• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის 111-ე ინფიცირებული – რას ამბობენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

ალია ავტორი - ალია
01:06 04-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

„პრაიმტაიმი“ დაწესებულების კლინიკურ დირექტორს, კახა ბეროზაშვილს ესაუბრა.

„ვადასტურებ, რომ ჩვენს კლინიკაში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის დაახლოებით საათნახევრის წინ გახდა ცნობილი.

მას აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია. პაციენტი 60 წლამდე მამაკაცია და გუშინ მომართა ჩვენს კლინიკას საერთო სისუსტის, სიცხისა და ყელის ტკივილის სიმპტომით.

მას აქვს პნევმონია. იმყოფება ბოქსირებულ პალატაში და მიმდინარეობს მკურნალობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.“ – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

კლინიკური დირექტორის თქმით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი საკარანტინო სივრცედ არ გამოცხადებულა. ამჟამად კლინიკა დაუზუსტებელ ცხელების მქონე პაციენტებს იღებს. საჭიროების შემთხვევაში კი ანალიზებს ლაბორატორიაში აგზავნის.

„ხვალ დილით ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ რამდენიმე პაციენტების ანალიზები გადაიგზავნება. კონკრეტულად რამდენი პაციენტის პასუხს გადავგზავნით ამის თქმა გამიჭირდება, რადგან შესაძლოა ღამის განმავლობაში კიდევ დაგვემატოს პაციენტები.“ – აცხადებს ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი.

შეგახსენებთ, საღამოს ინფექციურ საავადმყოფოსთან გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 110 პაციენტი იყო. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოვლენილი კიდევ ერთი შემთხვევით კი საერთო ჯამში 111 პაციენტი გამოდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved