• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ იღუპებიან ბავშვები.. ყველა კითხვას აქვს პასუხი…” – შალვა კეკელია

ალია ავტორი - ალია
17:05 05-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

დეკანოზი შალვა კეკელია, ქადაგებაზე მძიმე თემას, ჩვილთა გარდაცვალებას შეეხო, მოძღვარმა შვილმკვდარი მშობლების მოვალეობაზე ისაუბრა : 

„ამ კვირაში ძალიან მძიმე უბედურება მოხდა ჩვენს ქვეყანაში. პატარა კიტა, კონსტანტინე, 2 წლის ბავშვი წავიდა ზეცაში, ღმერთთან. ოჯახისთვის ძალიან მძიმე და მწარეა. ასევე, 3 წლის მართამ დაგვტოვა და ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან.

წირვაზე ვხედავ, რომ ნიკოლოზი და თეკლა მოვიდნენ, ღვთის მსახურებას დაესწრნენ. გიორგობასაც ტაძარში იყვნენ, წირვაზე დადგნენ და წმინდა ზიარება მიიღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საოცარი ნაბიჯი. დღეს რამდენ ადამიანს წირვაზე წამოსვლა დაეზარა და რატომ – წვიმა არის და არ წამოვიდა. ადამიანები ამხელა ტკივილს ატარებენ და წირვაზე მოვიდნენ. ამას აკეთებენ ერთი რამის გამო, მათ იციან, რომ ის შვილი, რომელიც ღმერთმა აჩუქა, საკუთარ წიაღში წაიყვანა. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი საკუთარ შვილს შეხვდებიან და მასთან ურთიერთობას მოახერხებენ, არის ეკლესიის წიაღი. ღვთის მადლით, მათ ეს ყველაფერი გაიაზრეს და გაითავისეს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ ღვთისმსახურებაზე მოვიდნენ და წირვას დაესწრნენ.

ძალიან ბევრი ადამიანი კითხვას სვამს, მეც მეკითხებიან, რატომ ხდება ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაზე, რატომ იღუპებიან ბავშვები, რატომ მიდიან ამ ქვეყნიდან ცოტა ადრე, რატომ ხედავენ მშობლები ამ ტკივილს.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებს, ყველას ეხმარებოდა, ყველას პატრონობდა, ყველასთვის ხელი ჰქონდა გაწვდილი, არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც არ ეხმარებოდა, რატომ დაეშვა მის ცხოვრებაში ასეთი რამე, ამხელა უბედურება ასეთმა კარგმა ოჯახმა რატომ ნახა – ყველა კითხვას აქვს პასუხი.

პირველ რიგში, ასეთმა ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა ნახონ პასუხი. ჩვენ თუ ამ ლოგიკით გავყევით, წარმოიდგინეთ, წმინდა გაბრიელ ქიქოძე, რომლის ქადაგებებითაც მე ვცხოვრობ, 5 შვილი და მეუღლე დაეღუპა. ვერაზე, პანტელემონის ტაძარში საკურთხევლის მხარეს არის დაკრძალული მისი 5 შვილი და მეუღლე.

ნუთუ რამე დააშავა გაბრიელ ქიქოძემ, რომელიც იყო საოცრად განათლებული, შეყვარებული ღმერთზე, შეყვარებული საკუთარ ერზე, არასდროს არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია, მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, ყველას ეხმარებოდა და ასეთ ადამიანს ერთ დღეს 5 შვილი და მეუღლე დაეღუპა.

ისე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, გასვენების შემდეგ ასეთმა დიდმა მამამ სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო და გამოიკეტა. მასთან მისი მოძღვარი, ისიც ასევე წმინდანი, ალექსანდრე ოქროპირიძე მივიდა და უთხრა წმინდა გაბრიელს: მამაო, რას აკეთებ, შენ უნდა იყო მაგალითი ყველასთვის. პირიქით, შენი შვილების სახით დაგევალა, რომ უფრო მეტად იმოღვაწეო და ღვთის წინაშე უფრო მეტი საქმე აკეთო. იმ წამსვე მოვიდა გონს. რაჭაში, იმერეთში, თუ რამე ტაძარია აშენებული, პირადად მისგანაა. დღე და ღამე მოღვაწეობდა, ერთი წამითაც მისი ცხოვრება არ გაჩერებულა.

ბოლოს, როცა ამ ქვეყნიდან მიდიოდა, მისი მეუღლისა და შვილების სახელებს გაუჩერებლად ამბობდა. ისინი ხვდებოდნენ და მათთან შესახვედრად ემზადებოდა. მამა სერაფიმეს უწერია, შენთან განშორება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, რომ შენი შეხვედრის სიხარული, ამ ტკივილს, რომელიც მე ახლა მივიღე გარდაცვალების დროს, ამ ყველაფერს გადაფარავს. ისე უნდა იცხოვრო, რომ იქ მოხვედრა მოახერხო, სადაც შენი შვილი მოხვდა.

დედა ღვთისმშობელიც შვილმკვდარი დედაა. ნუთუ უსამართლო იყო ღმერთი, რომ საკუთარ დედას ამხელა ტკივილი განაცდევინა. ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, თითოეული ჩვენგანი არარსებობიდან არსებობაში შემოჰყავს. ნუთუ, ამ ღმერთს არ შეეძლო, საკუთარი დედა ამ ტკივილისთვის აერიდებინა და ეს დედას არ განეცადა.

გარდაცვალებით ადამიანის ნამდვილი ცხოვრება იწყება. ნიკოლოზთან (წულუკიძე) ვიყავი და იქ ვსაუბრობდით, ხშირად უთქვამთ ჩემთვის, მამაო, შენ ძალიან გინდა სამოთხეში მოხვედრა. არა, სამოთხეში მოხვედრა არ მინდა, ჯოჯოხეთში მოხვედრა არ მინდა. ამ ყველაფერს სამოთხის გამო კი არ ვაკეთებ, ჯოჯოხეთში, იმ სიბილწეში და სიმყრალეში ყოფნა არ მინდა.“

თეგები: დეკანოზი შალვა კეკელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved