• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუგო

ალია ავტორი - ალია
20:03 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
404230

404230

Facebook-ზე გაზიარება
247

“ფორმულა” ინფორმაციით, British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუგო. კომპანია კანონში არსებულ იმ ჩანაწერზე ჩიოდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია აკრძალულია.

სასამართლო პროცესებზე კომპანია აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდებაზე შეზღუდვები, თუმცა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლი დაუშვებელია.

მოპასუხის პოზიციით კი რეგულირების მიზანს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. საბოლოოდ, სასამართლომ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო და სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ კომპანიებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად პროდუქციის გაყიდვა უნდა შეეძლოთ.

“თამბაქოს კონტროლის კუთხით საკითხი ისე შენარჩუნდება, როგორც იყო, ხოლო მეწარმეებს შორის კონკურენციის საკითხი მოექცევა ისეთ ჩარჩოებში, რომ ბაზარზე ბიზნესს თავისუფალ გადაწყვეტილებებს არ აუკრძალავს. მეწარმე სუბიექტისთვის განსაზღვრა, თუ რა დროს რა ესაჭიროება ფასწარმოქმნის ნაწილში, მიუღებელია“,- აცხადებს BAT-ის ინტერესების დამცველი, გიორგი ყავლაშვილი “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას.

BAT-სა და საქართველოს პარლამენტს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც “ომეგა ჯგუფმა” British American Tobacco-ს სასამართლოში უჩივლა. თვითღირებულებით თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის გამო BAT-ი მაშინ 100 მილიონი ლარით დაჯარიმდა, თუმცა სასამართლომ ჯარიმა გაუუქმა. კომპანიის იურისტი “ბიზნეს ფორმულასთან” აცხადებს, რომ აღნიშნულმა დავამ ინვესტორი შეაშინა, ვინაიდან არ იყო გამორიცხული, მსგავსი დავები მომავალშიც გაგრძელებულიყო. როგორც გიორგი ყავლაშვილი აღნიშნავს, British American Tobacco-ს საქართველოს ბაზრის დატოვების სურვილიც ჰქონდა, თუმცა ის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა.

თეგები: უზენაესი სასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved