საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს გამოცემიდან მეექვსე დღეს ჩაბარდათ სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს საშუალება ეძლევათ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ და ექსპერტიზა ჩაატარონ.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მინისტრ რატი ბრეგაძის უწყება კანონის აღსრულებას მიზანმიმართულად, ბიუროკრატიული პროცედურებით აჭიანურებდა, თუმცა, ახლა მას უკვე ჩაბარებული ექნება განჩინება და ბარიერს ვეღარ შექმნის.

კომენტარები