• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰუმანურ ევროპას სააკაშვილში, კეზერაშვილსა და მსგავს მოღალატეებში ხედავენ” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:39 06-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,910
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ორი ლიუბეკელი კაცის შესახებ იმდენი წამიკითხავს, მომისმენია, მინახავს და მიფიქრია, რომ ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები: შენც სადმე იქვე ხომ არ იდექი, როდესაც უდიდესი მწერალი რადიო-მიკროფონიდან ევროპას ნაციზმის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა ან როდესაც “მესამე რაიხის” მიერ დევნილი სოციალისტი დახოცილი ებრაელების მემორიალთან იჩოქებდა???
რატომღაც მგონია, რომ თითქმის ზუსტად ვიცი რას გულისხმობდა ერთი უდიდესი გარემოსდამცველი და “მესამე სამყაროს” გათავისუფლებისთვის თავდაუზოგავად მშრომელი ქალი თავის ცნობილ სიტყვაში: “ჩვენ შევეცადეთ ვყოფილიყავით მათი პოლიტიკური მესიტყვეები, ვისაც საკუთარი ხმა არა აქვს, საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, მათ შორის ვეშაპების, სპილოების, დელფინების, ამ პლანეტის მცენარეებისა და ყვავილების.”
თომას მანი, ვილი ბრანდტი, პეტრა კელი … ამ ადამიანების უპირობო სიყვარული და პატივისცემა განაპირობებს ჩემს დამოკიდებულებას ევროპის მიმართ.
არამგონია, რომ დღევანდელი დემონსტრაციის ორგანიზატორები ოდესმე თოფის გავარდნის მანძილზე მაინც მიახლოვებოდნენ იმ იდეებს, რომლებიც ჩემთვის ნამდვილ ევროპასთან – თომას მანთან, ვილისთან და კელისთან ასოცირდება. ისინი ჰუმანურ ევროპას სააკაშვილში, კეზერაშვილსა და მსგავს მოღალატეებში ხედავენ.
არც სნობების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ხვალ ქუჩაში გამოვარდებიან, რათა მოდას არ ჩამორჩნენ, მეორე დღეს კი მოსკოვიდან გადმორიცხული ფულით პორცელანის მორიგ უსარგებლო ფიგურას შეიძენენ “პიანინოზე” შემოსადგმელად.
თან 16-ში ნოდართან, დავით-მიქაელთან, ლელასთან, ვახოსთან, გოჩასთან, ჰუბერტთან და რამდენიმე შესანიშნავ ოჯახთან ერთად უკვე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება საქართველოს საგარეო კურსთან მიმართ.
მოკლედ, დღეს საღამოს ჩემი ევროპა ჩემს სახლში, ჩემს თაროზე მეგულება და არა იმ ტრიბუნასთან …
თუმცა, ვხვდები, რომ რამდენიმე საათში ბევრი კეთილი ადამიანიც დადგება პარლამენტის წინ. იმედი მაქვს, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს პატიოსანი და გულწრფელი გრძნობების აბუჩად აგდების საშუალებას არ მისცემენ.
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved