• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული!” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:52 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გაახმოვანა:

“ვაქცინა არ მუშაობს! – თქვა ე.წ. “პრემიერმა” ღარიბაშვილმა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მრავალფეროვნება და სიტყვის თავისუფლება არ მუშაობს! – თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უმცირესობის  და მედიის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ლექსოს გარდაცვალება და 50-ზე მეტი ჟურნალისტის ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა.

სანქციები არ მუშაობს! – თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ჩაწერა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ხელისუფლებების რიგში.

ევროკავშირი არ მუშაობს! – თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უკრაინელების გმირული ბრძოლით მოტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაგვაკარგვინა.

ნატო არ მუშაობს! – თქვა ყატარში ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და მადრიდის სამიტის წინ, საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთს გადასცა.

ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული! 20 ივნისის მსგავსი აქციებით და ყველა სხვა პროდასავლური პლატფორმის გამოყენებით, მაგალითად ხვალინდელ აქციაზე, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ თუ რამე არ მუშაობს, ეს ქართული ოცნება და ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული დიქტატურაა! ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს სიმსივნური მეტასტაზებიდან ქართული პოლიტიკის შხამიან სიცარიელედ უნდა ვაქციოთ!

დიდება ერს!

საქართველო ივანიშვილის გარეშე!

P.S. ელენე ხოშტარიას ბოლო დროინდელი აქტივობები სანქციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეულად ეფექტიანი ბრძოლის ფორმაა. ჩემი სრული მხარდაჭერა ლაკას!”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved