• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ეს წყვილი ნახოთ თბილისში, იცოდეთ, მარიუპოლოდან მოდიან და მარიუპოლში მიდიან!” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
17:22 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,414

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

“გუშინ დილით მარიუპოლიდან ჩამოსული წყვილი გავიცანი… 55-60 წლის ცოლ-ქმარი.
3 კვირა გავატარეთ სარდაფში, სანამ გამოგვიყვანდნენო…
ვუთხარი, რომ დღე არ გავა მათთვის არ ვილოცო, მაგრამ ვიცი, ეს ცოტაა, ვუთხარი, რომ როცა მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ, ღამეები არ გვეძინა ჩვენც, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ მათგან განსხვავებით, მე სახლში ვიყავი, თბილად, გამოკვებილი. მოვუყევი ჩვენ გორზე და სოხუმზე… მოვუყევი, როგორ ერთია რუსი ჯარისკაცის ხელწერა, როდის და რატომ ესხმიან თავს ქალებს და ბავშვებს, ვუთხარი, რომ აფხაზეთშიც ქუჩებში და ჭებში ყრიდნენ ცხედრებს…
ქალი თითქმის არ ლაპარაკობდა, ტიროდა, ჩემთან ერთად, კაცს თვალები ჰქონდა დარდიანი, მაგრამ მშრალი.
ძნელი იყო, უხერხულიც, უზრდელურიც, მაგრამ ყველა ძალა მოვიკრიბე და მართლა ვკითხე, აბა, ომი გინდათ?
ახლაც არ მჯერა რომ ეს ვკითხე, მაგრამ ვკითხე .. რადგან, მე მართლა ვთვლი, რომ თუ შეგვიძლია ჩვენ ქვეყანაში შევეგუოთ ამ რიტორიკას, მაშინ, კეთილი უნდა ვინებოთ და სხვების პასუხებიც უნდა მოვისმინოთ…
ყველაფერი რაც გვითქვამს, რუსეთს რომ არ სჭირდება მიზეზი, შოლცი რომ იყო ჩასული ომამდე პუტინთან, ზელენსკი რომ მოლაპარაკებებს ომამდე სთავაზობდა – ყველაფერი მოყვა და ფინეთ+შვედეთის მაგალითიც მოიშველია, მერე კი მითხრა:
-ჩვენი შვილები კიევში ცხოვრობენ, ჩვენ მარიუპოლში. როცა როგორც იქნა გამოვაღწიეთ მარიუპოლიდან ცოცხლებმა, გავიგე, რომ ჩვენი მეგობრის, უკრაინელი ჯარისკაცის გოგოს, რომელიც მარიუპოლში იყო ჩამოსული ბებიასთან და ბაბუასთან, რუსმა ჯარისკაცები არაერთი დღე აუპატიურებდნენ. იმ გოგოს გამოყვანა მოხერხდა, მაგრამ როდის შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არავინ იცის. ჩემი მეგობარი, ამ გოგოს მამა ჯარისკაცია, ახლაც ომობს, თქვა, რომ სანამ ერთი რუსი ჯარისკაციც კი იქნება ჩვენ მიწაზე, არ დაისვენებს, თქვა, რომ ნებისმიერ რუს ჯარისკაცს პირდაპირ დაახლის ტყვიას – არასწორია? ვინმე გაუბედავს უთხრას, რომ არასწორია?
სანამ ის კაცი საუბრობდა, მე და მისი ცოლი ისევ ცრემლით ვტიროდით. კაცი საუბრობდა დაბალი, ჩაწყვეტილი ხმით, თვალები აუწყლიანდა, მაგრამ არ უტირია.
ვკითხე, რას ფიქრობდა უკრაინის ამჟამინდელ მთავრობაზე. მითხრა, რომ როცა ომი დაიწყო, პირველ დღეებში ცოტათი შიში გაუჩნდათ, რას იზამდა ახალგაზრდა, პოლიტიკაში გამოუცდელი პრეზიდენტი, წინა ხელისუფლებასავით ხომ არ მოიქცეოდა და ხომ არ ჩააბარებდა ყირიმივით მთელ ქვეყანას. მითხრა, რომ ახლა ამაყობენ თავისი მთავრობით, მათი განცხადებებით.
მითხრა, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა ზელენსკი, ინტერვიუებს სულ რუსულ ენაზე იძლეოდა, მოკლე ხანში მოახერხა და სრულად გადავიდა უკრაინულ ენაზე, რაც მათთვის, ხალხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
მითხრეს, რომ თბილისი კიევს აგონებთ, მაგრამ თბილისი უფრო მწვანეა…
წასვლისას, მითხრეს, რომ ძალიან მადლიერნი არიან აივნებზე, ფანჯრებზე გამოკრული თუნდაც პაწაწინა უკრაინული დროშებისთვის.
ჩემგანაც ელოდნენ, ალბათ, კიდევ რამის თქმას, გაჩუმდნენ და ერთხანს უტყვად, მაგრამ ჯიუტად მიყურებდნენ… მაგრამ მე უკვე ყველაფერი ნათქვამი მქონდა…
-მაპატიეთ, რომ მეტი არ შემიძლია – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე…
კაცმა თავი დამიქნია, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
ქალი სიტყვიერად დამემშვიდობა.
ჩემგან დაახლოებით 30 ნაბიჯში, კაცი გაჩერდა, სათვალე მოიხსნა და… იტირა… ქალი სახიდან თითებით წმენდდა ცრემლს და რაღაცას ეუბნებოდა…
საერთოდაც, რაღაცნაირი წყვილი იყო… უმეტესად, წყვილში ერთი მეტად მზრუნველია, მეორე, თუნდაც, ოდნავ, მაგრამ ნაკლებად, ესენი ერთმანეთზე ერთნაირად ზრუნავდნენ. უბრალო, სუფთა, კარგად გაუთოებული/მოწესრიგებული, ძველმოდური ტანისამოსი და ფეხსაცმელი ეცვათ ხმადაბლა საუბრობდნენ და უხმოდ ტიროდნენ ..
როცა ყველა ცრემლი მოწმინდა სახიდან ქალმა, ხელი ხელში ჩაკიდა და რამდენიმე ნაბიჯი ასე გადადგეს.
მერე კაცი გაჩერდა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, სათვალე გაწმინდა, გაიკეთა და დემონსტრაციულად შესთავაზა ქალს ხელი და მხარი, ისიც დაეყრდო და წავიდნენ…
ორივენი საშუალოზე ოდნავ დაბლები არიან, ორივენი წყნარად, დაბალ ხმაზე საუბრობენ, თუმცა, კაცის ხმა ჩამწყდარია, იქნებ იმიტომ, რომ კაცი ცრემლს ხშირად აბრუნებს უკან… კაცს მრგვალი სახე აქვს და სათვალეს ატარებს, სქელი, ოდნავ დატალღული, ნახევრადჭაღარა თმით, იდეალური წონა არ აქვს, მაგრამ პერანგი მაინც შარვალში აქვს ჩატანებული. ფეხთ ყავისფერი, არცთუ ახალი ფეხსაცმელი აცვია, ღია ყავისფერი, ერთიანი, არცთუ თხელი ლანჩით, ქალს კაბა აცვია, არც მას აქვს იდეალური წონა და წელზე შემოხვეული ქამარი ამას ხაზს მეტად უსვამს, შავი თმა უკან აქვს გადაწეული და კეფაზე აკეცილი. თვალები, ტუჩები, ღაწვები შეუღებავი აქვს, შეიძლება იმიტომ რომ ბევრს ტირის. ფეხთ შავი ფეხსაცმელი აცვია, მისი ფეხსაცმელი უფრო ახალივით გამოიყურება, საშუალო სიმაღლის, სქელი ქუსლით, კოჭთან შეკრული თასმით. როცა ქმარი ომზე საუბრობს, ისე უსმენს, თითქოს, პირველად ესმოდეს. როცა ომზე არ საუბრობენ ერთმანეთს უღიმიან.
როცა ერთმანეთს არ უღიმიან, თბილისის ქუჩებს უღიმიან.
თუ დაინახოთ ამ აღწერილობის წყვილი თბილისში, თუ დაინახოთ, ამ აღწერილობის კაცი ტროტუარზე, ქუჩისკენ ზურგშექცევით იდგეს, ხელში სათვალეს აწვალებდეს მოკლე თითებით და და ცრემლით ტიროდეს, ქალი კი სახით ქუჩისკენ იდგეს, მაგრამ კაცის გარდა ვერავის ხედავდეს და სახიდან თითებით წმენდდეს ცრემლს, იცოდეთ, მარიუპოლოდან მოდიან და მარიუპოლში მიდიან!
და მოიგებენ!
და ჩავლენ!
და ააშენებენ!
და კი, რამდენი რუსი ჯარისკაციც უნდა მოკლას მათმა მეგობარმა, რუსი ჯარისკაცებისგან, ბებიის და ბაბუის თვალწინ გაუპატიურებული გოგოს მამამ, გოგოს ამითი არაფერი ეშველება, მაგრამ არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე, რომელიც გაუბედავს და ეტყვის, რომ მის მიწაზე, მის ოჯახზე, მის დედ-მამასა და შვილზე თავდამსხმელი მშვიდობიანად და ტკბილი სიტყვით უნდა გააცილოს უკან!
და ადამიანი კი არა, ღმერთი არ არსებობს, რომელიც ამის თქმას გაუბედავს მათ!”
თეგები: მარიუპოლირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved