• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმდენად ძლიერმოქმედი ოყნაა, რომ მთავრობა კარგად აფინანსებს და მერე ამ საზიზღრობას ცხვირში გვტენის” – რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:00 05-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,571

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

 

“ახლა მოვიცალე და დავწერ:
დღეს მივდივარ პუშკინის ქუჩაზე, მესმის მამაკაცის კაპასი ხმა, სად არსებობდა, ბიჭო, უკრაინა, მაგათ დამწერლობაც არ აქვთ თავისი, პუტინი დედას უტ@@ავს, ხომ ხედავ, ძმაო…
სამი-ოთხი ადამიანი დგას, უსმენს, არ ეპასუხება.
ჯერ უხმოდ ჩავუარე და “აბა ომს რომ უწყებდა, რა ეგონა და ჩვენც ხომ არ გვინ”… – ეს რომ მოსწვდა ჩემს ფაქიზ სმენას, მკვეთრად მოვტრიალდი და გადაფსიხებული კი ვარ, მაგრამ მაქსიმალურად მშვიდად ვეკითხები:
-დარგის ექსპერტი ხართ?
შემომხედა ბეცი თვალებით.
ვუმეორებ:
-დარგის ექსპერტი ხართ, თუ საიდან იცით ამდენი, უკრაინას რომ დამწერლობა არ ჰქონდა და საერთოდაც, რუსებმა რომ შექმნეს?
-აბა ესაა კაი, რომ დაიწყო ომი? ვისთან? პუტინთან?
ნუ მე რაც ვუპასუხე, არ მოვყვები და იმან რაც იბობოქრა, მაგრამ მიხვდა ეტყობა, რომ მყარი არგუმენტების გარეშე ვერ “გადამიბირებდა” და ცოტა წახდა.
-ჩვენ დამწერლობა გვაქვს? – არ ვაცალე ამოსუნთქვა.
-აბა არ გვაქვს?
-თუ იცით, ბატონო, რატომ გვაქვს, ვისი დამსახურებაა?
-აბა არ ვიცი? ჩვენი წინაპრების ბრძოლითაა მოტანილი.
-და ვის ებრძოდნენ, ის თუ იცით, ბატონო, ვინ გვიპირებდა ენის წართმევას?
აი ეს აღმოჩნდა სტრატეგიულად ყველაზე სწორად გათვლილი კითხვა, ჩავითრიე მეორე მოქალაქეც საუბარში, როგორც იქნა და “უნდა დახვრიტონ პუტინი, ეგ”… აქ მოერიდა გინება და ბოდიშიო.
ბოდიში რა მოსახდელია პუტინის გინებაზე, ჩემო ბატონო, პოლიციელი კი არ ვარ, მაგისთვის დაგაკავოთ, არ მოგერიდოთ-მეთქი და კაი აბა, გაგახაროთ ღმერთმაო.
რატომ შეგაწუხეთ ახლა: ჩვენი მთავრობის “აბა ომი გინდათ” კარგად მუშაობს. ამას მოჰყვა: “გმადლობ, ბატონო ირაკლი, მადლობა ბატონ ბიძინას, ომში რომ ვერ ჩაგვითრია ბოროტმა დასავლეთმა.”
ეს იმდენად ძლიერმოქმედი ოყნაა, რომ მთავრობა კარგად აფინანსებს და მერე ამ დარეკლამებულ საზიზღრობას ცხვირში გვტენის, თან როგორი დაბანილ-დავარცხნილი მოქალაქეები გამოჰყავს კადრებში, სულ რევერანსებით რომ უხდიან მადლობას.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენი მოქალაქე უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. დავუჭიროთ და ვისაუბროთ, სანამ ჩვენ ხელისუფლება არ დაგვიჭერს.
და დაჭერაში მხოლოდ ციხეში ჩასმას არ ვგულისხმობ, დაჭერა სხვა მეთოდებითაც შეიძლება. ზოგს ციხეში ჩასმით დაგვიჭერენ, ზოგს – რა ვიცი, არ გამოელევათ მეთოდები.”
თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved