• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქალაქელები ნუ ღლიცინებთ თელაველებზე –  თელაველებს პაპა შეაგინეს, რომელიც დედაზე და მამაზე ნაკლებ არ უყვართ” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:00 06-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,336

ექიმი, დავით მრელაშვილი:

“მოზარდი ასაკის – მე-5-მე-11 კლასის მღვიძარე ნაწილი (დღეები), ალბათ უფრო მეტი მაქვს გატარებული ერეკლე მეფის სასახლეში (თვითონ თელავის პირველი საშუალო სკოლის შენობის რომელიც სასახლის ნაწილია, შატალოები ციხის ქონგურებზე, სკოლის შემდეგ შეკრებები და ა.შ.), ვიდრე საკუთარ სახლში დედასთან და მამასთან.
ეს ისე – მერე რომ არ მითხრათ სუბიექტური ხარო.
კი ვარ.
მოდით მარტივად ავხსნათ რატომაა ალოგიკური და თვითონ ამ ფრაზის ავტორი (თავისდა უნებურად) ვერ ასაბუთებს რომ ერეკლე მეფე მოღალატე იყო.
სანამ ვიმე საპირისპირო აზრს დაწერდეს ამ პოსტზე – ერთი აუცილებელი პირობაა – სიტყვა “მოღალატის” განმარტება მონახეთ ინტერნეტში და დაურთეთ წინ თქვენს არგუმენტს, რომ შორს წასვლა არ მომიწიოს კონტრ-არგუმენტისთვის.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ – ამ წინადადების ავტორი სასწრაფო წესით ამისამართებს თავის ნათქვსმს ყველასათვის (უფრო) დიდ ავტორიტეტებთან როგორებიცაა ილია, ნიკოლოზ ბარათაშვილი, და ასე შემდეგ. ამავე დროს – ილუზიონისტის სიოსტატით ანაცვლებს თავის ნათქვამს მათი ვითომ და იგივე, მარა სულ სხვა რამის ნათქვამით (რაც ფუნდამენტალურად განსხვავებული მნიშვნელობისაა ვიმეორებ), და ამასთან ერთად – აიგივებს ამ ორს. აი მანდაა ძაღლის თავი.
ის რომ რუსეთის შემოშვება კარგად არ დაუჯდა საქართველოს და აშკარა იყო 100 წლის შემდეგ და 200 წლის შემდეგ, ამას ილია და აკაკის მოშველიება არ ჭირდება – ყველამ ვიცით (ნუ რუსულ ნაფტალინში მუმიფიცირებული სამწუხარო გამონაკლისების გარდა).
მაქსიმუმ რაზეც თეორიულად აზრში ჯდება რომ იმსჯელო (და მაგაზეც პრაქტიკულად ვერ იმსჯელებ – დავასაბუთებ თუ რატომ) – არის ის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი შეცდომა იყო თუ არა – რაც მოღალატეობისგან უკვე ფუნდამენტალურად განსხვავებული მცნებაა, რადგან მოღალატეობის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა – მიზანმიმართულობაა (შეცდომის საპირისპირო).
ის რაც ძალიან ცოტაჯერ შემხვდა სოციალურ სივრცეში არის ის რომ – ვინც ამბობს შეცდომა იყოო – არც კი ახსენებს ალტერნატიულ არჩევანს რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია ამ ალტერნატიული რეალობის მოხდენის გარეშე – ანუ რომ არ დადებულიყო ტრაქტატი – რა მოხდებოდა. შეცდომა აუცილებლად შედარებითია მეორე არჩევანთან რომელიც არა-შეცდომაა ხო? ცალკე შეცდომა ვერ იარსებებს როგორც არჩევანი.
ანუ ამაზე მარტივი პასუხია – არ ვიცით, და ვერც ვერასოდეს გავიგებთ შეცდომა იყო თუ არა, წერტილი.
ანუ მავანს იმის თქმა უნდა – რომ ის, ვინც დღეს (2022 წელს), ან თუნდაც 100 წლის წინ თვლის რომ ეს შეცდომა იყო, უკეთესად იცოდა ქვეყნის სამხედრო, ეკონომიკური მდგომარეობა 1783 წელს ვიდრე ამ ქვეყნის მეფემ, რომ ტრაქტატზე უკეთესი არჩევანი გვქონდა გაგვეგრძელებინა მარტოს წინააღმდეგობა მინიმუმ სპარსეთის და ოსმალეთის თეორიული დაშინების გარეშე რომ აწ რუსეთი “გვიცავდა” .
ერეკლემ საქართველო რუსეთს არ შეუერთა. აარც ხელი შეუწყვია რომ შეერთებოდა. საქართველო რუსეთმა შეიერთა ერეკლე მეფის სიკვდილის შემდეგ, გამომდინარე მისი უკიდურესად დასუსტებისგან. თუ ვინმეს ჰგონია რომ ტრაქტატი რომ არ ყოფილიყო – რუსეთი ხელს არ დაგვადებდა – დღევანდელ უტრაქტატო (მარა კაი ტრაქტორებიან) უკრაინას შეხედეთ.
ისე როგორც შეიერთა ყირიმი, აფხაზეთი, ოსეთი, და სცადა დნრ-ს და ლნრ-ს მიერთებაც რაც უკვე აღარ გაუვიდა ადვილად. ზოგზე ჰქონდა “ქაღალდებით გაფორმება”, ზოგზე არ ჰქონდა (გააჩნია იმ მომენტში პრინტერში კარტრიჯი იდო თუ არა).
ფარატინა ქაღალდები როგორიცაა გეორგიევსკის ტრაქტატი თუ მინსკის შეთანხმება – დარჩა ქაღალდებად.
ჰო, და კიდე ის – ყოველგვარი უპატივცემულობის გარეშე – ბატონი ლევანი რომ ღვაწმოსილი პედაგოგია, ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, როგორი განათლებულია, ან რამდენი სტუდენტი ჰყავს – ეგ არანაირად არ “აპრავებს” უბრალოდ არასწორ (თავისივე ლოგიკით) ნათქვამს. ვინმე თუ კარგი ექიმია, და არასწორი მკურნალობა დანიშნა, რადგან კარგი ექიმია – ეგ არ ამართლებს კონკრეტულ შემთხვევას – იგივე პასუხისმგებლობა მოეთხოვება რაც ნაკლებად მცოდნე ექიმს, ხომ?
არა ერთი მეგობარი თუ ნაცნობია ვის აზრსაც მე პატივს ვცემ (მიუხედავად ამ თემაზე პოზიციის) და რაღაც მომენტში ოპონირებენ ზემოთ მოცემულობას, ოღონდ არა იმ საკითხით რაზეცაა კამათი – არამედ იმით რომ – “ვაა, ეს კახელები 200 წლის მკვდარ მეფეს იცავენ”. ეს სხვა საკითხია მეგობრებო, კახელების გამოხატვის “არა-მოსაწონი” ფორმა – რბილად რომ ვთქვათ, ქალაქელი პროფესორის მიერ “რადგან ყვითელია ესეიგი ლიმონია” ლოგიკის არგუმენტად არ გამოდგება.
და კიდევ ერთი: საქართველოში ძალიან გახშირებულია ეგრედ წოდებული “შეიმინგის” (შერცხვენის) ტაქტიკა რათა ოპონენტს აჯობო არა იმ საკითხში რაზეცაა საუბარი – არამედ მდელოს გადაღმა თემის გადატანით და იქ მოგებით (მაგალითად – “ჰო, ნუ მოღალატე შეიძლება არ იყო, მაგრამ რა გოიმობაა ასე გამოსვლა ჩოხა-ახალუხით და მკვდარი მეფის დაცვა”, ან “მაგაზე მეტი პრობლემა არ გვაქვს რომ ეს ხალხი ასეთ რამეებზე შეიკრიბა”).
ან კიდევ – “რა უპატივისმცემლობაა ასე თქმა” (და პირდაპირ ან არაპირდაპირ გულისხმობა – “როგორ შეიძლება ეგ რასაც ამბობს მართალი იყოს”).
კი ბატონო, 100% გეთანხმებით იმაზე რომ მაგაზე გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს აწმყოში, და ზოგადად სიტუაცია სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ იმ სხვა პრობლემების ხარჯზე მოცემული კონკრეტული თემის განუსაზღვრელად “გაპრავება” უკეთეს შემთხვევაში უმწიფარი ფსიქოლოგიური დეფენს მექანიზმია, უარეს შემთხვევაში ნეპოტიზმის ნაირსახეობა ავტორის გასამართლებლად.
თქვენ კიდე ქალაქელები ნუ ღლიცინებთ თელაველებზე – “ერეკლე მეფეს იცავენ ბერძენიშვილისგანო”. ეგრე არ არი. თელაველებს პაპა შეაგინეს, რომელიც საკუთარ დედაზე და მამაზე ნაკლებ არ უყვართ. ჰოდა შედეგს საპირისპირო მიმართულებით “ენა ტკბილად მოუბარს” ნუ ელოდებით, ბჯოს!
და ბოლოს – კომენტარში გია მურღულიას გიტოვებთ მათ ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს – ასე მიახლოებულად მე როგორც მესახება ეს თემა – მასზე უკეთესად არავისგან გამიგია. 20 წუთიანი ლექციისთვის კაი ხანია არავისთვის არ მიყურებია – ჩემი ყურადღება დეფიციტური ჰიპერაქტიულობის გადამკიდე. მარა მისი მოსმენის თვითოეული წუთი ოქროა!”
თეგები: დავით მრელაშვილითელავილევან ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved