“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ ყოფილ თანაგუნდელები “ნასედკები” იყვნენ, “ტვ პირველთან” პასუხობს და ამბობს:
“ყოფილა მისი მხრიდან თავდასხმები ჩვენთან მიმართებით, მაგრამ არა პირდაპირ. დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს სიბინძურეებს უყვებოდა, რასაც შემდეგ ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა – მოვიდა ირაკლი და თქვენზე ცუდი რაღაცები მომიყვაო. ამის იქით მისი საქმოსნობა არ მიდიოდა.
მათთვის პრინციპულია, რომ ვინც ვიყავით 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემოქმედები, ყველა გაგვაიგივონ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ხალხს მორალური დიკომფორტი შეუქმნან – “რა, ნაცებთან მიდიხართ?” ეს ხალხი ნაცებთან არ მიდის, ეს ხალხი საკუთარი შვილების უკეთეს მომავალს იცავს.”
კომენტარები