• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 მლნ აშშ დოლარი კომპანიას, რომელთანაც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ 2020 წელს ხელშეკრულება გაწყვიტა

ალია ავტორი - ალია
13:50 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ფოტო – ფაქტ–მეტრი

ფაქტ–მეტრი აქვეყნებს, ნაზი რეხვიაშვილის ავტორობით მასალას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

მიმდინარე წლის 14 ივნისს „ფაქტ-მეტრმა“ ბათუმში ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჩვენ ვწერდით, რომ ლადო ასათიანის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დახურული სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის მიზნით, შპს „სტადიონმა“ (ამჟამად შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, რომელიც აჭარის ა/რ 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნდა) 19 990 002 მლნ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს WESTINCOR LIMITED-თან გააფორმა. ვინაიდან მხარეები ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ, შემსყიდველმა 2020 წლის აპრილში კონტრაქტი გაწყვიტა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოპოზიცია აღნიშნული პროექტის ბედით დაინტერესდა. აჭარის ა/რ მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ამავე პროექტის განხორციელების მიზნით, 100 000 ლარი იყო განსაზღვრული. სტატიაზე მუშაობის დროს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ინფორმაცია ჩვენც გამოვითხოვეთ. სამინისტროს ინფორმაციით, WESTINCOR LIMITED-ის მიერ განხორციელებული სამუშაოების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დანიშნული იყო შესაბამისი ექსპერტიზა.

ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა „ფაქტ-მეტრს“ მიაწოდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ივნისის №1074 განკარგულება დანართი 1, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და კანადურ კომპანია WESTINCOR LIMITED-ს (მოქმედი საქართველოში მისი ფილიალის „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ სახით) შორის მორიგების ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ კანადურ კომპანიას 10 016 007 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. აქედან 2022 წელს დასაფარი თანხის მოცულობა 6 810 023 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 20 მლნ ლარია. გადასახდელი რჩება კიდევ 3 მლნ ლარზე მეტი, რასაც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობა მომდევნო წელს დაფარავს. ვინაიდან აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღნიშნული თანხა გათვალისწინებული არაა, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფლებას აძლევს, 20 მლნ ლარის ოდენობის სესხი მისგან აიღოს. სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი ნული პროცენტია. აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ საქართველოს მთავრობას ვალი 2024 წლიდან უნდა დაუბრუნოს, ყოველწლიურად თანაბარი მოცულობით.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა.

სამინისტროს წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, WESTINCOR LIMITED-ს 8 702 614 აშშ დოლარი უკვე აუნაზღაურდა. კომპანიისთვის გადასაცემი თანხა სრულად დაიფარება საქართველოს მთავრობის მიერ სესხად გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან. ამაში შედის კომპანიისთვის დასაბრუნებელი საბანკო გარანტიის თანხაც.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ამ თანხაში მიმწოდებელს ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა და ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინა. ბათუმს კი ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი არ აქვს. „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ 2022 წელს გააფორმა 719 800-ლარიანი ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, რომელმაც დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ვალდებულება აიღო. გამოდის, რომ „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“, ყინულის არენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და მის საფუძველზე სანახევროდ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებში, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების (19 990 002 აშშ დოლარი) თითქმის ნახევარი გადავუხადეთ.

თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილიფაქტ-მეტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved