• რეკლამა
  • კონტაქტი
10:25, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, პირდაპირ ვთქვათ და გავხსნათ კარტები!“ – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
18:23 06-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,188

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდა და უკვე თითქმის ცხადია, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინა და მოლდოვა კი მიიღებენ. ამაზე რას იტყვით?

– ჩვენი სახელმწიფოს პოზიციები საგარეო ასპარეზზე, პრაქტიკულად, არ არსებობს.  საქართველოს ყველა ელჩი უცხოეთის ქვეყნებში, არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. ამერიკაში ელჩად დანიშნეს დავით ზალკალიანი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის განმვლობაში მუშაობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ლიტვაში საქართველოს ელჩი იყო ხათუნა სალუქვაძე, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერი  შტაბი გახსნა საელჩოში. ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს და ჰყავდეს ნორმალური მრჩევლები, მან ახლა სასწრაფოდ უნდა მოხსნას საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, გამოიწვიოს ელჩები ევროკავშირიდან, ევროსაბჭოდან  და ევროპის ქვეყნებიდან. გამოძიება უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ, მათი საქმიანობის შესახებ. უკეთ, მათი უსაქმურობის შესახებ.უზარმაზარ, ევროპული ქვეყნების შესაფერი ხელფასებს იღებენ, ევროპულ კომფორტში ცხოვრობენ ბიუჯეტი ხარჯზე და არაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს. ერთმანეთის ნათესავებით, დაქალებითა და ძმაკაცებით გაავსეს საქართველოს საელჩოები.ეს დიპლომატიური კორპუსი არ არის. მე ვიყავი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ვინც „ნაციონალი“ იყო და ბიძინა ივანიშვილს აგინებდა, ყველა დატოვეს სამინისტროში, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრე იყო – ყველა მოხსნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილია დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც ლევან და დავით ბერძენიშვილის ძმაკაცი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ამ ადამიანს ჭირის დღესავით ეზიზღება ბიძინა ივანიშვილი. ასევე, დამნაშავეა  პოლიტიკური გუნდი. ბიძინა ივანიშვილმა გადახედოს თავის პოლიტიკურ გუნდს.  გადახედოს თავის საპარლამენტო შემადგენლობას. ვინ არიან? არსაიდან მოსული ადამიანები, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის პარტნიორი ბიზნესმენები. მაჟორიტარების 80% არიან მერაბიშვილისა და კერზერაშვილის ხელის ბიჭები. პოლიტიკური გუნდი „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გუნდი, პრემიერის კანცელარიის პოლიტიკური გუნდი არის იგივე პოლიტიკური ნაგავი, რაც ჰყავდათ გიორგი  კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს. ახლა ეს ადამიანები რომ მართავენ სახელმწიფოს, შეიძლება ის სახელმწიფო წინ წავიდეს? როგორ შეიძლება ევროპაში შეგიშვან, როდესაც სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში და რაც არის, იმასაც ლევან მურუსიძე განაგებს. მურუსიძეს დილით როგორ ხასიათზეც გაეღვიძება, იმის მიხედვით წყდება ადამიანების ბედი. გვითხრეს, ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო. ჯერ პრეზიდენტად მარგველაშვილი აირჩიეს, სრულიად უვარგისი. მერე კი, იმაზე უარესი სალომე ზურაბიშვილი მოგვყავს. ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, პირდაპირ ვთქვათ და გავხსნათ კარტები. ეს არის ერთი პარიზელი პენსიონერი ქალი, რომელიც სიბერეში გასართობად ჩამოვიდა საქართველოში და თამაშობს პრეზიდენტობანას. თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას ებრძოდა და „სალომე  ქართველის“ ფსევდონიმით სწერდა გამსახურდიასა და ეროვნული ხელისუფლების საწინააღმდეგო პასკვილებს ფრანგულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში. ამის გამო, საკუთარი ძმა, ოთარ ზურაბიშვილი არ ელაპარაკებოდა. ზვიად გამსახურდიას აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ სალომე ზურაბიშვილი კგბ-ს აგენტიაო. წარმოიდგინე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თბილისში დანიშნა მიტინგი, მერე დაავიწყდა  ეს მიტინგი და ბაქოში წავიდა ვიზიტით. ბაქოში გაახსენდა თუ გაახსენეს, რომ საღამოს თბილისში მიტინგზე უნდა ყოფილიყო და სასწრაფოდ გადმოაფრინეს უკან. არ ვიცი, სკლეროზი ჰქვია თუ რა ჰქვია ამას. საყოველთაო მობილიზაცია ხომ გამოაცხადა ამ მიტინგისა. 70 კაცზე მეტი არ მივიდა. აქედან, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი იყო, დანარჩენები კი მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები. ზურაბიშვილის თბილისელი პენსიონერი  დაქალებიც კი არ მივიდნენ ამ მიტინგზე, არათუ მოქალაქეები. ახლა ამ ქალს მოწყობილი აქვს უზრუნველი სიბერე, სალონური საღამოები, კარგი მანქანები, უცხოელებთან შეხვედრები და უცხოური, არაფრის მომტანი ვიზიტები. წელიწადში მილიონი გვიჯდება ამ არაფრის მაქნისი პრეზიდენტის შენახვა. არაფერში სჭირდება ქვეყანას პრეზიდენტის ინსტიტუტი. გავაუქმოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეს ფული მოვახმაროთ იმ ბავშვებს, რომელთაც სასიკვდილო დაავადებები სჭირთ და უფულობის გამო ვერ აქ მკურნალობენ და ვერც უცხოეთში ვერ მოჰყავთ სამკურნალოდ. გადავარჩინოთ ამ ბავშვების სიცოცხლე და უარი ვთქვათ ამ ბუტაფორიული ინსტიტუტზე. სალომე ზურაბიშვილს მოუწევს ქართული სასამართლოს წინაშე წარსდგომა, რადგან მკვლელები შეიწყალა, მათ შორის, პოლიციელის მკვლელი  და მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულებს შეწყალებაზე უარს ეუბნებოდა. იმ  სკანდალური შეწყალების გამო გამოძიებაც დაიწყო, მის ადმინისტრაციის უფროსს ბრალდებოდა ფულის აღება და დიდი შანსი იყო, თავად ზურაბიშვილი იყო ჩართული კორუფციულ სქემაში. მის გარეშე, ვერავინ ვერ გაბედავდა შესაწყალებელთა სიაში მკვლელთა შეყვანას. რა მოხდა? ვინ იყო დამნაშავე? რატომ ჩაფარცხეს ეს საქმე, თუ სალომე ზურაბიშვილი მართალი იყო? მოვა დრო და ამასაც აეხდება ფარდა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved