• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:45 06-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

 მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს :

 

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სოციალურ ქსელებში სათანადოდ ვერ ვაქტიურობ, მაგრამ გადავწყვიტე, ამ თემას გამოვეხმაურო.

გუშინ, ევროპის ყველაზე გავლენიანი სახალხო პარტიის ყრილობა ვნახე, რომელსაც როტერდამში ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტტე მასპინძლობდა და რომელსაც ესწრებოდა ევროპის მრავალი სახელმწიფოს ლიდერი.
პარტიის თავმჯდომარემ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, დონალდ ტუსკმა თავისი სიტყვის დასასრულს ჩემი მიმართვა წაიკითხა. ჩემი სკამი სიმბოლურად პირველ რიგში დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით. იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა.
ის, რაც გუშინ მოხდა როტერდამში ჩემთან მიმართებით, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის (და მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და უკრაინის მოქმედი თანამდებობის პირი ერთდროულად).
ძალიან მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის.
ჩემი პოზიცია დღესავით ნათელია – მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, მიუხედავად ჩვენი უკანონო და უსამართლო ტყვეობისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა. სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება. ყველა პატარა ქვეყანა, რომელიც კანდიდატი ხდებოდა, საკმაოდ მალე გახდა ევროკავშირის წევრი.

ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი! “

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved