• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“აქ ჩემი დაკუნთული ვიზუალი ბევრს უკვირს”- ვინ არის ქალი რომელიც გივი სიხარულიძესთან ერთად ცეკვავს?

ალია ავტორი - ალია
21:07 06-08-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,154
"ემირატების შეიხს უარი ვუთხარი, ჩადრი ჩემი სტილი არ არის... აქ ჩემი დაკუნთული ვიზუალი ბევრს უკვირს" - წარმატებული ქართველი ბოდიბილდერი "კონკიას ცხოვრებით"

ტიკ ტოკზე გავრცელებულ ვიდეოს, სადაც გივი სიხარულიძის ცეცხლოვანი ცეკვაა ასახული საზოგადოებისთვის უცნობ, შთამბეჭდავი გარეგნობის ქალბატონთან, დიდი ინტერესი გამოიწვია, გთავაზობთ, AMBEBI.GE -ს მიერ მომზადებულ მასალას ბოდიბილდინგ, მაკა ხიზანიშვილთან:

 

ის, რომ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლნი ხში­რად ძლი­ე­რი ქა­ლე­ბიც ხდე­ბი­ან, ამის კარ­გი მა­გა­ლი­თი მაკა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლია. ის ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა უკვე 52 წლი­საა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის.

მა­კას ცხოვ­რე­ბა რა­ღა­ცით კონ­კი­ას ზღა­პარ­საც მოგ­ვა­გო­ნებს – ადრე ბა­რის მიმ­ტა­ნა­დაც მუ­შა­ობ­და, 50 წლის ასაკ­ში კი ბო­დი­ბილ­დინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და თავ­ზე მარ­თა­ლია სა­მე­ფო ვერა, თუმ­ცა ფიტ­ნეს-დე­დოფ­ლის გვირ­გვი­ნი ნამ­დვი­ლად და­იდ­გა. მე­უღ­ლეს წლე­ბის წინ გა­შორ­და. დღეს მარ­ტო ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის არ ცხე­ლა. აქვს სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი და აუს­რუ­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბე­ბიც.

– ვინ არის მაკა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი?

– მაკა არის დედა, დე­დამ­თი­ლი, ბე­ბია, კარ­გი მე­გო­ბა­რი, ფიტ­ნეს­ში მწვრთნე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი.

– შენი გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­გო­რია ქალი იდე­ა­ლი?

– ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გორც კა­რი­ე­რა­ში, ისე პი­რად­ში. ასე­ვე ფი­ნან­სუ­რად. ქა­ლის იდე­ა­ლი არ მყავს – ასე­თი მე ვარ.

– დღეს რომ გა­დავ­ხე­დოთ შენს გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ხარ?

– კი, ცხოვ­რე­ბა­ში მქო­ნია რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, იყო დრო, როცა კარ­გა­დაც ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბა­ში დავ­ცე­მულ­ვარ, თუმ­ცა ისევ წა­მოვმდგარ­ვარ ყო­ველ­თვის და გზა გა­მიგ­რძე­ლე­ბია.

– რას ფიქ­რო­ბენ კა­ცე­ბი შენ­ზე?

– თუ არ მიც­ნო­ბენ, ხში­რად ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ვხდე­ბი. თუნ­დაც სხვა­დას­ხვა “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დე­ბი” ჩემს ფო­ტო­ებს რო­დე­საც დე­ბენ, იწყე­ბა თავ­დას­ხმა და შე­მო­ტე­ვე­ბი, ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი, ძა­ლი­ან ცუ­დიც კი, თუმ­ცა ადრე უფრო დიდი იყო ბუ­ლინ­გის მას­შტა­ბე­ბი, ახლა უფრო მი­ეჩ­ვივ­ნენ, ხომ იცი ადა­მი­ა­ნი რო­გორ ეჩ­ვე­ვა ყვე­ლა­ფერს. მე, მა­გა­ლი­თად, არ მა­ინ­ტე­რე­სებს ვინ რა ტან­ზეა და ეს მო­საზ­რე­ბე­ბი არც არას­დროს და­მი­წე­რია ვინ­მე­ზე ღიად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

– კა­ცებს შენი კუნ­თე­ბის ეში­ნი­ათ?

– ხა­სი­ა­თის უფრო, ვიდ­რე კუნ­თე­ბის. იმი­ტომ, რომ შო­რი­დან ვინც არ მიც­ნობს, “გრუ­ბი“ ვგო­ნი­ვარ. თუმ­ცა როცა მეც­ნო­ბი­ან, ხვდე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და უშუ­ა­ლო ვარ.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი მე­ო­ჯა­ხე ხარ?

– ახლა დრო არ მაქვს, მაგ­რამ იყო დრო, რო­დე­საც ყო­ველ­დღე სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი, ვრე­ცხავ­დი, საჭ­მელს ვამ­ზა­დებ­დი, ოჯახს ვუვ­ლი­დი – მე­უღ­ლეს, შვილს. სახ­ლის საქ­მე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე უკეთ კერ­ძე­ბის კე­თე­ბა გა­მომ­დის. ვამ­ზა­დებ უგემ­რი­ე­ლეს სა­ცივს, ხა­ჭა­პურს, ოს­ტრს და აშ.

– რო­გო­რია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მაკა?

– შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა, ასეთ დროს ის ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზეა. სულ იღი­მის, თვა­ლებ­ში კი ვარ­სკვლა­ვე­ბი ბრჭყვი­ა­ლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლო­ბას, სან­თლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი ისე­დაც არ მიყ­ვარს. მე­გობ­რებს სულ ვე­უბ­ნე­ბი, – ყვა­ვი­ლე­ბი მხო­ლოდ მა­შინ მო­მი­ტა­ნეთ, როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი და ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, სხვა სა­ჩუქ­რე­ბი – მეთ­ქი.

ამ ეტაპ­ზე გა­დარ­თუ­ლი ვარ კა­რი­ე­რა­ზე და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის არ მცა­ლია. 5-წლის წინ დავ­შორ­დი მე­უღ­ლეს. მას­წავ­ლა ბევ­რი რამ, ბევ­რი თა­ვად ცხოვ­რე­ბის­გა­ნაც ვის­წავ­ლე და ახლა სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ. ალ­ბათ, რომ არ გავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, დღეს ასე­თი ძლი­ე­რიც არ ვიქ­ნე­ბო­დი. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ინ­გრე­ვა ოჯა­ხე­ბი, ქა­ლე­ბი ხში­რად დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბი­ან, მე პი­რი­ქით, გავძლი­ერ­დი. იმის შემ­დეგ გავ­ხდი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლიც, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნიც. დღეს უფრო ძლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რად.

– ალ­ბათ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავთ?

– ძა­ლი­ან ბევ­რია. ასა­კი იწყე­ბა 21 წლი­დან და ადის 60 წლამ­დე. ერთხელ თბი­ლის­ში, ერთ-ერთი კა­ფე­ში ემი­რა­ტე­ბის შე­ი­ხი იყო მო­სუ­ლი. ჩა­მო­სუ­ლი იყო თბი­ლის­ში და ჩვენ­თან ბარ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ქარ­თველ ქალ­ზე ქორ­წი­ნე­ბის. და­მი­ნა­ხა და მო­ვე­წო­ნე. მი­თხრა, თუ შვილს მა­ჩუ­ქებ 500 ათას დო­ლარს და­გის­ვამ ან­გრიშ­ზეო და უარი ვუ­თხა­რი. ცო­ლო­ბა მთხო­ვა, თუმ­ცა ჩად­რი და ალა­დი­ნის ზღა­პა­რი, ჩემი სტი­ლი არ არის. ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე და­ვას­რუ­ლე ეს ამ­ბა­ვი მას­თან. თუმ­ცა ხუმ­რო­ბით ვკი­თხე, მე­რამ­დე­ნე ცოლი ვიქ­ნე­ბო­დი მის­თვის და პა­სუხ­მა გა­მა­ო­ცა – თქვა, რომ ერ­თა­დერ­თი, ვი­ნა­ი­დან მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­სო.

– რა ხდე­ბო­და ვიდ­რე ინ­სტრუქ­ტო­რი, ცნო­ბი­ლი ბო­დი­ბილ­დე­რი გახ­დე­ბო­დი?

– მოდი და­ვი­წყოთ სულ თა­ვი­დან. ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტს მივ­დევ­დი, წყალ­ბურთში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის წევ­რი ვი­ყა­ვი. სულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დით. ვი­ყა­ვი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. ასე­ვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი უმაღ­ლეს ლი­გა­ში. შემ­დეგ უკვე გავ­თხოვ­დი, მე­ყო­ლა შვი­ლი. ბავ­შვის გა­ჩე­ნი­დან 3 კვი­რა­ში ისევ ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ასე, დავ­ტო­ვე და წა­ვე­დი “ზბო­რებ­ზე“ (საწ­ვრთნელ შეკ­რე­ბა­ზე). შემ­დეგ ნელ-ნელა არე­უ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო – 90 ია­ნე­ბი:გა­ჭირ­ვე­ბა, უშუ­ქო­ბა, მაგ­რამ მა­შინ ბევ­რად კარგ დროს ვა­ტა­რებ­დით.

მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო და სით­ბო, ვიდ­რე ახლა. მა­შინ არც მო­ბი­ლუ­რე­ბი იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი ასე მივ­დი­ო­დით ერ­თმა­ნეთ­თან, ყა­ვას შე­შა­ზე ან “კე­რა­სინ­კა­ზე” ვა­დუ­ღებ­დით, ვყვე­ბო­დით ამ­ბებს. მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დი უკვე ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი. ამის გამო, 2 წელი სტამ­ბოლ­ში ცხოვ­რე­ბაც მო­მიხ­და ოჯახ­თან ერ­თად. ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, გავ­ხსე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი და მქონ­და ბიზ­ნე­სი 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა ჩა­ვარ­დნე­ბიც. ისე მოხ­და, რომ და­ვი­წყე ერთ-ერთ კა­ფე­ში მუ­შა­ო­ბა მიმ­ტა­ნად. ზო­გა­დად, წე­სით პი­რი­ქით ხდე­ბა, ოფი­ცი­ან­ტო­ბი­დან მი­დი­ან დიდ ბიზ­ნეს­ში და ჩემს შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ამის გამო არც “დავგრუ­ზულ­ვარ”, არც კომ­პლექ­სი მქო­ნია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვმუ­შა­ობ­დი.

– შენ ახ­სე­ნე დიდი ბიზ­ნე­სი და შემ­დეგ ასე­ვე დიდი გა­კოტ­რე­ბა. მო­მი­ყე­ვი ამ რთუ­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ

– ეს იყო ჩემი და­ცე­მა. რა თქმა უნდა, და­მე­წყო დეპ­რე­სია. და­ვი­წყე ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის სმა. სწო­რედ ამ დროს მი­თხრა და­ქალ­მა, – წა­მო­დი, ვარ­ჯი­ში და­ი­წყე და გიშ­ვე­ლი­სო. მა­შინ ფუ­ლიც კი არ მქონ­და აბო­ნი­მენ­ტის შე­სა­ძე­ნად. ძა­ლი­ან ია­ფად გა­მი­კე­თეს, მახ­სოვს, აბო­ნი­მენ­ტი. ავე­დით ფიტ­ნეს­დარ­ბაზ­ში. და­ვი­წყეთ წინ და უკან ბო­დი­ა­ლი, რა და რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, არც ვი­ცო­დით. ამ დროს მო­დის ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რი კა­რე­ნა, ახლა უკვე ჩემი პი­რა­დი მწვრთნე­ლი და გვე­კი­თხე­ბა – გო­გო­ე­ბო, დახ­მა­რე­ბა ხომ არ გინ­და­თო? არა მეთ­ქი – სპორ­ტსმე­ნე­ბი ვართ – მეთ­ქი და გა­ვაგ­რძე­ლეთ ჩვენ­თვის ვარ­ჯი­ში. მაგ­რამ 5 წუთ­ში მივ­ხვდით, რომ აზ­რზე არ ვი­ყა­ვით და ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა. მწა­რედ მახ­სოვს, ისე მა­ვარ­ჯი­შა, რომ კი­ბე­ებ­ზე უკა­ნას­ვლით ჩავ­დი­ო­დი ტკი­ვი­ლის­გან. ფეხს რომ ვდგამ­დი, მი­კან­კა­ლებ­და და მე­კე­ცე­ბო­და. აქე­დან და­ი­წყო ჩემი და ჩემი მწვრთნე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა.

– მაკა, შენ ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი ხარ და სულ სხვა სფე­რო­ში, რის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რმა არ იცის. მო­მი­ყე­ვი ამის შე­სა­ხე­ბაც…

– მშობ­ლებ­მა 6 წლის ასაკ­ში ცურ­ვა­ზე მი­მიყ­ვა­ნეს. დავ­დი­ო­დი ცურ­ვა­ზე, თუმ­ცა ეს ჩემი არ იყო. არ შე­მიძ­ლია ეს კედ­ლი­დან კედ­ლამ­დე ცურ­ვა. ვი­ყა­ვი სა­დღაც 14 წლის, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ლა­გუ­ნა­ზე ქალ­თა წყალ­ბურ­თის ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მი­ვე­დი, მო­ვე­წო­ნე და და­მი­ტო­ვეს, ისე რომ ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს. დავ­დი­ო­დი წყალ­ბურთზე და მათ ეგო­ნათ, რომ უბ­რა­ლოდ ცურ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი. რო­დე­საც შემ­დეგ შე­ჯიბ­რზე მო­ვი­გეთ, ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ “ლე­ლო­დან“ შე­ი­ტყვეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა. მა­შინ ცოტა სხვა დრო იყო, – გო­გო­ებს, ვინც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ცურ­ვა იცო­და, ვგუ­ლის­ხმობ, ქალ­თა წყალ­ბურთს, სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ­დნენ, ცოტა “ტე­ხავ­და“. აღიქ­მე­ბო­და, რა­ტომ­ღაც, რო­გორც მა­მა­კა­ცუ­რი სპორ­ტი. მა­შინ სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი იყო, ვიდ­რე ახლა.

– და აქვე, წყალ­ბურ­თის გარ­და, შენ მიღ­წე­ვე­ბი გაქვს ფიტ­ნეს­შიც…

– 10 წე­ლია აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ფიტ­ნესს­ფე­რო­ში, კერ­ძოდ, პი­რად მწვრთნე­ლად ვმუ­შა­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა ფიტ­ნეს­ში მიღ­წე­ვებს, გა­მოვ­დი­ო­დი ჯერ “ფიტ­ნეს ბი­კი­ნი­ზე“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დი “ბოდი-ფიტ­ნეს­ში”. ეს შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­აა და 50 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც წარვსდე­ქი “Muscle Worlds NPC”-ის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და გავ­ხდი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი და მო­ვი­გე ოქ­როს მე­და­ლი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში “Woman Figure”.

თეგები: გივი სიხარულიძემაკა ხიზანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved