცხოვრებლების. სწორედ 3 ივლისიდან აპირებს ოპოზიცია (და არა საზოგადოებრივი მოძრაობა), აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს და უწყვეტ რეჟიმში წარიმართოს. ახლა ამინდები ისეთია, ღამით გარეთ დარჩენა რომ არ „ტეხავს“ და სიბნელეც, პრაქტიკულად 5-6 საათია.

დასვენებისთვის ვერც „დაღლილმა“ ხელისუფლებამ მოიცალა და მუნიციპალიტეტებში მხადრამჭერთა გააქტიურების გარდა, თავადაც გააქტიურდნენ. მმართველმა გუნდმა სასწრაფო წესით შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და ის გრაფიკიც დადო, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შესრულდეს, მაგრამ ამ გეგმაში არის ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც პირველ ნომრად წერია – დეპოლარიზაცია, რაც დღევანდელი მოცემულობით გამორიცხულია. არ აპირებს ოპოზიცია „ოცნებასთან“ ერთად ამ გეგმის განხორციელებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაცია ვერ მოხდება, დანარჩენი კი უბრალოდ აზრს კარგავს. ოპოიზიცია ძალისმიერ მეთოდებს რომ არ მოერიდება, დადასტურებულად შეიძლება ითქვას და ხელის ქნევაზე არც „ოცნება“ რომ არ იტყვის უაარს, ესეც ბევრჯერ ვნახეთ. ამიტომ, პროცესები ძალიან დაემსგავსა დენთის კასრს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წამს აფეთქდეს.

 „ხელისუფლება პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდა და ისიც აგრძნობინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, არც მისი გუნდის წევრებს დაინდობს. საფრანგეთის ელჩის გათავისუფლება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარია, ნათელი მინიშნება იყო იმაზე, რომ არ მოერიდნენ ელჩის მოხსნას და შესაბამისად, ქვედა რგოლს საერთოდ არ დაინდობენ. სიტყვაზე მენდეთ, რომ ზურაბიშვილის რეკომენდაციითა და შუამდგომლობით, არა ერთი და ორი ადამიანი მუშაობს მაღალ თუ დაბალ თანამდებობაზე. ეს ყველაფერი კი იმიტომ გაკეთდა, რომ გაჩნდა შიში იმისა, პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებას არ მოაწეროს ხელი და მისი ფრაზა „არა და არასდროს“ უკვე ისე მყრად ვეღარ ჟღერს“, – ეუბნება „ალიას“ „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved