• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არ გამოვა! თუ „ქართული ოცნება“ ხალხის მოთხოვნებს არ შეასრულებს, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გარანტირებული ექნებათ“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
23:47 06-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით  ჭიჭინაძე.

 

– ბატონო დავით, 20 ივნისს არ იყო „ნაცების“ აქცია,  იქ „ნაცებისგან“ რეპრესირებული  ხალხიც მივიდა, არათუ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები. გამოვიდა სტუდენტობა, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ საპროტესტო აქციებზე. ამან  ხომ არ შეააშინა ხელისუფლება და იმიტომ ხომ არ არიან გაღიზიანებულები რომ ზურგსუკან უკვე  მდევრის სუნთქვა ესმით? რომ უკვე პანიკაში არიან?

– კი, შეშინებულები არიან.  დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, ვითომ იუმორით თქვა, ჩვენც წავალთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერ  აქციაზეო. ანუ გარკვეულწილად, ვითომ რაღაცის  გაფუჭებაზე არიან იმ პროტესტის, მაგრამ ვერ გააფუჭებენ.  24 ივნისს უფრო მეტი ადამიანი გამოვა აქციაზე, ევროკავშირიდან კანდიდატობაზე უარის შემთხვევაში. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ უკვე მყარი უარი მივიღოთ ევროკავშირიდან. ქვეყანას დაძაბულობისკენ მიაქანებენ. თბილისის გარდა, სადაც აქციები გაიმართა. იმ ქალაქების, რაიონებისთვისაც ეს  უზარმაზარი დიდი სტიმული იყო და მომავალშიც   იქნება აქციებზე ადგილზე გამოსვლა. ზუსტად  ამაზეა საუბარი, რომ მარტო თბილისი  ან სხვა კონკრეტული ქალაქი, რაიონი არ არის ხელისუფლების მოწინააღმდეგე, არც თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის სატკივარი არ არის, სრულიად ერის სატკივარია ევროკანდიდატობის ჩაშლა. ქვეყანაში როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაშალოს ქვეყნისთვის ევროკანდიდატის სტატუსის  მიღება, მთლიანად უპირისპირდება ცივილიზებულ სამყაროს. ამას ხელისუფლება გვაჩვენებს ისე, თითქოს ამას  ხალხის კეთილდღობისთვის აკეთებს, თითქოს ცივილიზებული სამყარო იმაზეა  მიმართული, რაც ქართულ კონსერვატულ საზოგადოებას არ მოსწონს და ვითომ მხოლოდ ამის მომტანია ევროპა. ეს არის ცუდი და მავნებლური დამოკიდებულება. რეალურად, ევროპა, ეს არის ტრადიციული ცხოვრების წესი, ევროპა, ეს არის ტრადიციული მოწყობის სახელმწიფოები. როდესაც ევროპაში უკანონო შეზღუდვებია, როდესაც კონსერვატიულ ღირებულებებს, ჩვეულ ცხოვრების წესს  საფრთხე ემუქრება, ხალხი იქ არ ეგუება ამას, როგორც ამას ხელისუფლება ატყუებს ხალხს. ჩვენ ვნახეთ არანორმლური პროტესტები საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში…  ვიცით, თვითმყოფადობისა და იდენტობისთვის გამო, როგორ იბრძვიან იგივე კატალინიელები. ანუ, ჩვენ რეალურად ვიცით, რომ იქ არავინ იკარგება. არ მგონია, იქ ვიღაცამ რაღაც წაგართვას. რაც შენ მიგაჩნია სწორედ,  ხალხს რაც მიაჩნია სწორედ, ეს არჩევანია დაცული. განსხვავებით იმისგან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის არჩევნების მომპარავი ხელისუფლება, მიიტაცა არჩევნები და უნდა, ამ გაყალბებულ სამყაროში აცხოვროს მთლი ერი. ეს არ გამოვა! უფრო და უფრი მეტი ადამიანი გამოვა პროტესტით ქუჩაში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ გაიგებს ვერაფერს, ყურს არ დაუგდებს ხალხს და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მაშინ მე ვფიქრობ,  რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა მათ გარანტირებული ექნებათ. შენ როდესაც არ წარმოადგენ ერის ინტერესებს, არ გაქვს უფლება ხელისუფლებაში დარჩე. ამ დღევნდელი განცხადებებით და საქციელით, რასაც დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ, ნამდვილად აცდენილია ქართველი ერის დაკვეთას. ეს ჩვენ დავინახეთ 20 ივნისს და ამას დავინახავთ 24 ივნისის აქციაზეც, სხვა ყველა აქციაზეც, რომელიც დაგეგმილი იქნება  ამ უსამართლობის დასანგრევად და უსამართლობის დასაქცევად.

 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved