• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმედია მისი ეს ბჟრუტული, ენის უცოდინრობით არ აიხსნება, ვინაიდან გამართული ფრანგულითაც იგივე მავნებლობას სჩადის, რასაც გაუმართავი ქართულით ახერხებს“ – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:21 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
511

მწერალი ნუგზარ სულაშვილი:

„ვიცი რომ ზურაბიშვილის ვერბალური ნოტა (თუ განცხადება) მსმენელთა უმრავლესობისთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იყო, მაგრამ მისი ძირითადი შინაარსი, ივანიშვილის გადარჩენას და გაპრავებას, რომ ეძღვნებოდა, ამაში შემიძლია დავარწმუნო ნებისმიერი მკითხველი, რომელსაც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარი გააჩნია.
ციტატა:
ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც ჰქვია „გაფუჭებული საქმე“!
გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით.
პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად ეს იმ ნაწილში გამოჩნდა, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია. რომ, არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას. ოპოზიცია თავის მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა ან პარტიას, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო! უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს ამჟამად.
საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომც და უკვე იყოს დაწესებული რამე ფორმით ეგრეთწოდებული „ირიბად მომუშავე“ სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან.
ამ დანაშაულზე პასუხი, კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაბრალება, ვითომც მე დავსვი რაღაც ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს”
პ.ს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად არ მახსენდება არცერთი მისი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არ გადადგმულა.
იმედია მისი ეს ბჟრუტული, ენის უცოდინრობით არ აიხსნება, ვინაიდან გამართული ფრანგულითაც იგივე მავნებლობას სჩადის, რასაც გაუმართავი ქართულით ახერხებს.
16 ივნისის აქციას, მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს და ეს გახლავთ მცდელობა, შექმნას და ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს ვიღაცეებმა უღალატეს, რის გამოც ის სანქციების წინაშე აღმოჩნდა. დააჯეროს მსოფლიო საერთაშორის თანამეგობრობა და ევროპის საბჭო, თუ პარლამენტი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მოახდინა მათზე გავლენა, ხოლო ხელისუფლებამ არაფერი იღონა ამის წინააღმდეგ.“
თეგები: ნუგზარ სულაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved