• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ დღეს ისე იქცევა, შესაძლოა, კომუნისტური პარტიის ბედი გაიზიაროს – აიკრძალოს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
00:12 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით  ჭიჭინაძე.

 

– ბატონო დათო გამოსავალი რა არის ამ სიტუაციიდან? ვადამდელი არჩევნები? ამ არჩევნების შედეგად კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება,  დაძაბულობასაც განმუხტავს და ახალი არჩევნები, ევროინტერგაციის გზაზე ახალ პერსპექტივებს გააჩენს?

– ვადამდელი არჩევნები არ შეიძლება რომ ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან კიდევ გააყალბებენ. უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომ დროებითი ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომ მერე  არავის ჰქონდეს პრეტენზიები. ყველა ემიგრანტმა, ვინც გააქციეს ამ ქვეყნიდან, ვინც წავიდა, რადგან ამ უსამართლობის  ვეღარ გაუძლო, დაკარგა ოჯახი, დაკარგა სამშობლო, უნდა მიიღოს უცხოეთის ქვეყნებიდან  არჩევნებში მონაწილეობა. დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით, ეს შესაძლებელია. უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის  სრული რეფორმირება და არჩევნების შედეგები არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაც დამთვლელებზე. ამის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ვადიანი იქნება თუ ვადამდელი, მთავარია, სამართლიანად ჩატარდეს. „ქართული ოცნება“ დღეს ისე იქცევა, შესაძლოა, კომუნისტური პარტიის ბედი გაიზიაროს – აიკრძლოს. ამასთან ძალიან ახლოს არიან, რადგან ვინც ძალადობს ხალხზე, ასე ამთავრებს.

– დროებითმა ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს არჩევნებიო, ბრძანეთ და ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნებით უნდა დატოვოს ხელისუფლება. ამას გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა. როდესაც ამხელა დანაშულს სჩადიხარ ერის არჩევანის წინაშე, რა არჩევნები უნდა ჩაატარო? მოპარული არჩევნების  შემდეგ, კიდევ მოიპარავენ არჩევნებს და რა აზრის აქვს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ არჩევნებს. რომ მოიპარავენ მაშინ რა გზა რჩება?  ისევ პროტესტი და ისევ ქუჩა. ახლა  არაფრის დათმობა არ შეიძლება მაგათვის, ვიდრე არ იქნება მიღწეული, რომ ყველამ ირწმუნოს მომავალი არჩევნების სამართლიანობა. ეს სამართლიანობა კი  „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ვერ მოხდება. მათ 2012 წელს დაანონსებული სამართლიანობაც კი არ აღადგინეს. ზოგადად, სამართალი არ არსებობს ქვეყანაში. სასამართლოში კლანიაო, ვინ იძახის? ისევ ჩვენი პარტნიორები და ამ კლანის მოსპობა ევროკომისიის დასკვნის ერთ-ერთი მოთხოვნაა. რა, ტყულია? არ არის კლანი სასამართლოში? არ მართავს ერთი ხელი მთელ სასამართლო სისტემას? კლანია, აბა, რა არის?!  რაც ამათ ელაპარაკებიან  უცხოელი პარტნიორები, არაფერი ესმით მაინც. რასაც ურჩევენ თუ სთხოვენ, ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ამ ადამიანებმა ყველა მიმართულებით უსამართლობა შექმნეს. ისინი სამართლიან არჩევნებს ვერ ჩაატარებენ. როცა ძალადობ ხალხის არჩევანზე, არჩევანს ართმევ, მერე სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი აღარ რჩება საკითხის მოსაგვარებლად. ხალხზე რომ ძალადობ, ხალხი სათანადოდ გიპასუხებს.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved