• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,წადი, ძმაო, ჯერ შენი შვილი შეწირე სამშობლოს და მერე ატლიკინე ეგ ბოროტი ენა” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
04:24 05-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,018

 ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,რამ უნდა გაგაბოროტოს ცხოვრებაში ისე, რომ ყველაფერი, რაც შენს ერსა და ქვეყანაში საუკეთესოა, შებილწო, გააუფასურო, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო… რამ უნდა გადაგაქციოს შენი ერისა და ქვეყნის მარგალიტების მოქიშპედ. აი, ლევან ბერძენიშვილ-სტუკაჩოვს არავინ და არაფერი არ მოწონს, თურმე: რევიზიის და ანალიზის უფლება არა გვაქვსო?! გრძელი მახათი აქვს მომარჯვებული. რა რევიზია, რომელი რევიზია, ვის უწყობთ რევიზიას: დავით აღმაშენებელს? ერეკლე მეფეს? გიორგი სააკაძეს? წადი, ძმაო, ჯერ შენი შვილი შეწირე გააზრებულად სამშობლოს, მისი მოკვეთილი თავი დაიტირე და მერე ატლიკინე ეგ ბოროტი ენა.

აღმაშენებლის, სააკაძის, ერეკლეს ბრძოლამ საქართველო ფიზიკურად, ვიმეორებ: ფიზიკურად გადაარჩინა!!!!!!! და ვითომ სიმართლის მაძიებელ რევიზორებს ასეთი რა გაქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რომ არავინ და არაფერი არ მოგწონთ?! ან ვინ აღგჭურვათ ისტორიის ბოროტად გადაკეთებისა და გადაწერის ფუნქციით, რომ ხან ცოტნე დადიანის არსებობის არ გჯერათ და ხან სააკაძეს ეჩხუბებით,- რატომ ადრე არ მოაწყე
აჯანყებაო. როცა მზად იყო, მაშინ დაიწყო მოქმედება, რა დიდი ტვინიკოსობა უნდა ამას?!

მარტივი იქნებოდა ამ უბედურების ახსნა, ვიტყოდით,- კერძო შემთხვევაა, მაგრამ საქმე სინამდვილეში გლობალურ პროცესთან გვაქვს. ბერძენიშვილი ინსტრუმენტია. მიდის მიზანმიმართული კამპანია ეროვნული ცნობიერების, ეროვნული მეხსიერების, ისტორიული სიმართლის, ყოველივე ქართულისა და, რაც მთავარია, ჩვენთვის საამაყოს წინააღმდეგ. აღარაფერი წმინდა და მართალი აღარ უნდა დარჩეს, საამაყო აღარ უნდა დაგვრჩეს, მისაბაძი მაგალითი უნდა დაინგრეს. კი არ უნდა ვამაყობდეთ, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი წინაპრების, ვინაიდან ზოგი მოღალატე, ზოგი გამყიდველი, ზოგი უწესო და ზოგიც ლაჩარი ყოფილა. ახლა ეს უსინდისობა და უზნეობა არაა?!
ეჰ, ის დავით აღმაშენებელი ცოცხალი ყოფილიყო და ლევან სტუკაჩოვის ბოროტ ენას ადგილმდებარეობა და აკუსტიკა როგორ ექნებოდა შეცვლილი, ამას მთელი საქართველო ნახავდა.”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved