• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა მრავალი თვალსაზრისით…” – რას წერს ზურაბ გურული?

ალია ავტორი - ალია
17:46 05-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,963

 ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული  ფეისბქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსეთ – უკრაინის ომის დეტალებს განიხილავს : 

 

“რუსეთი მსოფლიო-ეკონომიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო სამი ათეული წელი, ამიტომ მისი სრული ჩახსნა ამ სივრციდან დროში გაწელილი პროცესი იქნება. კიდევ რამდენიმე წელი იფუნქციონირებენ გარკვეული დასავლური კომპანიები და ფინანსური სექტორები რუსეთის ტერიტორიაზე; შეიცვლიან სახელს, შეეცდებიან მაქსიმალურ მიმიკრიას სანქციების თავიდან ასაცილებლად; უზარმაზარ პერსონალურ მოგებებსაც გამოწურავენ ათასნაირი მაქინაციებით;

გამოიყენებენ ბუფერულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეებს თავისებურ პარაკრიმინალურ „ოფშორებად“, მაგრამ საბოლოო კრახი მაინც გარდაუვალი იქნება. ამ პროცესში რუსეთი პრაქტიკულად დაკარგავს თავისი დარჩენილი ინტელექტუალური პოტენციალის არსებით ნაწილს ემიგრაციის სახით. რუსულ სამხედრო ინდუსტრიას მომავალი აღარ ექნება თანამედროვე, დახვეწილი ტექნოლოგიების განვითარების შეუძლებლობის გამო.

რუსული სამხედრო ოპერაციები უკრაინაშიც ზუსტად იმდენი ხანი გაგრძელდება, რამდენიც დასჭირდება რუსეთის საბოლოო ჩახსნას საერთაშორისო ეკონომიკური სივრციდან. უკრაინას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი „ვალუტა“ ამჟამად მთელ ევროპაში. ეს „ვალუტა“ არის მოტივირებული, გაწვრთვნილი, ბრძოლის ჟინით სავსე ჯარისკაცი. ასეთი ჯარისკაცების ყოლის ფუფუნება დიდი რაოდენობით, ამჟამად მსოფლიოს არცერთ დიდ ქვეყანას არ გააჩნია.

ამასთან, უკრაინელი და უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჯარისკაცების რაოდენობა დროთა განამვლობაში არათუ შემცირდება, არამედ გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. უმაღლესი ხარისხის ამერიკულ და ევროპულ იარაღთან ასეთი ჯარის „დაწყვილება“ უპირობოდ შექმნის პლანეტის ერთერთ წამყვან სამხედრო ძალას. ამ ძალას ვერანაირად ვერ დაუპირისპირდება რუსეთის დეგრადირებული ოფიცერთა კასტა და უინტელექტო, გაუწვრთვნელი, უმოტივაციო ჯარისკაცების ამორფული მასა.

ოღონდ … ამისათვის აუცილებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდეს და კონფლიქტი არ დაკონსერვდეს. ამასთან, აუცილებელია რომ რუსეთმა კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ამჟამინდელი ლიდერი მთელი თავისი ძალაუფლებით. საკმარისია ომის შეწყვეტა, რომ რუსეთის მსოფლიოსგან „ჩახსნის“ პროცესი ჯერ შენელდება, მერე კი სრულიად შეწყდება.

ასევე საშიშია პუტინის ჩანაცვლება რომელიმე მკვეთრად ნაციონალისტი ლიდერით, მაგალითად ნავალნით, რომელსაც დასავლეთი გარკვეულ შეღავათებს აღუთქვამს იმის იმედით, რომ ახალი ლიდერი რუსეთს დემოკრატიის რელსებზე შეაყენებს. ეს იქნება ე.წ. „გადატვირთვის“ მორიგი მახინჯი და მავნე ვერსია.

ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საშიში მიმართულებით სვლის აღკვეთა შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდია თავიანთი უკომპრომისო პოზიციით. ისინი წარმოუდგენელ ფსიქოლოგიურ დაწოლას უძლებენ ყოველდღიურად. როდესაც გავიაზრებთ, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი ოსტინი და მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი უბინძურესი პოლიტიკოსი სილვიო ბერლუსკონი ერთნაირი პათოსით მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ, დაახლოებით მიხვდებით რა დომხალიცაა ამერიკა-ევროპის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში ამ ომთან დაკავშირებით;

მიუხედავად იმ კოლოსალური ფინანსური და სამხედრო დახმარებისა, რომლებსაც ისინი უკრაინას აწვდიან. ეს ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო და არის, რადგან კრებითი „დასავლეთი“ ცდილობს განჭვრიტოს რუსეთისგან გაჩენილი „ვაკუუმის“ საშიში გავლენა მსოფლიო უსაფრთხოების ბალანსზე. საკმარისია ზელენსკიმ მცირეოდენი სისუსტე გამოიჩინოს და რაიმე კომპრომისზე წავიდეს, რომ მსოფლიო სულ სხვა მიმართულებით გააგრძელებს სვლას.

საქართველოს მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა მრავალი თვალსაზრისით. რუსეთის მიერ საქართველოსგან ე.წ. ბუფერული, ეკონომიკური ოფშორის შექმნა ბოლომდე გარყვნის ისედაც არარსებულ პოლიტიკურ სექტორს, რომელიც რეალურად ერთ კაცზე აწყობილი პარაკრიმინალური სინდიკატია. ქვეყანაში შემოვა კოლოსალური რაოდენობით შავი ფული, რომელიც ბიუჯეტს გვერდს აუვლის და სინდიკატის უმაღლესი კლანის ჯიბეებში ჩაილექება. რუსეთში კი არალეგალური ფინანსური ოპერაციების ერთადერთი განმკარგველი სპეცსამსახურები იქნებიან, რომელთაც განკარგულებაში ეყოლებათ პროფესიონალი მკვლელებისა და დივერსანტების გაწვრთვნილი ჯგუფები.

ამ ჯგუფების მოქმედების არეალი გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზეც, რაც აქამდეც ხდებოდა, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით. მოკლედ, როგორც მესამე რაიხის ოქრო ინახებოდა შვეიცარიაში და ამიტომ არ ისურვა ჰიტლერმა იქ შესვლა, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იქმნება საქართველოსთან დაკავშირებით. რუსეთს ჟანგბადივით სჭირდება დასავლეთთან მჭიდროდ ასოცირებული ბუფერული ზონა, სადაც თავის უკანონო, ფინანსურ ოპერაციებს განახორციელებს.

თუ ვინმე რატომღაც დაინტერესდება რუსეთიდან საქართველოში გადმოხვეწილი პროფესიონალების საქმიანობით, მარტივად აღმოაჩენს, რომ ისინი ძირითადათ დასავლეთის მიერ დაყადაღებული რუსული ფულის რეცხვით არიან დაკავებულნი. აქედან მოდის თავდაჯერებული პროპაგანდაც, რომ საქართველოს მთავრობა იცავს ქვეყანას თავისი ბრძნული და მოზომილი მოქმედებით რუსეთის შემოჭრისაგან. ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის უკრაინის დაზვერვამაც.

ამიტომ… ხსნა ომის გაგრძელებაშია. უკრაინამ უნდა გაზარდოს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა და არ დაუშვას არანაირი კომპრომისი თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით. თეორიული შანსი იმისა, რომ კუთხეში მიყენებული პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მიზერულია, რადგან რუსეთის მაკონტროლებელ მაფიოზურ ელიტას არანაირად არ ეტყობა საფლავში გმირულად წასვლის სურვილი და გამწარებული მუშაობს თავისი მილიარდების დასავლეთში უსაფრთხო გადატანაზე ახალი სახელებით, ანგარიშებითა და მაქინაციებით.

უკრაინის გამარჯვება იმდენად შეცვლის პოლიტიკურ ამინდს აღმოსავლეთ ევროპაში, რომ ალბათ შესაძლებელს გახდის საქართველოში ჩალექილი რუსული სპეცსამსახურების და მათი ფინანსური აპენდიქსების ნეიტრალიზების პროცესს. თუ ზემოთქმულს გავიაზრებთ, ადვილი გასაგები გახდება, რატომ მიმდინარეობს ამჟამად პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის დისკრედიტაციის უწყვეტი პროპაგანდა ქართული სამთავრობო „პროქსების“ მიერ”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved