• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!” – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
17:33 05-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
377

უფლებადამცველი ბაია პატარაია ფეისბუქზე წერს:

 

“აქ წერია: ისწავლეთ იმ მაგიდის დატოვება, სადაც ზრდილობით არ გიმასპინძლდებიან. (ინგლისურად უკეთ ჟღერს). ოჯახებში ძალადობა იმიტომ ხდება, რომ პატივისცემა ავიწყდებათ. ავიწყდებათ კი არა, არც იციან ხშირად.
ბავშვს რომ მშობელი ცემს და აგინებს, იმ ბავშვს პატივისცემა არ ეცოდინება, განსაკუთრებით ოჯახში. ქართულ ოჯახებში მოსულა ქალების და ბავშვების გინება და დამცირება, მერე ეს ჩაგვრა უკიდურეს ფორმებს იღებს.
გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!
დაქორწინებულო ქალებო: კარგად აუხსენით ქმარს, რა გწყინთ და რატომ გწყინთ; აუხსენით, რომ გინება და სხვა უხამსი მომართვა უპატივცემულობაა და ამას აღარ მოითმენთ. და მერე მართლა აღარ მოითმინოთ!
ბიჭებო: პატივი ეცით საყვარელ ქალებს, თუ პატივისცემა არ შეგიძლიათ, ე.ი. სიყვარული არ შეგიძლიათ. ეჭვიანობა სიყვარული არ არის! არ აგერიოთ კონტროლი/ფლობის სურვილიადამიანის და სიყვარული ერთმანეთში.
დაქორწინებულო კაცებო: მართეთ საკუთარი ლექსიკა და ისეთივე პატივისცემა გამოიჩინეთ ცოლ-შვილის მიმართ, რასაც დირექტორებთან და ქუჩის ავტორიტეტებთან იჩენთ. ოჯახის წევრების პატივისცემა ზედმეტი არასდროს არ არის.
არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე!
ოღონდ პატივისცემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორმხრივია, ამიტომ ასწავლეთ ერთმანეთს ის, რაც საკუთარ ოჯახებში შესაძლოა არ უსწავლებიათ. შეიძლება მამათქვენი აგინებდა დედათქვენს და თქვენ გცემდნენ კიდეც მშობლები, მაგრამ რა გაეწყობ -, ვაპატიოთ მათ ძველი ცოდვები და არ დავემსგავსოთ ცუდში.
პატივისცემა არ არის სადღეგრძელოს თქმა და ავტობუსში ადგილის დათმობა, პატივისცემაა, როცა არ უყვირი, როცა არ სცემ, როცა არ გძულს.
ან რატომ უნდა გვძულდეს ყველა? წაგვლეკა უკვე ამ სიძულვილმა. სულ ვიღაც გვძულს: ხან ნაცები, ხან ქოცები, ხან გეები, ხან სომხები, ხან მუსლიმები, ხან ბოშები, ხან შავკანიანები, ხან ჟურნალისტები, ხან ენჯეოშნიკები… სიძულვილით განვისაზღვრებით უკვე, “დაგმე მიშა” გვჭირს, არაა საჭირო ამდენი სიძულვილი… არც საკუთარი თავის სიძულვილია სიკეთის მომტანი. გიცდიათ, რომ სიყვარულით და არა სიძულვილით განგესაზღვრათ თქვენი თავი?”
Возможно, это изображение 3 человека, люди стоят и текст «Learn to leave the table if respect is no longer being served.»
თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved