• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წალენჯიხის მერის საგანგებო განცხადება და თამამი გადაწყვეტილებები

ალია ავტორი - ალია
13:43 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,745
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავა:
“საგანგებოდ!!!
წალენჯიხის თვითმმართველობა ფრიად საპასუხისმგებლო ფაზაში შედის!
საკითხი ეხება თვითმმართველობის რეფორმას, სტრუქტურის რეორგანიზაციას იმგვარად, რომ მივიღოთ ეკონომიური და ეფექტური თვითმმართველობა, რომ მოსახლეობა დარწმუნებული იყოს – მათი ფული დათვლილია, გათვლილია და ეკონომიურად იხარჯება.
2012-2021 წლებში მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდა საშტატო ერთეულების მნიშვნელოვანი მატება ყოველგვარი დასაბუთების, ეფექტურობის და შესაბამისობის დადგენის გარეშე. ჩვენ ვერ მოვიძიეთ ეფექტურობის და შესაბამისობის დადგენის შიდა დოკუმენტაციაც კი. ახალი შტატები იხსნებოდა (!) სურვილის და ბრძანების საფუძველზე. შედეგად მივიღეთ არაეფექტური და არაეკონომიური მერია.
არსებული სურათის შეცვლის მიზნით, მერის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შედგა გასაუბრებები და დაიდო პირველადი დოკუმენტი არსებული მდგომარეობის აღწერილობით. გასაუბრებებზე გამოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული ფუნქციები და მოვალეობები, ხშირია ფუნქციების დუბლირება, ვერ აღწერდნენ ბოლოს შესრულებულ დავალებებს და ის რომ საშტატო ერთეული მორგებულია კონკრეტულ პირზე, სხვადასხვა ნიშნით.ინტერვიუერები და სამსახურის უფროსები ვერ ასაბუთებენ საკუთარ სტრუქტურებს. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ, მერიის რიგ სამსახურებს დღესაც არ აქვთ წარმოდგენილი თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობანი.
რეორგანიზაციის პროცესმა გვაჩვენა, რომ მერიაში არსებობს სრულიად დაუსაბუთებელია 18 სამსჯელო საშტატო ერთეული, რომელთა ხელფასები შეადგენდა წელიწადში დაახლოებით 200000 ლარს. 10 წლის განმავლობაში კი ეს 2 მილიონი ლარია.
სახეზეა უყაირათოდ დახარჯული 2 მილიონი ლარი, ეს მაშინ, როცა თვით მერიის შენობაში არ შეისვლება… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა 6-7 აუშენებელი ბაღი, ან აუშენებელი წყალსადენი, ან მწირი, უკალორიო კვება ჩვენი ბაღის ბავშვებისათვის, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2 ლარიც კი არაა გათვალისწინებული ოთხჯერად კვებაში, ან კიდევ ბევრი სხვა სიკეთე, რაც ასე აკლია წალენჯიხას.
გვაქვს კიდევ უფრო დიდი პრობლემაც ამ ჭარბი, დაუსაბუთებელი საშტატო ერთეულების და სტრუქტურის ფონზე:
✓ არ არსებობს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ტურიზმის (აუცილებელი) სტრუქტურა, შესაბამისად, არც ტურიზმის სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არ გაკეთებულა არაფერი!
✓არ არსებობს ეკონომიკური განვითარების მოდელზე მომუშავე (აუცილებელი) სტრუქტურა, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და განვითარების სტრატეგია! ამ მხრივაც გვაქვს-არაფერი!
✓ არაეფექტურია საზოგადოებასთან კომუნიკაცია!
✓არ არსებობს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სტრუქტურა, შედეგად, არ კონტროლდება თანამშრომლების,სტრუქტურების, მიერ თავიანთი ვალდებულების შესრულება!
სრული სურათისთვის:
რეფორმის განხორციელებისა და რეორგანიზაციის მოდელში მერია შემოდის წინადადებით:
1. გაუქმდეს 18 გაურკვეველი, დაუსაბუთებელი შტატი;
2. შემოღებულ იქნას ტურიზმის სტრატეგიის, ეკონომიკური განვითარების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სტრუქტურები და მოწესრიგდეს საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხი.
შედგეს სწორი თვითმმართველობა!
(!) მიმაჩნია, რომ დღეს ნოვატორული მიდგომის, რეფორმის, რეორგანიზაციის დროა. პოლიტიკურ, პარტიულ კონიუნქტურაზე დაშენებული სტრუქტურა ვერ იტვირთავს იმ გამოწვევების გამკლავებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარება, ეფექტური მერია, გვჭირდება ყოველი თეთრის ეკონომია, გვჭირდება ქმედითი სტრუქტურები და უმაღლესი კვალიფიკაცია…
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავ საკრებულოს, პოლიტიკურ ძალებს, ფრაქციებს, მივიღოთ მონაწილეობა და მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები – მხოლოდ წალენჯიხისთვის!”
თეგები: გია ხარჩილავაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved