• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სრული ინფორმაცია მათთვის, ვისაც სწრაფი ტესტის გაკეთება სურს!

ალია ავტორი - ალია
20:52 03-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„კატასტროფის ცენტრმა“ განცხადება გააკეთა, რომ „COVID-19-ზე ნებაყოფლობითი ტესტირება უკვე შესაძლებელია ბინაზე გამოძახებით. დარჩით სახლში – ტესტირება ბინაზე გამოძახებით.“

მოგეხსენებათ, ამ მომენტისათვის ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს ორი კრიტერიუმით – გაქვთ თუ არა საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია, ან ხომ არ იყავით უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანთან კონტაქტში და მეორე – ეს არის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომლიც უნდა გქონდეს, სახელმწიფომ ტესტი რომ ჩაგიტაროთ.

თუმცა, სხვაგვარად მუშაობს სახელმწიფო რეგიონებში, სადაც კარანტინი გამოცხადდა და იქ, უკვე სწრაფ ტესტებსაც იყენებს.

სოციალურ ქსელში, ბევრი ადამიანი კითხულობს, რატომ ღირს „კატასტროფის ცენტრის“ გამოძახება და ტესტის აღება 150 ლარი, არის თუ არა ეს ტესტი ზუსტი, როდის ადგენს ვირუსს და როგორ ადგენს?

„ალია“ ესაუბრება „კატასტროფის ცენტრის“ დირექტორს გიორგი შათირიშვილს:

-როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, ერთადერთი კერძო კომპანია ხართ, რომელსაც სწრაფი ტესტების ჩატარება შეუძლია, რა კრიტერიუმით შეირჩა თქვენი სამედიცინო ცენტრი?

-გარდა იმ კრიტერიუმისა, რომელიც ისედაც უნდა ჰქონდეს სამედიცინო ცენტრს და გარდა რეკომენდაციების დაცვისა – არაფერი. რომელი ტესტიც აკრედიტირებული იყო და ჩემს ქვეყანაში დაშვებული, ის ტესტი შემოვიტანე და იმ ტესტით ვმუშაობ.

-ყველას შეუძლია ამ ტესტის შემოტანა?

-როგორ არ შეუძლია, რომელი ტესტიც არის ნებადართული, შეუძლიათ იყიდონ და იმუშაონ. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახურის მიერ არის ნებადართული სპეციალური ტესტის მოხმარება ჩვენს ქვეყანაში.

-იქვე ეუბნებით პასუხს პაციენტს? და თუ აღმოჩნდა დადებითი, როგორ იქცევით?

-კი, 5 წუთშია პასუხი. ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ შესაბამის სამსახურს, შემდეგი ნაბიჯები, სახელმწიფოს დაგეგმარებით მიმდინარეობს და ხორციელდება.

-რამდენი პროცენტია სიზუსტე და როდის აქვს ტესტს ზუსტი პასუხის გაცემის შესაძლებლობა, სიმპტომების გამოვლენამდე, თუ შემდეგ?

-სიმპტომების გამოვლენის შემდეგ შეიძლება მხოლოდ კორონავირუსის დადგენა, ჩვენ ყველა მომხმარებელს, ვინც კი გვირეკავს, ვაძლევთ განმარტებას დასაწყისშივე, ვეუბნებით, რომ აუცილებელია, სიმპტომების გამოხატვიდან იყოს 2-3 დღეზე მეტი გასული, რომ აზრი ჰქონდეს ტესტის გაკეთებას. ტესტი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ანტისხეულებზე, ეს არის იმუნოგლობულინი “m” – რომლის მგრძნობელობაც 88-%-მდეა და იმუნოგლობულინი “G” რომლის მგრძნობელობაც 97,2 % გახლავთ. მაღალი პროცენტი აქვს სიზუსტის ნამდვილად, რადგან დასაშვები ზღვარი არის 80%. აქ კი პროცენტობა არის ერთ შემთხვევაში 88 და მეორე შემთხვევაში  – 97,2/

ანალიზის აღება ხდება პერიფერიული სისხლით, ვაწვეთებთ, აი როგორც ჰეპატიტის ტესტი კეთდება, ამ ტიპისაა.

-გაქვთ თუ არა სპეციალური აღჭურვილობა და იცვლება თუ არა ყოველი ტესტის ჩატარების შემდეგ, თუ დეზინფექცია უტარდება?

-აუცილებლად იცვლება. ძალიან ცუდად გაჟღერდა, რომ კორონავირუსის ტესტი ღირს 150 ლარი – არა, ეს არის სერვისის ღირებულება, იმის ღირებულებაა, რომ მე იურიდიულმა პირმა ჩავიცვი, ჯგუფს ჩავაცვი სპეციალური აღჭურვილობა, დავახურე პირბადე, გავუკეთე სათვალე, მივეცი ბახილები, დეზინფექციის ხსნარები და გამოვუშვი ტესტის გასაკეთებლად მოქალაქესთან. მორჩება თუ არა ტესტის გაკეთებას, გამოდის, ეგრევე იხდის და იყრება ეს ყველაფერი – არის ერთჯერადი. შესაბამისად, ეს 150 ლარის ღირებულება წარმოქმნილია ამ პროცედურისგან და არა ტესტის ფასისგან. ტესტს ღირებულებაში უკავია ძალიან მცირე ნაწილი.. დაახლოებით ტესტი რა ღირს, ნუ გამომკითხავთ, ეს კომერციული ინტერესია.

-ჯგუფი ახსენეთ, ჯგუფი რამდენი ადამიანისგან შედგება?

-ჯგუფი არის, მხოლოდ ტესტირების მსურველთა შემთხვევაში 2 ადამიანი და თუ გასინჯვა და ექიმის მომსახურება სჭირდება, ოჯახის ექიმიც მიყვება, ანუ არის სამი ადამიანი. სამივეს აქვს აღჭურვილობა.

-ექიმის შემთხვევაში თანხა იზრდება?

-კი. 200 ლარი ღირს.

-მძღოლსაც აცვია აღჭურვილობა?

-კი.

-როგორ იყრება გამოცვლილი აღჭურვილობა, პირბადე, ბახილები?

-სპეციალური პარკებია, რომელშიც თავსდება გახდის შემდეგ, ილუქება და სამედიცინო ნარჩენი სადაც თავსდება, ესეც იქ თავსდება. მთელი დაგდენილება აქვს დათმობილი, სად უნდა მოთავსდეს სამედიცინო ნარჩენი, როგორ განადგურდეს. ჩვენ, მაგალითად, ხელშეკრულებით ვახორციელებთ ამ სერვისს, მოდიან ჩვენთან, დახურული კონტეინერებით მიაქვთ და ანადგურებენ.

-რა დროში შეგიძლიათ გამოძახებაზე მისვლა? დღეს უკვე იყო გამოძახება?

-ბინაზე მისვლის დრო დამოკიდებულია, მუშაობის რეჟიმზე, თავისუფალი ბრიგადების რაოდენობაზე და რა თქმა უნდა, მანძილზე. დღეს 20-მდე გამოძახება შესრულდა, კონკრეტულად კორონავირუსთან დაკავშირებით.

-ყველა პასუხი უარყოფითი იყო?

-კი, ყველა უარყოფითი იყო, საბედნიეროდ.

-დავუშვათ შედეგი დადებითი გამოდგა. დღის ბოლოს თქვენც გააჟღერებთ, რომ ჩატარდა ამდენი ტესტი, იყო ამდენი უარყოფითი პასუხი და იყო, ან არ იყო დადებითი პასუხი?

-არავითარ შემთხვევაში, უფლებაც რომ მქონდეს, სურვილი არა მაქვს იმისა, რომ ვინმეს დავუგზავნო ეს ინფორმაცია, გარდა შესაბამისი სამსახურისა და ჩემი თანამშრომლებიც ასე იქცევიან.

-რომ ყოფილიყო სწრაფი ტესტები თავიდანვე შეუზღუდავი რაოდენობით – მარნეულის შემთხვევას თავიდან ავიცილებდით? როგორ ფიქრობთ?

-ვერ გეტყვით, ეს უფრო ეპიდემიოლოგების თემაა. მე ექიმი ვარ პროფესიით, მაგრამ არა ვარ ეპიდემიოლოგი.

-შემოტანის პრინციპი ხომ ეს იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოვაჩინოთ ახალი შემთხვევა და შევამციროთ გავრცელება?

-რა თქმა უნდა, პრინციპი ნამდვილად ეს იყო. სახელმწიფოც ახორციელებს ამ სერვისსს საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ, დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრში მიბრძანდება პაცინეტი და გაიკეთებს ვისაც ესაჭიროება, მაგრამ ჩვენ ვართ კერძო სტრუქტურა და იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ კრიტერიუმში, ან უნდათ რომ გადაიწმონ ანალიზი, თორემ სულაც არ აქვთ მსგავსი სიმპტომები და შეუძლიათ თანხის გადახდა – იმ ადამიანებისთვის ვმუშაობთ ჩვენ.

-დავუშვათ, არა მაქვს სიმპტომი, მეუბნებით, რომ სიმპტომი თუ არა მაქვს, ტესტში არ გამოჩნდება, მაგრამ მე მაინც მინდა ტესტირების ჩატარება – ამიღებთ ანალიზს?

-კი, ბატონო, უბრალოდ პრიორიტეტში გადაიწევს უკან. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ წინასწარ. გვქონდა ასეთი შემთხვევა, ავუხსენით, რომ სიმპტომის გარეშე, არ გამოჩნდებოდა, მაგრამ გვითხრა – ორი კვირის წინ ქონდა ანალოგიური სიმპტომები და იქნებ გადავიტანე, მაინტერესებს, მობრძანდით, გამიკეთეთ – ამ შემთხვევაში უფლება არ გვქოდა არ მივსულიყავით, მივედით, გავუკეთეთ და პასუხი იყო, საბედნიეროდ უარყოფითი.

-თუ გადატანილი აქვს კორონავირუსი, ეგ ჩანს?

-კი, გადატანილი თუ აქვს, გამოჩნდება.

-როგორ? მაგალითად, რომ ამბობენ, სუსტად გამოხატული აქვს ვირუსი ანალიზის მიხედვით პაციენტსო – ამგვარად?

-არა, ეს არ არის მსგავსი ტესტი, ეს აჩვენებს დადებითს და უარყოფითს, არ აჩვენებს ასე – სუსტად დადებითს, ან ძლიერ დადებითს. სპეციფიურობა აქვს 100 პროცენტის. იმუნოგლობულინი „G” არსებობა სისხლში ნიშნავს, რომ გადატანილი აქვს კორონავირუსი, იმუნოგლობულინი „M”  არსებობა სისხლში, ნიშნავს, რომ მწვავე ფაზაშია ამ პაციენტში ვირუსი.

-საიდან ჩამოგაქვთ ტესტები?

-ეს სწრაფი ტესტი არის გამოსული ჩინეთში, მწარმოებელია ჩინეთი და ლიცენზიის მფლობელი არის გერმანელი. შესაბამისად, ჩინეთშიც და გერმანიაშიც, ორივე ქვეყანაში იმუშავა ამ ტესტმა. ჩინეთში რა შედეგით დასრულდა, როგორ ძლიეს ვირუსს მოგეხსენებათ და გერმანია ერთ-ერთი მოწინავეა კორონავირუსთან ბრძოლაში. ეს ის ტესტები არ არის, უკან რომ გააბრუნეს და არ აღმოჩნდა ნამდვილი, არა ექიმების დაანონსებული ტესტები რომ იყო, ეს არ გახლავთ ის ტესტები.

ეს ის ტესტებია, რომელმაც უკვე იმუშავა ჩინეთში და ამ მომენტშიც მუშაობს გერმანიაში.

„ალია“, თამო კეშელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved