• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ერეკლეს თაობაზე წიაღსვლებმა მე პირადად ერთ რამეზე დამაფიქრა – თორნიკე შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
17:44 06-07-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:

“ერეკლეს თაობაზე წიაღსვლებმა მე პირადად ერთ რამეზე დამაფიქრა.
ქართულ კინოში თითქმის არ არის ასახული საქართველოს ისტორია.
საბჭოთა კავშირის დროს ქართულმა კინომ ორი გმირი გვაჩუქა – სააკაძე და ბაში-აჩუკი. სააკაძეზე (რომელიც მართლაც რომ საკამათო ფიგურაა) ფილმი 1942 წელს გადაიღეს, – გაგანია ომის, გაგანია სტალინიზმის დროს, და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩემი აზრით ამ ფილმის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი არის “რუსი მოდის,” ანუ გარე მხსნელი არსებობს და ის ოდესღაც მოვა. ბაში-აჩუკში გარე მხსნელი არ ჩანს, მაგრამ (ისევე როგორც სააკაძეში) ჩანს მთავარი მტერი ირანის სახით.
ეს არის და ეს. გამოჩენილ მეფეებზე (დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე) ფილმები არ გვაქვს. მხოლოდ ისევ მრავალტანჯული ერეკლე ჩანს “მაია წყნეთელში,” ოღონდ მართლაც საცოდავ და ტანჯულ მეფედ ჩანს რომელსაც მაიას მეზარბაზნე ბიჭები იხსნიან ომში. კიდევ ჩანს სერიალში “წიგნი ფიცისა,” მაგრამ ამ ფილმის სერიოზულად განხილვა საერთოდ არ ღირს.
გასაგებია რატომაც არ გადაიღეს ასეთი ფილმები საბჭოთა კავშირის დროს; ცენზურა და პროპაგანდა ზოგადად მეფეების (კლასობრივი მტრების) განდიდებას ერიდებოდა. თუკი მეფეებზე ფილმებს იღებდნენ, ისინი რუსები იყვნენ. არარუსი მეფის განდიდება არარუსული ნაციონალიზმის საფრთხეს უკავშირდებოდა. რომ გადაეღოთ გვარიანი პროპაგანდა იქნებოდა, “წიგნი ფიცისას” სტილში.
და რატომ არ გადაიღეს დამოუკიდებელ საქართველოში? არ ვიცი, მაგრამ იქნებ კარგიცაა რომ არ გადაიღეს, რადგან საბჭოთა კავშირი კი დაინგრა, მაგრამ მისი გავლენა ყველაზე მეტად მგონი მგონი სწორედ ისტორიაზე იგრძნობა – ყველაფრის შავ-თეთრ ტონებში აღქმა, პათეტიკურობა და დრამა ქვინობა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved