• რეკლამა
  • კონტაქტი
18:36, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაუმარცხებელი არავინაა – ჩვენს მეტი გამკეთებელი არავინაა… ნძრევას უნდა მოვრჩეთ” – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
21:16 06-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
804

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

“რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ თუ მოგება, ქვეყნის გადარჩენა, უკეთესი მომავალი, რაც გინდა ის დაარქვით გვინდა
1. ეს რაც გვჭირს შემთხვევითობა არ არის. კონკრეტული შემოქმედი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს იმის გჯერა რომ ბიძინას კრემლიდან მართავენ თუ იმის გჯერა რომ გაცხადებულმა ‘დაბალანსების პოლიტიკამ’ მიგვიყვანა აქამდე. შედეგი რაც დადგა, სახეზეა
2. არაფრის შემცვლელი ესენი არ არიან. ზღაპარია ეგ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინაზე უარის თქმას. ამის ამათ არც თავი აქვთ და არც სურვილი. ვითომ ბიძინა არაფერ შუაშიას კი არავინ აღარ ჭამს დასავლეთში. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ეგ თქვა
3. ყველაფერი იქნება იმაზე უარესად ვიდრე არის. გარდაუვალია ეს
4. არანაირი ნატო და ევროპა არ იქნება სანამ დასავლეთი არ დაინახავს რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვწევს უნარი მშვიდობიანად, ცივილიზებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება. კონკრეტული ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი
5. წუწუნს აზრი არ აქვს. ‘ვაიმე, ბევრი ფული აქვს’, ‘ვაიმე ყველაფერი მის ხელშია’, ‘ვაიმე, იჭერს ხალხს’, ‘ვაიმე, ფული არ გვაქვს’, ‘ვაიმე, ის’, ‘ვაიმე, ეს’ – არავის აინტერესებს. ან ვაჩვენებთ რომ შეგვიძლია ან არ ვყოფილვართ მზად. 3 წლის წინ, 10 წლის წინ, 15 წლის წინ და მე-12 საუკუნეში რას ვაკეთებდით, რა პოზიციები გვქონდა, რა ღვაწლი გვაქვს და ა.შ. – მაგისთვის პენსიას დღეს არავინ დაგვინიშნავს
6. ‘ახლა გაბრაზებული ვართ და სანამ მუხტია რამე ვქნათ’ მიდგომა არ მუშაობს. ბევრჯერ ვცადეთ. იმუნიტეტი აქვს ამაზე სისტემას. მეტიც, სხვა თემებზე ჩაჯმა გადავიტანეთ, წვალებით და დანაკარგებით, მაგრამ მაინც. ამ თემაზე ჩაჯმა ძვირი დაგვიჯდება, ძალიან
7. იქით მხარეს არის ერთიანი, გამართული, ბევრი რესურსის, ბევრი ბერკეტის, ბევრი სვლების მქონე სისტემა უაღრესად ეფექტური საკომუნიკაციო არხებით და ერთი მიზნით – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. აქეთ მხარეს გვაქვს ყველაფერი ამის საპირისპირო
8. აქეთ მხარე გვაქვს დასალაგებელი
9. ამას ელოდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, ვისაც გულწრფელად კარგი უნდა ამ ქვეყნისთვის
10. დაუმარცხებელი არავინაა
11. ჩვენს მეტი გამკეთებელი არავინაა
მოკლედ, ნძრევას უნდა მოვრჩეთ”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved