• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინი ოცნებობდა, გეოპოლიტიკა იცინოდა-ო – ომის მესამე ფაზა ახლოვდება” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
18:33 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342
დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:
კარგი ამბები გეოპოლიტიკიდან:
საქმე ასეა: რუსეთს უკრაინაში დიდძალი შეიარაღება შეაქვს, არ წყვეტს შეტევებს ხერსონზე და დონბასში. გარკვეული წინსვლაც აქვს, მაგრამ დიდი დანაკარგების თანხლებით. აშკარაა, რომ უმოკლეს ვადებში სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, რათა შემდეგ ომი მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაიტანოს და იქ მისთვის სასურველ პირობებზე შეთანხმებას მიაღწიოს.
თუმცა, ნათქვამია, პუტინი ოცნებობდა, გეოპოლიტიკა იცინოდა-ო.
გეოპოლიტიკაში კი რუსეთისთვის კარგი არაფერი ხდება. ვინმე პრორუსს რომ ჰკითხოთ, ვენესუელა, ირანი და ჩინეთი რუსეთის მეგობრები არიან..
– ვენესუელა თანახმაა ზურგი აქციოს რუსეთს, თუკი მას დართავენ ნებას გახდეს ნავთობის მომწოდებელი ჩრ.ამერიკაში. მადურო უკვე შეხვდა აშშ-ს წარმომადგენლებს ამ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად.
– იტალიამ იჩქარა და დათანხმდა რუსეთს გაზის საფასურის რუბლში გადახდას. ამასობაში ირანი მზადაა მის მიმართ სანქციების შერბილების სანაცვლოდ ევროპას მიაწოდოს 2,8 მლნ ბარელი ნავთობი დღეში. საუბარია რუსული გაზის ირანულით სრულად ჩანაცვლებაზეც. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
– ჩინელმა მაღალჩინოსანმა ფენ იუიძუნმა რუსეთი ფაქტობრივად მასხრად აიგდო. მან განაცხადა: “რუსეთს იმპერიის ამბიციები აქვს, მაგრამ რეალური ძალის დეფიციტს განიცდის”.
– ევროკავშირში გაიხსნა ტრიბუნალი რუსი ოკუპანტების მიერ სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.
– ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობას დათანხმდნენ. მათი წევრობა რუსეთისთვის იმას ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვა გახდება და იქ რუსულ გემებს აღარაფერი ესაქმებათ, ხოლო სახმელეთო საზღვარზე რუსეთს ფინეთის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამხედრო მანქანა შეუქმნის საფრთხეს.
– და მთავარი, რატომაც ჩქარობს რუსეთი: ლენდლიზის ფარგლებში აშშ-დან უკვე დაიძრა ყველა ლოჯისტიკური სამხედრო გემი უკრაინისკენ. ერთ-ერთი მათგანის სიგრძე 290 მეტრია და იტევს 70 ათას ტონა ტვირთს. ამგვარად ბრიტანეთის შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ ომში აშშ-ც ღიად ჩაერთო. ტვირთის ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ნაწილს წარმოადგენს გემების საწინააღმდეგო მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც 250-300 კილომეტრის სიშორიდან მოქმედებენ. ამ იარაღის ამოცანა შავ ზრვაში რუსული სამხედრო ფლოტის განადგურება და უკრაინული პორტების დებლოკირება იქნება.
– ომის მესამე ფაზა ახლოვდება. თუ ვინმეს კიდევ სჯერა მესამე ფაზაში უკრაინასთან ომში რუსეთის წარმატების, ვურჩევ ვალერიანი მოიმარაგოს. მისთვის საშინელი დრო დგება…”
თეგები: ოთარ ფანცულაიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved