• რეკლამა
  • კონტაქტი
23:52, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არჩევნების წინ ბანერები რომ ჰქონდა გამოფენილი, იგივე ბანერები გამოფინოს ახლა წარწერით: „სალომე, შედი ბუტკაში“ – პოეტი ამხელს

ალია ავტორი - ალია
18:55 06-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
581

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება პოეტი გოჩა ხარანაული.

-ბატონო გოჩა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციის და ბოლოდროინდელი აქტიურობების შესახებ რას იტყვით?

-რა უნდა ვთქვა? მოიყვანა ევროპელები, რომლებმაც აქეს და ადიდეს ბოროტმოქმედი სააკაშვილი და აწ გარდაცვლილი ამერიკის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს ის მადლენ ოლბრაიტია, რომელიც მომაკვდინებელ სანქციებს უწესებდა ერაყელ ბავშვებს და ქალებს. ხოლო იუგოსლავიელ ბავშვებს და ქალებს რაკეტებსა და ბომბებს ესროდა აღდგომა დღეს, წარწერით „გილოცავთ აღდგომასო“. ამ ქალს, ოლბრაიტს, არასოდეს მოუნანია ეს ცოდვები და ასეთი ქალი დააჯილდოვა ჩვენმა პრეზიდენტმა საქართველოს ღირსების ორდენით. ამის შემდეგ რაღა ვთქვა? ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილი გამოაძვრინონ ციხიდან, რომ კიდევ უფრო უარესი დაატრიალოს. პოლონეთიდან ჩამოვიდა პოლონეთის ქვედა პალატის სეიმის ვიცესპიკერი გოშიევსკა და კატეგორიულად მოითხოვა, სააკაშვილი გამატანეთო. თან იგინება. მოკლედ, იმპერიალისტური შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ზურაბიშვილს შეუძლია, თავისი უფლება გამოიყენოს და შეიწყალოს. მან შეიწყალა მკვლელები; შეიწყალა ძებნილი, რომელიც გასამართლებული არ იყო და ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობდა; შეიწყალა ნარკობარიგა; შეიწყალა პოლიციელის მკვლელი; აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტიპარია უგულავაზე, ოქრუაშვილზე, რომლებიც დღესაც ციხეში უნდა იყვნენ. „ოცნებას“ თუ უნდა სალომე ზურაბიშვილის წასვლა, შეუძლია იმპიჩმენტი მოუწყოს. ერთი საბჭოთა ფილმი მახსენდება – ამ კაბინეტიდან მაგადანი ჩანსო. შევარდნაძიდან მოყოლებული, ჩვენი პრეზიდენტების კაბინეტებიდან მხოლოდ ციხის კამერა ჩანს.  რატომ გააკეთა ივანიშვილმა მასზე არჩევანი 2018 წელს? არჩევნების წინ  ბანერები რომ ჰქონდა გამოფენილი, იგივე ბანერები გამოფინოს ახლა წარწერით: „სალომე, შედი ბუტკაში“. და ბოლოს, ზურაბიშვილი არ იყო, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის მოთავეებს დემოკრატები რომ უწოდა? ამიტომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

თეგები: გოჩა ხარანაული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved