• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გავრცელდა ივანიშვილის მორიგი განცხადება, სადაც ის Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
18:39 05-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
510

გამოცემა PRnewswire.com-ზე Credit Suisse-სთან დავაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქვეყნდება, სადაც  საუბარია იმაზე,  რომ ისინი მოელიან ბანკისგან ბერმუდის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას, სადაც ბანკმა $600 მილიონიანი დავა წააგო. ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ სექტემბერში მოელიან სინგაპურის მიერ სარჩელის განხილვის დაწყებას, სადაც $800 მილიონზე დავობს. ამასთანავე, ექს-პრემიერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს “პოლიტიკურ” ზეწოლას მასზე.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება:

“11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო გადახდა ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტებზე დაფუძნებული განმარტების გარეშე. კლიენტი კვლავ პასუხობდა მეურვის შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე, თუმცა მეურვემ ახალი „ანტირეკორდი“ დაამყარა ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების უხეში დარღვევით.

მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო CS Life-ის წინააღმდეგ (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) და მას დაავალა მოსარჩელეებისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. სექტემბერში დაგეგმილია სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის მიერ დანიშნული მეურვეების ქმედებების შედეგად 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის მიყენების თაობაზე.

“ის ფაქტი, რომ გერნსში Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, ბანკის ქცევის მოდელზე მიუთითებს, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. უფრო მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse-ი ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, რათა შელახოს ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია და ზუსტად ასე უნდა იყოს ეს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვართ გაკვირვებულნი ამ ქმედებებით, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესებს, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია ის, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს კიდევ ერთი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.

მაშინ, როდესაც Credit Suisse-ი ახალი “ანტირეკორდის” დამყარების პროცესშია, ისიც უნდა ითქვას, რომ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევა შვეიცარიის სასამართლოებში გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, Credit Suisse-ის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში. ოთხშაბათს დამატებითი მასალა გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის.”

თეგები: Credit Suisseბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved