• რეკლამა
  • კონტაქტი
13:30, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლოა იუსტიციის საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ჩინჩალაძის ხელმეორედ დანიშვნის საკითხი გადაწყვიტოს – არასამთავრობო სექტორი

ალია ავტორი - ალია
17:51 06-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

სამოქალაქო საზოგადოება არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ დანიშვნის საკითხი გადაწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოება ავრცელებს, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობოებმა აცნობეს, ბოლო პერიოდში საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.

„2022 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 12 სხდომა გამართა. ამასთან, 2 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩანიშნული სხდომებიდან გაიმართა მხოლოდ 2, 9 კი – გადაიდო, რაც სხდომების გამართვის პრაქტიკას ერთგვარ გამონაკლისად აქცევს. სხდომების გადადების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება, ავტომატურად ხდება არჩატარებული სხდომის წაშლა საიტიდან. სადამკვირვებლო ორგანიზაციები საბჭოს აპარატთან კომუნიკაციით ცდილობენ საბჭოს სხდომის გადადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა როგორც ჩანს, მათაც ხშირად, ბოლო წუთამდე არ აქვთ ინფორმაცია. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ სხდომის ჩატარების იმედად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის მხრივ, დამატებით პრობლემას ქმნის საჯაროდ გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგის არასრულყოფილი და ზოგადი ხასიათი. ფაქტობრივად შეუძლებელია, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თუ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წინასწარ განსაზღვროს სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი შინაარსი. ყოველივე ეს კი ეჭვს აჩენს, რომ საბჭოს საქმიანობის მსგავსი გაუმჭვირვალე და არაპროგნოზირებადი პრაქტიკა მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. 22 ივნისის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრული იყო „ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება“, თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო, რაც აჩენს განცდას, რომ ივნისში სხდომების რეგულარულად გადადება სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად იყო გამიზნული.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით რიგით მე-3 საკითხად არის განსაზღვრული. თუმცა, ბუნდოვანია ზუსტად რა იგულისხმება დღის წესრიგით განსაზღვრული ფორმულირების მიღმა და კვლავ გადაიდება თუ არა სხდომა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამოქალაქო საზოგადოების განმარტებით, ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლებია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების შესახებ.

ამასთან, საბჭოს გამართულად საქმიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ საქართველოს პარლამენტს წელიწადზე მეტია, არ ჰყავს არჩეული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო არასრული – 10 წევრის შემადგენლობით მოქმედებს. დღესდღეობით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში.

სამოქალაქო ორგანიზაციები წლებია ითხოვენ საბჭოს სხდომების პირდაპირ რეჟიმში გადაცემას. ამით, ადგილზე მისვლის გარეშე, რეალურ დროში გახდებოდა შესაძლებელი განსახილველი საკითხების მონიტორინგი. თუმცა, სამწუხაროდ, საბჭო ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული ფუნქციები და ზედმიწევნით შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ:

სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე;

აღმოიფხვრას სხდომების რეგულარულად გადადების მანკიერი პრაქტიკა და სხდომის გადადების მიზეზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს წინასწარ, გონივრულ ვადაში;

სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია აისახოს სრულყოფილად.

უზრუნველყოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“; „დემოკრატიის ინდექსი“.

ინტერპრესნიუსი.

თეგები: არასამთავრობო სექტორიიუსტიციის საბჭო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved