• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფი ანჩისხატის მისსავე სახელობის ტაძარში გადატანის მოთხოვნით, აქციას გამართავს

ალია ავტორი - ალია
14:33 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

ხელოვნების მუზეუმთან, ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფი ანჩისხატის მისსავე სახელობის ტაძარში გადატანის მოთხოვნით აქციას გამართავს. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია გუშინ დაიწყო,  თუმცა მუზეუმში არ საუბრობენ კონკრეტულად რომელ ექსპონატს სად გადაიტანენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადავა, რომელიც ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ნაწილი კი იმავე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბე კორპუსში:

“გადატანა-გადმოტანა კონფიდენციალურია და უსაფრთხოების მიზნით, არ მაქვს უფლება ვისაუბრო. დიდი ნაწილი ალბათ გადავა ჯანაშიაში და მეორე ნაწილი ბე კორპუსში” ამბობს ხელოვნების მუზეუმის ფონდის დირექტორი, გია მარსაგიშვილი. 

ხელოვნების მუზეუმის შენობა მინისტრმა წულუკიანმა ამორტიზებულად გამოაცხადა და დაკეტა, რასაც სფეროს სპეციალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, სამინისტრომ, ისე გადაწყვიტა კულტურული მემკვიდრეობის გატანა შენობიდან, რომ მათთვის უცნობი იყო ევაკუაციის გეგმა და პირობები. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წულუკიანის უწყება სწორედ იმ გეგმით ხელმძღვანელობს, რომელიც მისივე გათავისუფლებული თანამშრომლების მიერაა შედგენილი.

ამ ფაქტს ისინი მიესალმებიან და ამბობენ, რომ გეგმა პროფესიონალებმა შეადგინეს და კარგია თუ წულუკიანს ამის აღიარება მოუწია.

ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გატანილია 11 ექსპონატი. პროცესი დღესაც გაგრძელდება, ხოლო რა ბედის ელის შენობას, რომელიც მინისტრმა ამორტიზებულად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი რეაბილიტაციაც შეუძლებელია, უცნობია.

თეგები: ანჩისხატიაქციახელოვნების მუზეუმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved