• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

ალია ავტორი - ალია
17:33 06-23-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

დღეს, სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ – ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები – კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).

„ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს პაციენტებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები. ამ შემთხვევაში, ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სოციალური ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სარვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვის, ჩვენს ჰოსპიტალში შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამჯერად შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის ზრუნვაში გავერთიანდეთ.“ – მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ,,ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved