• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

12 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ალია ავტორი - ალია
20:17 06-13-2022
- მთავარი, რეკლამა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

12 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველ ეტაპზე შეჯიბრება ჯიმხანა გაიმართა, რომელშიც 20-მა მოყვარულმა და პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები ერთმანეთს კონკრეტული ტრაექტორიის უმოკლეს დროში დაფარვაში შეეჯიბრნენ. გამარჯვება ახალგაზრდა მრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ფულადი ჯილდო – 5000 ლარი გადაეცა.

ღონისძიების მეორე ნაწილი „Twin drift competition“-ს დაეთმო. შეჯიბრებაში, ტრადიციული დრიფტისგან განსხვავებით, ორ-ორი დრიფტერი მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი ჯაბა სოროზანიშვილმა და მათე როჭიკაშვილმა აჩვენეს, რომელთაც საჩუქრად 1000 ლიტრი საწვავი გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულ, მონაწილეებმა მაყურებელს კიდევ ერთი სანახაობა აჩვენეს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „დრიფტ მატარებელში“ მონაწილეობა 10-მდე დრიფტერმა მიიღო.

გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: „მიხარია, რომ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კიდევ ერთხელ გავაერთიანეთ ავტომოყვარულები. დღევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, ასპარეზობდნენ მოყვარულებიც. დღეს ჩვენმა დრიფტერებმა მაყურებელს ძალიან კარგი შოუ აჩვენეს და ვფიქრობ, ეს ემოციები დიდხანს გაგვყვება“

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party „თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია „გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved